მედია-ქვეპროგრამა
მედია-ქვეპროგრამა
კრეატიული ევროპის მედია-ქვეპროგრამა ფინანსურ დახმარებას უწევს კინო- და აუდიოვიზუალის ინდუსტრიას მათი საქმიანობის განვითარების, დისტრიბუციისა და წარმოჩენისთვის.

ის ხელს უწყობს ევროპული განზომილების პროექტების წამოწყებას და ზრუნავს ახალი ტექნოლოგიების აღმოცენებაზე; ეხმარება ევროპულ ფილმებს და აუდიოვიზუალურ ნამუშევრებს, მათ შორის – სრულმეტრაჟიან ფილმებს, სატელევიზიო დრამას, დოკუმენტურ ფილმებს და ახალ მედიას , მოიპოვონ ბაზარი ეროვნული და ევროპული საზღვრების მიღმა; აფინანსებს ტრენინგების და ფილმის განვითარების პროგრამებს. 

დეტალურად პროგრამის განცხადების შესახებ იხილეთ აქ: http://eacea.ec.europa.eu/creative-europe/actions/media_en

ტრენინგები

კრეატიული ევროპა მედია დახმარებას უწევს ტრენინგებს მენეჯმენტში, ახალ ტექნოლოგიებსა და სცენარის დაწერაში, ეს კურსები ევროპელ პროდუსერებს, დისტრიბუტორებს, სცენარისტებს, რეჟისორებსა და თამაშების შემდგენელებს აძლევს შესაძლებლობას, გაიუმჯობესონ კომპეტენცია და კონკურენტუნარიანობა საერთაშორისო ბაზარზე.

კრეატიული ევროპა მედიას მიერ მხარდაჭერილი სატრენინგო კურსები აღწერილია Training & Networks Guide-ში.

აუდიტორიის განვითარება

მედია-ქვეპროგრამის ერთ-ერთი პრიორიტეტი გახლავთ აუდიტორიის განვითარების ხელშეწყობა.

აუდიტორიის განვითარების მხარდაჭერის პროგრამა მოიცავს ორ ქმედებას:

  • კინოს სფეროს განათლება - მხარდაჭერის მიღება შეუძლიათ იმ პროექტებს, რომელებიც გვთავაზობენ მექანიზმებს ევროპაში კინოგანათლების ინიციატივებს შორის უკეთესი თანამშრომლობის ჩამოსაყალიბებლად – ამ ინიციატივების ეფექტიანობისა და ევროპული განზომილების გასაუმჯობესებლად.
  • აუდიტორიის განვითარების ღონისძიებები - მხარდაჭერის მიღება შეუძლიათ აუდიტორიის განვითარების ღონისძიებებს, რომლებიც ფოკუსირებულია ევროპული ფილმების მიერ უფრო ფართო, განსაკუთრებით – ახალგაზრდა აუდიტორიის წვდომის ინოვაციურ და მონაწილეობით სტრატეგიებზე.

ფესტივალები

მედია-ქვეპროგრამა ყოველწლიურად დახმარებას უწევს 100-ზე მეტ ევროპულ ფესტივალს, რომლებიც გამოირჩევა ევროპული ფილმების წარმოდგენის განსაკუთრებით მრავალფეროვანი პროგრამით, საყოველთაო აუდიტორიის მოზიდვით და პროფესიონალე­ბის სიუხვით. კრეატიული ევროპის მედია-ქვეპროგრამის ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება აუდიტორიის განვითარების მხარდაჭერა – რასაც მოიაზრებს ევროპული აუდიოვიზუა­ლუ­რი ნამუშევრების მიმართ ინტერესის გაღვივების და მისი წვდომის გაუმჯობესების საშუალებადაც.

ფესტივალების მხარდაჭერის აპლიკაციები უნდა შეიცავდეს აუდიტორიის განვითარების ინიციატივებს, განსაკუთრებით ისეთებს, რომლებიც ახალგაზრდა აუდიტორიაზე იქნება გათვლილი.

ფესტივალზე მაყურებლისთვის წარდგენილი პროგრამის მინიმუმ 70% ან მინიმუმ 100 სრულმეტრაჟიანი ფილმი (ან 400 მოკლემეტრაჟიანი ფილმი) შექმნილი უნდა იყოს მედია-ქვეპროგრამაში მონაწილე ქვეყნებში.

