კულტურული ქვეპროგრამა
კულტურული ქვეპროგრამა

უახლოესი დედლაინები https://ec.europa.eu/programmes/creative-europe/calls_en 

კულტურულ ქვეპროგრამას დაფინანსების ოთხი ძირითადი მიმართულება აქვს.

1. ევროპული ერთობლივი პროექტების დაფინანსება

ეს მიმართულება პასუხისმგებელია კულტურული ქვეპროგრამების ბიუჯეტის მოცულობაზე და სხვადასხვა ევროპული ქვეყნის რიგ კულტურული ორგანიზაციებს შესაძლებლობას აძლევს, ერთობლივად იმუშაონ ტრანსნაციონალური კულტურული და ხელოვნებასთან დაკავშირებული პროექტების განხორციელებაზე. ამ მიმართულებას ორი ქვეკატეგორია აქვს:

I კატეგორია – მცირემასშტაბიანი ერთობლივი პროექტები

პროექტის ხანგრძლივობა

მაქსიმუმ 48 თვე

აღწერა

ტრანსნაციონალური ერთობლივი პროექტი

პარტნიორების საჭირო რაოდენობა

მინიმუმ 3, პირობების დამაკმაყოფილებელი სულ ცოტა 3 ქვეყნიდან*

დაფინანსება

მაქსიმუმ 60% მთლიანი ანაზღაურებადი ხარჯისა, თითო პროექტზე მაქსიმუმ €200 000

*სულ მცირე ერთი პარტნიორის იურიდიული მისამართი უნდა იყოს ევროკავშირი, ევროპული თავისუფალი ვაჭრობის ასოციაცია (EFTA) ან (მას მერე, რაც დაშვებული იქნება) შვეიცარია.

II კატეგორია: შედარებით მსხვილი ერთობლივი პროექტები 

პროექტის ხანგრძლივობა

მაქსიმუმ 48 თვე

აღწერა

ტრანსნაციონალური ერთობლივი პროექტი

პარტნიორების საჭირო რაოდენობა

მინიმუმ 6 პირობების დამაკმაყოფილებელი ქვეყნებიდან

დაფინანსება

მაქსიმუმ 50% მთლიანი ანაზღაურებადი ხარჯისა, თითო პროექტზე მაქსიმუმ €2 მილიონი

2. ლიტერატურული თარგმანების პროექტების დაფინანსება

ეს მიმართულება ეხმარება ერთი ევროპული ენიდან მეორეზე ლიტერატურული ნამუშევრების „პაკეტის“ გადათარგმნას. შესაძლოა, მოთხოვნილი იქნეს ამ ნამუშევრების გამოქვეყნებისა და პოპულარიზაციის თანხაც. აქ ორი კატეგორია გამოიყოფა:

I კატეგორია: ორწლიანი პროექტები

პროექტის ხანგრძლივობა

2 წლამდე

აღწერა

მხარს უჭერს 3-10 სათანადო ლიტერატურული ნაწარმოების ერთი ევროპული ენიდან მეორეზე გადათარგმნას

პარტნიორების საჭირო რაოდენობა

გრანტი შეიძლება მიეცეს ცალკეულ გამომცემლობას ან გამომცემელთა ჯგუფს

დაფინანსება

მაქსიმუმ 50% მთლიანი დასაბუთებული ხარჯისა, თითო პროექტზე მაქსიმუმ €100 000

II კატეგორია: ჩარჩო პარტნიორობის ხელშეკრულება

პროექტის ხანგრძლივობა

2016 წელს იქნება მოთხოვნა 4-წლიანი ჩარჩო პარტნიორობის ხელშეკრულების შემოთავაზებაზე

პარტნიორების საჭირო რაოდენობა

გრანტი შეიძლება მიეცეს ცალკეულ გამომცემლობას ან გამომცემელთა ჯგუფს

აღწერა

მხარს უჭერს 3-10 სათანადო ლიტერატურული ნაწარმოების ერთი ევროპული ენიდან მეორეზე გადათარგმნას, წლიურად. ჩარჩო პარტნიორობის ხელშეკრულების აპლიკაცია უნდა მოიცავდეს ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდისთვის გაწერილ სამოქმედო გეგმას.

