ფორუმ „კრეატიული საქართველოს“ 10 მთავარი თეზისი
-
„მილიონობით ადამიანის ცხოვრების რეფორმირებისას მნიშვნელოვანია კულტურის უნიკალურობისა და სუვერენიტეტის შენარჩუნება“, — უკრაინის კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე სვეტლანა ფომენკო.
-
„რესურსებს ზღვარი აქვს, კრეატიულობა კი უსაზღვროა“, — ბელარუსის კულტურის სამინისტროს საერთაშორისო კავშირების განყოფილების ხელმძღვანელი ვიქტორია რატობილსკაია.
-
„პოლიტიკა უნდა აერთიანებდეს კულტურას, მეცნიერებას, ეკონომიკასა და ბიზნესს, რათა უკეთეს შედეგებს მივაღწიოთ“, — საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე.
-
„თუ კულტურას დავკარგავთ, მაშინ საერთოდ რისთვის უნდა ვიბრძოლოთ, რა უნდა დავიცვათ?“ — უინსტონ ჩერჩილის ეს გამონათქვამი ფორუმზე საქართველოს კულტურის მინისტრმა გააჟღერა.
-
„კულტურა ერს სახეს უნარჩუნებს“, — სომხეთის კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე ნერსერ ტერ-ვარდანიანი.
-
„კულტურა ეკონომიკის წარმატებულ სექტორად შეიძლება ვაქციოთ“, — მოლდოვის კულტურის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი.
-
„ნუ გეშინიათ შექმნისა! უბრალოდ, გააკეთეთ ეს!“ — უკრაინაში ბრიტანული საბჭოს დირექტორი საიმონ უილიამსი.
-
„კულტურულმა და შემოქმედებითმა სექტორმა უნდა მოახეხოს საკუთარი თავის ორგანიზება. ეს პოლიტიკის შესახებ წარმატებული დილოგის და ინფორმაციის გაცვლის ერთადერთი გარანტიაა“, — ლუჩიანო გლორი, შემოქმედებითი ეკონომიკის ექსპერტი.
-
„დღეს პროფესიონალებს სჭირდებათ უფრო მოქნილი სივრცეები, რომელთა შეთავაზებაც კრეატიულ ეკონომიკას შეუძლია“, — ევროკავშირის წამყვანი სპეციალისტი კრეატიულ ეკონომიკაში კრისტინა ფარინა.
-
„უფულოდ ყველაფერი არაფერია, თუმცა ფული სულაც არ არის მთავარი კრეატიულ ეკონომიკაში“, — ექსპერტი ევროკაშირიდან ბარბარა ჰესლერი.