ამ „მედია-ქვეპროგრამის მონაწილე ქვეყნების“ პროგრამის ფარგლებში:

ფილმების 50% უნდა იყოს არანაციონალური;

წარმოდგენილი უნდა იყოს სულ ცოტა 15 ასეთი ქვეყანა.

ბაზარზე წვდომა

კრეატიული ევროპის მედია-ქვეპროგრამა მიზნად ისახავს, ევროპელ პროფესიონალებს გაუიოლოს წვდომა პროფესიულ ღონისძიებებთან და პროფესიონალურ აუდიოვიზუალის მარკეტებთან. ამ მიზნით იგი მხარს უჭერს ევროპული სტენდების მოწყობას უმნიშვნელო­ვა­ნეს ბაზრებზე, შეხვედრებზე, ერთობლივი წარმოების ფორუმებზე, კონფერენციებსა და მონაცემთა ბაზებში. მედია-ქვეპროგრამა ევროპელ პროფესიონალებს გამოუყოფს სტენდს ისეთ უმნიშვნელოვანეს აუდიოვიზუალის მარკეტებზე, როგორიცაა MIP TV, MIPCOM, კანის კინოფესტივალი და ბერლინალე. შესაძლოა, მხარი დაეჭიროს როგორც მედია-ქვეპროგრამაში მონაწილე ქვეყნების შიგნით, ასევე მათ გარეთ მიმდინარე აქტივობებს.

რა მედიასტენდები იქნება წარმოდგენილი უახლოეს მომავალში ჩასატარებელ მარკეტებზე – ამ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ Media-Stands.eu-ს.

მედია-ქვეპროგრამა უშუალოდ ეხმარება ისეთ სპეციალური ინტერესის და თემატიკის მქონე ბაზრებს, როგორიცაა დოკუმენტური ფილმების ფორუმი (Documentary Forum), ნახატი ფილმების ფორუმი (CARTOON Forum) და უფრო მომცრო ნიშის ბაზრებს და დოკუმენტური ფილმების სემინარებს, რომელიც ევროპული დოკუმენტური ფილმების ქსელის (European Documentary Network) მიერ არის კოორდინირებული.

მედია-ქვეპროგრამა აგრეთვე დახმარებას უწევს ისეთ მონაცემთა ბაზასა და ონლაინ იარაღებს, როგორიცაა Cineuropa.

ევროპულ ორგანიზაციებს შეუძლიათ, მოითხოვონ დაფინანსება ბაზრის წვდომის ღონისძიებების ჩასატარებლად.

საერთაშორისო ერთობლივი წარმოების ფონდების დახმარება

პროგრამა დახმარებას უწევს ერთობლივი წარმოების ფონდებს, რომლებსაც არსებობის სულ ცოტა 12 თვის ისტორია მოეპოვებათ და რომელთა უმთავრესი საქმიანობა საერთაშორისო ერთობლივი წარმოების მხარდაჭერაა. ის წაახალისებს თანამშრომლობას ქვეყნებთან, რომლებიც არ მონაწილეობენ კრეატიულ ევროპაში საერთო წვლილის საფუძველზე.

ეს სქემა დახმარებას უწევს ერთობლივი წარმოების ფონდებს მონაწილე ქვეყნებიდან, რომლებიც ინვესტიცირებით ან სხვა სახის შემწეობით უჭერენ მხარს პროექტებს, რომლებიც არა-მონაწილე ქვეყნებთან ერთობლივად ხორციელდება. ფონდების ჩამონათვალი შეგიძლიათ მოიძიოთ აქ: http://eacea.ec.europa.eu/creative-europe/actions/media_en 

არსებობს არსებითი განსხვავებები კულტურული ქვეპროგრამის მონაწილეობის სტანდარტულ პირობებსა და მედია-ქვეპროგრამების მოთხოვნათა დეტალურ ტექნიკურ სპეციფიკაციას შორის. ყოველი სქემის დეტალებში გარკვევისას გაეცანით და მიჰყევით ინდივიდუალურ მითითებებს.