დაფინანსება

მაქსიმუმ 50% მთლიანი დასაბუთებული ხარჯისა, წლიურად მაქსიმუმ €100 000

3. ევროპული ქსელების დაფინანსება

ეს მიმართულება ახდენს იმ ქსელების თანადაფინანსებას, რომელიც აადვილებს სამიზნე სფეროში პროფესიულ განვითარებას კავშირების გაბმის, ურთიერთსწავლების, გაცვლისა და ა.შ. გზით. ის გამიზნულია მოცემულ სფეროში მასტრუქტურირებელი ეფექტის მისაღწევად და ამიტომაც დახმარება გაეწევა ქსელების შეზღუდულ რაოდენობას, კერძოდ, არჩეული იქნება ის ქსელები, რომლებსაც უფრო ფართო წვდომა ექნება და უფრო თანაბრად იქნება განაწილებული ქვესფეროებზე.

პროექტის ხანგრძლივობა

2016 წელს იქნება მოთხოვნა 4-წლიანი ჩარჩო პარტნიორობის ხელშეკრულების შემოთავაზებაზე (რომელსაც ხელი 2017 წელს მოეწერება)

აღწერა

ეხმარება ორგანიზაციების (ქსელების) სტრუქტურირებულ ჯგუფებს, რომლებიც კულტურულ ან შემოქმედებით სფეროებს წარმოადგენენ. ევროპულ ქსელებს უნდა ჰყავდეს მინიმუმ 15 წევრი ორგანიზაცია, რომლებიც ოფიციალურად დაარსებულია პროგრამაში მონაწილე სულ ცოტა 10 სხვადასხვა ქვეყანაშია.

დაფინანსება

მაქსიმუმ €250 000 წელიწადში. ევროკავშირის ფინანსური წვლილი არ უნდა აღემატებოდეს ბიუჯეტის მთლიანი ანაზღაურებადი ხარჯის 80%-ს. შესაბამისად, მონაწილისგან მოითხოვება 20% შესაბამისი დაფინანსება.

4. ევროპული პლატფორმების დახმარება

ეს მიმართულება გულისხმობს იმ კულტურული და შემოქმედებითი ორგანიზაციების თანადაფინანსებას, რომლებიც წარმოაჩენს და საზოგადოებას აცნობს ევროპელ შემოქმედებს და ხელოვანებს, განსაკუთრებით კი დამწყებ ტალანტებს, სრულიად ჭეშმარიტი ევროპული პროგრამის საშუალებით. ის გამიზნულია მოცემულ სფეროში მასტრუქტურირებელი ეფექტის მისაღწევად და ამიტომ დახმარებას უწევს პლატფორმების შეზღუდულ რაოდენობას.

პროექტის ხანგრძლივობა

2015 წელს შერჩეული პროექტები მაქსიმუმ 2 წლის განმავლობაში გაგრძელდება. 2017 წელს შერჩეული აპლიკაციები გაგრძელდება მაქსიმუმ 4 წლის განმავლობაში.

აღწერა

ორგანიზაციები ჩამოაყალიბებენ კანონიერად დაფუძნებულ საკოორდინაციო ორგანოს და დააარსებენ პლატფორმას, რომელშიც შესული იქნება მინიმუმ 10 წევრი-ორგანიზაცია მოცემულ პროგრამაში მონაწილე სულ ცოტა 10 ქვეყნიდან.

დაფინანსება

მაქსიმუმ €500 000 წლიურად. ევროკავშირის ფინანსური წვლილი არ უნდა აღემატებოდეს პლატფორმის პროექტის მთლიანი ანაზღაურებადი ხარჯის 80%-ს. შესაბამისად, მონაწილისგან მოითხოვება 20% შესაბამისი დაფინანსება.

პროექტის მომზადება

კულტურული ქვეპროგრამა

ერთობლივი პროექტის მომზადების უმნიშვნელოვანესი საფეხურია ძლიერი გუნდის შეკვრა ევროპის სხვადასხვა სახელმწიფოებიდან გამოსული პარტნიორებისა ანუ „თანაორგანიზატორებისგან“, რომლებსაც კულტურულ საკითხებში თანამშრომლობის სურვილი აქვთ. აუცილებელია კარგი სამუშაო ურთიერთობების ჩამოყალიბება, აგრეთვე – თანაორგანიზატორებს შორის ცხადი წერილობითი ხელშეკრულების არსებობა.

