ინიციატივა „შემოქმედებითი ქალაქები და რეგიონები“: ანგარიში მცხეთა-მთიანეთზე (ზვიად მჭედლიშვილი)
მცხეთა-მთიანეთის ადმინისტრაციის შემოქმედებითი ქალაქებისა და რეგიონების ინიციატივაში მონაწილეობის უმთავრესი ამოცანაა რეგიონის მიმზიდველობის გაზრდა ადგილობრივი საზოგადოების შემოქმედებითი პოტენციალის გააქტიურების გზით. მოსალოდნელი შედეგები:
- მკაფიო ხედვის შემუშავება იმის შესახებ, თუ როგორ არის შესაძლებელი სტრატეგიული დაგეგმარებისა და შემოქმედებითი მიდგომების მეშვეობით რეგიონის ტერიტორიის, კულტურული მემკვიდრეობის ლანდშაფტებისა და ტრადიციების, განვითარება, ევროკავშირის რეგიონების მსგავსად, რომლებიც დიდად არ განხვავდებიან მათგან თავიანთი სიმდიდრითა და რესურსებით;
- ადგილობრივი კულტურული და შემოქმედებითი რესურსების გაძლიერებით, სტუმრებისა და ინვესტორებისთვის რეგიონის მიმზიდველობის გაზრდა;
- ტრადიციული მემკვიდრეობის რესურსების გააქტიურება უფრო თანამედროვე მეთოდებით, მაგალითად, შემოქმედებითი ტურიზმის განვითარების შესაძლებლობების შექმნით.