პროექტის მომზადება

მედია-ქვეპროგრამა

რეგისტრაცია

აპლიკანტებმა უნდა დააარეგისტრირონ თავიანთი კომპანია განათლების, აუდიოვიზუალის, კულტურის, მოქალაქეობის და მოხალისეობის მონაწილეთა პორტალზე: http://ec.europa.eu/education/participants/portal 

მოცემული იარაღი აპლიკანტებს აგრეთვე აძლევს შესაძლებლობას, ატვირთონ თავიანთ ორგანიზაციასთან დაკავშირებული სხვადასხვა დოკუმენტი. ეს დოკუმენტები აიტვირთება ერთხელ და იმავე ორგანიზაციის მიერ მომდევნო აპლიკაციისთვის ხელახლა აღარ მოითხოვება. ეს დოკუმენტებია:

1. ოფიციალური საიდენტიფიკაციო ფორმა, ხელმოწერილი პიროვნების მიერ, რომელიც უფლებამოსილია, აპლიკანტის სახელით იკისროს კანონით მაიძულებელი ვალდებულება.

http://ec.europa.eu/budget/contracts_grants/info_contracts/legal_entities/legal_entities_en.cfm

კერძო კომპანიებისთვის: ამონაწერი ოფიციალური ბიულეტენიდან/რეესტრიდან და დღგ ვალდებულების სერთიფიკატი. კონკრეტულ ქვეყნებში რეესტრის ნომერი და დღგ ნომერი ერთი და იგივეა.

საჯარო დაწესებულებებისთვის: ოფიციალური რეზოლუცია ან დადგენილება ორგანიზაციის დაარსების შესახებ ან სხვა ოფიციალური დოკუმენტი, დადგენილი საჯარო სამართლის პირისთვის.

ასლი ორგანიზაციის კანონიერი სტატუსისა, რომელიც იძლევა ევროპული მეწილეობის უფლებას.

2. საბანკო საიდენტიფიკაციო ფორმა http://ec.europa.eu/budget/contracts_grants/info_contracts/financial_id/financial_id_en.cfm

3. თუ პოტენციური დაფინანსება აღემატება 60 000€-ს: ფინანსური უნარიანობის ფორმა (რომელიც შევსებული იქნება სათანადო ანგარიშვალდებულების სტატუსის მქონე პირების მიერ)

კომერციული კომპანიებისთვის: სრული და დამოწმებული წლიური ხარჯთაღრიცხვა (საბუღალტრო ბალანსი, მოგების და წაგების აღრიცხვა და დანართები) უკანასკნელი 2 ხელმისაწვდომი წლისთვის.

არაკომერციული კომპანიებისთვის: სრული და დამოწმებული წლიური ხარჯთაღრიცხვა (საბუღალტრო ბალანსი, მოგების და წაგების აღრიცხვა და დანართები) უკანასკნელი 1 ხელმისაწვდომი წლისთვის.

რეგისტრაციის დასრულებისას თქვენ მიიღებთ მონაწილის საიდენტიფიკაციო კოდს (PIC CODE). ეს კოდი ყოველი კომპანიისთვის ინდივიდუალურია და დაგჭირდებათ სააპლიკაციო კოდის შევსებისას.

თუ თქვენი კომპანიის მონაცემები შეიცვლება, უნდა განაახლოთ ისინი პორტალზე და ატვირთოთ შესაბამისი ახალი საბუთები.

აპლიკაცია შეტანილი უნდა იქნეს შემდეგი ელექტრონული ფორმით: https://eacea.ec.europa.eu/PPMT/ 

აპლიკაციების ონლაინ შეტანა

დაგჭირდებათ, კომპიუტერში დაყენებული გქონდეთ Adobe Reader-ის 8.1.5 ან უფრო ახალი ვერსია. სააპლიკაციო ვებგვერდზე აგრეთვე ნახავთ მითითებას, თუ როგორ შეიძლება შეამოწმოთ ელექტრონული ფორმა და სასარგებლო რჩევას Adobe-ს უსაფრთხოების პარამეტრებზე. ელექტრონული ფორმა უნდა შეინახოთ თქვენს კომპიუტერში (ან ადგილობრივ სერვერზე), შემდეგ შეგეძლებათ, დაიწყოთ მისი შევსება.

თუ გაქვთ ტექნიკური პრობლემები, შეგიძლიათ, მიმართოთ „დამატებითი დახმარების“ გვერდს: https://eacea.ec.europa.eu/creative-europe/funding/distribution-support-sales-agents-2015_en

ამას გარდა, გთხოვთ, ნებისმიერი ტექნიკური პრობლემის შესახებ განაცხადოთ დედლაინამდე. 

აპლიკაციის გაგზანამდე დარწმუნდით, რომ საკონტაქტო პირის ელ.ფოსტის მისამართი სწორად არის მითითებული, რადგანაც მიღების დადასტურება გამოიგზავნება ამ მისამართზე დაუყოვნებლივ, როგორც კი წარმატებით დასრულდება საბუთების ელექტრონული შეტანა.

ვუამბოთ მეგობრებს