რჩევები კულტურული ერთობლივი პროექტის შესადგენად 

  • წარმატებულ თანაორგანიზატორებთან ძლიერი კავშირები აუცილებელია იმის უზრუნველსაყოფად, რომ ყველა მხარე თანასწორად იყოს ჩართული პროექტის დაგეგმვასა და გაცნობიერებული ჰქონდეს საკუთარი პასუხისმგებლობა პროექტის ფარგლებში.
  • პროექტის თანხები და ფინანსირება თავიდანვე ღია მსჯელობის საგანი უნდა იყოს. ყოველი წევრი დარწმუნებული უნდა იყოს ყოველი თანაორგანიზატორის შესაძლებლობაში, გაიღოს პროექტისთვის გამოყოფილი თანხა.
  • პროექტის სამუშაო გეგმა და აღწერა უნდა ჩაბარდეს ადრეულ სტადიაზევე, რათა ყველა თანაორგანიზატორს ჰქონდეს მის მომზადებაში ჩართვის შესაძლებლობა. თანაორგანიზატორებმა ერთობლივად უნდა განსაზღვრონ:
  1. თქვენი ერთობლივი პროექტის კონკრეტული მიზანი;
  2. პროექტის სამიზნე მონაწილეები;
  3. სამიზნე აუდიტორია და პუბლიკა;
  4. პროექტის ყველა ღონისძიებისა და აქტივობის კალენდარი;
  5. პროექტის სრული ღირებულება და შემოსავალი.
  • თქვენი სავარაუდო ხარჯებისა და სავარაუდო შემოსავლის განახლებადი მონახაზი მუდმივად უნდა ბრუნავდეს თანაორგანიზატორთა შორის, ეს შესაძლებლობას მისცემს თანამონაწილეებს, იმუშაონ ბიუჯეტის ამა თუ იმ მიმართულებაზე და ინფორმირებული იყვნენ ბიუჯეტზე ზოგადად. 
  • პარტნიორობის ჩამოყალიბებამდე, თანაორგანიზატორები პირისპირ უნდა შეიკრიბონ გონებრივი იერიშის განსახორციელებლად. ისინი პირისპირ უნდა შეხვდნენ ერთმანეთს სულ ცოტა, კიდევ ერთხელ, რათა ერთობლივად საბოლოოდ ჩამოაყალიბონ პროექტის მიზანი. 
  • შეათანხმეთ პირობები სხვა ადამიანებსა და ორგანიზაციებთან, რომლებიც აუცილებლები იქნებიან თქვენი პროექტისათვის (მაგ. კონკრეტულ ხელოვანებთან; კონკრეტულ კულტურული მემკვიდრეობის სპეციალისტებთან; შესაძლო ქვეკონტრაქტორებთან, როგორიცაა ვებდიზაინის კომპანია ან პარტნიორი, რომელიც შეიძლება უზრუნველგყოფდეთ სამოქმედო სივრცით ან პროექტისთვის საჭირო რომელიმე სხვა რესურსით).
  • ჩართეთ სხვა, არა-თანაორგანიზატორი ორგანიზაციები პროექტის მონიტორინგისა და შეფასებისთვის.
  • საჭროა, ყველა თანაორგანიზატორს შორის დაიდოს ოფიციალური ხელშეკრულება, რომელიც წინასწარ ცხადყოფს ყველა როლს და მათთან დაკავშირებულ პასუხისმგებლობებს, რომლებიც ეკისრება ყველა თანაორგანიზატორს პროექტის ფარგლებში. განიხილეთ პროექტის ხარჯების აღრირცხვის მიღებული მეთოდები და ისეთი საკითხები, როგორიცაა, ვთქვათ, თუ რა ბედი ეწევა პროექტის მიმდინარეობისას შექმნილ კულტურულ რესურსებს პროექტის დასრულების მერე.
  • პროექტის კალენდარში სხვა მონაცემებთან ერთად განსაზღვრეთ თანაორგანიზატორებს შორის შეხვედრების გრაფიკი – რათა რეგულარულად იქნეს განხილული პროექტის მიმდინარეობა და უზრუნველყოფილი იქნეს ყველა მონაწილის ერთობლივი მუშაობა პროექტის წინაშე წამოჭრილ ნებისმიერ სირთულესთან გასამკლავებლად.

ასოცირებული პარტნიორები

თუ თანადაფინანსება ვერ ხერხდება, ესა თუ ის ორგანიზაცია შეიძლება „ასოცირებული პარტნიორი“ გახდეს. ასოცირებული პარტნიორი – ესაა კულტურის დარგში მომუშავე ორგანიზაცია შესაბამისი ქვეყნიდან ან მესამე ქვეყნიდან, რომელიც ჩართულია პროექტის აქტივობებში, მაგრამ არა მონაწილის თუ თანაორგანიზატორის დონეზე. ასოცირებული პარტნიორის მიერ გაწეული ხარჯები არ იქნება მისაღები, თუ თანხა არ იქნება გადახდილი პირდაპირი წესით ან არ ანაზღაურდება კოორდინატორის და/ან პარტნიორის მიერ.

პლიკაციის შეტანა

შევსებული აპლიკაცია მიეწოდება პირდაპირ განათლების, აუდიოვიზუალის და კულტურის აღმასრულებელ სააგენტოს (EACEA) ბრიუსელში.

ონლაინ აპლიკაცია

აპლიკანტებს მკაცრად მოეთხოვებათ ონლაინ სააპლიკაციო ფორმის შევსება და გაგზავნა ყველა გამოცხადებულ დედლაინამდე.

ელექტრონული აპლიკაციის შევსებამდე აპლიკანტებმა (პროექტის ლიდერმა და პარტნიორებმა) უნდა დაარეგისტრირონ საკუთარი ორგანიზაცია მონაწილეთა პორტალზე და მიიღონ მონაწილის საიდენტიფიკაციო კოდი (PIC). სააპლიკაციო ფორმაში ამ კოდის შეყვანაც მოეთხოვებათ. აქ შეგიძლიათ მოიძიოთ ინფორმაცია, თუ როგორ უნდა დარეგისტრირდეთ.

ონლაინ სააპლიკაციო ფორმები, ასევე მოთხოვნის შეტანის ელექტრონული გზამკვლევები შეგიძლიათ მოიძიოთ EACEA-ს ვებსაიტზე დაფინანსების შესაბამისი მიმართულების სტატიაში.

დაგჭირდებათ, კომპიუტერში დაყენებული გქონდეთ Adobe Reader-ის მე-9 ან უფრო ახალი ვერსია იმისათვის, რომ შეგეძლოთ ონლაინ სააპლიკაციო ფორმის ჩამოტვირთვა და შევსება. თუ თქვენს კომპიუტერში ეს პროგრამა არ გიყენიათ, ეწვიეთ http://get.adobe.com/reader/-ს და ჩამოტვირთეთ იგი.

აპლიკაციის მისამართი

შევსებული სააპლიკაციო ფორმა სხვა მოთხოვნილ დანართებთან ერთად უნდა ამოიბეჭდოს და გაიგზავნოს ფოსტით (ან მიეწოდოს პირადად) EACEA-ს შემდეგ საფოსტო მისამართზე:

Education, Audiovisual & Culture Executive Agency
Creative Europe Programme (2014-2020)
Culture Programme - Strand x
Avenue du Bourget 1 (BOUR 04/02)
B - 1049 Brussels
Belgium

მნიშვნელოვანია: EACEA-ში აღნიშნული საბუთების ონლაინ შეტანის თარიღები მოცემულია ცენტრალური ევროპული დროის (CET) მიხედვით. დაგვიანებული აპლიკაციები არ მიიღება.

თანადაფინანსება

პირობებში ზუსტად არ არის განსაზღვრული, თუ რა მინიმალური წვლილის გაღება მოეთხოვებათ პროექტის პარტნიორებს. ამის მიუხედავად, პარტნიორობის ხარისხი ერთ-ერთი გადამწყვეტი კრიტერიუმია და გულისხმობს ყოველი პარტნიორისგან ფინანსურ ვალდებულებასაც.

თანადაფინანსება შესაძლოა განხორციელდეს შემდეგი საშუალებით:

  • სხვა ორგანიზაციებისთვის გრანტის მოთხოვნით (ადგილობრივი, რეგიონული ან ნაციონალური ხელისუფლებისგან, ფონდებისგან, ა.შ.);
  • ფონდების მოძიების აქტივობებით;
  • სპონსორების მეშვეობით;
  • საკუთარი რესურსებით.

დაუშვებელია ევროკავშირისგან ორმაგი დაფინანსების მიღება – იქნება ეს კულტურული პროგრამისთვის თუ ნებისმიერი სხვა შეთავაზებული პროგრამისთვის.

კანონის წინაშე ვალდებულება

პროექტ-პარტნიორებმა ხელი უნდა მოაწერონ მანდატს, რომლის თანახმადაც ხელისმომწერი იურიდიული წარმომადგენლობის უფლებას გადასცემს კოორდინატორს, რომელიც იმოქმედებს მისი სახელით და მის სარგოდ პროექტის განხორციელების პერიოდში; აგრეთვე, იღებს პროექტში კონკრეტული ფინანსური წვლილის შეტანის ვალდებულებას. აპლიკაციას ერთვის ყველა პარტნიორის მიერ ხელმოწერილი ასეთი მანდატი.

ვუამბოთ მეგობრებს