ეკატერინე მაზმიშვილი: "თეატრი მაქსიმალურად ცდილობს არ მოადუნოს თავისი მაყურებელი"

ექსკლუზიურ ინტერვიუში დირექტორი ეროვნული დრამატული თეატრი. კოტე მარჯანიშვილის სახელობის (თბილისი, საქართველო) როლზე ისაუბრა თეატრის კულტურული საზოგადოების განვითარების.

თეატრი ეს არის დღევანდელი დღის ხელოვნება და მას აქვს რეალობის უნიკალური გრძნობა. როდესაც ის ძალიან ცოცხალია, დღევანდელ გამოწვევებს პასუხობს და მომავაალი თაობისთვის მუშაობს. ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია სოციალურად რა პასუხისმგებლობასაც იღებს თეატრი და რა როლი უნდა შეასრულოს მან საზოგადოებაში. მე ვთვლი, რომ ეს პირველ რიგში კულტურული განვითარებაა.

მარჯანიშვილის თეატრის წარმატების საიდუმლო მის სამხატვრო ხელმძღვანელში იმალება, აქ გადამწყვეტი ლევან წულაძის შემოქმედება და მისი სტრატეგიული აზროვნებაა, როგორც ლიდერის. წარმარატების კიდევ ერთი წინაპირობა ისიც არის, რომ გუშინდელი დღე, ანუ ის რაც უკვე იყო აღარასოდეს უნდა გახსოვდეს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია გუნდი როგორ მუშაობს, რა მიზნები აქვს და რა მეთოდებით აპირებს მათ მიღწევას. ბოლომდე უნდა დაიხარჯო და უკან არ უნდა დაიხიო იქ სადაც წინააღმდეგობა შეგხვდება. მარკეტინგის თალსაზრისით, წარმატებისთვის მნიშვნელობა აქვს იმასაც , რომ სპექტაკლები ყოველდღეა და თეატრის სამი სცენა ყოველდღე მუშაობს. გარდა ამისა, კარგი საინფორმაციო მხარდაჭერა გვაქვს და კარგი პარტნიორები გვყავს. თეატრი მაქსიმალურად ცდილობს არ მოადუნოს თავისი მაყურებელი. წელიწადში ჩვენ 14–დან 18 პრემიერამდე გვაქვს, ძალიან ბევრს ვმოძრაობთ რეგიონებში და საერთაშორისო წარმატებაც გვაქვს. რაც შეეხება აუდიტორიას, მას ვიზიდავთ პროდუქციით. მე შორს ვარ იმ აზრისგან , რომ შეიძლება რამე გააკეთო თუ არა გაქვს პროდუქცია. პირევლ რიგში ეს არის სპექტაკლები და მერე რა თქმა უნდა მუშაობა ამ სპექტაკლების შესახებ ინფორმაციის გავრცელებაზე. გარდა ამისა ძალიან მნიშვნელოვანია ბილეთების ფასების სწორი დაგეგმვა და შღავათები. მარჯანიშვილის თეატრს აქვს ე.. „შესვენების დრო“, როცა თეატრის სალაროში მოსულ ადამიანს ნახევარ ფასად შეუძია ბილეთის შეძენა. ვინც ბილეთებს საიტით ყიდულობს, ამას ვერ გააკეთებს. მათთვის ბილეთი 14–16 ლარი ღირს.

საერთაშორისო თანამშრომლობა

2015 წელს ჩვენევრიპის საერთაშორისო თეატრალური კონვენციისწევრები გავხდით და რა თქმა უნდა პროექტებშიც ვღებულობთ მათთან ერთად მონაწილეობას. ეს არის სრულიად განსხვავებული მიმართულება იმისგან, რასაც ჩვენ ადრე ვაკეთებდითსაერთაშორისო თანამშრომლობის შესაძლებლობა ჩვენთან მუდმივად არის. ჩემი პირადი სტრატეგიაა, რომ ყველაფერში უნდა მივიღოთ მონაწილეობა, იმისთვის რომ დავფიქსირდეთ როგორც ძალიან სანდო და აქტიური პარტრნიორი.

მარჯანიშვილის თეატრისთვის 2016 წელი ძალიან მნიშვნელოვანი კოპროდუქციების მხრივ იქნება, კოპროდუქციები გვაქვს იტალიელებთაან, პოლინელებთან და აზერბაიჯანელებთან. გარდა ამისა ვმუშაობთ თანამედროვე პიესებზეც. რაც შეეხება თბილისის საერთაშორისო თეატრების ფესტივალს, ის წელს საქართვლოში მერვედ გაიმართება. ფესტივალის სლოგანიარეალობის ნატიფი გრძნობებიდა ის ორი ნაწილისგან შედგება: საერთაშორისო პროგრამისგან და ქართული სპექტაკლების პროგრამისგან , “Georgian Show Case” , რომელმაც უდიდესი პოპულარობა მოიპოვა ბოლო 7 წლის მანძილზე. ამასთან ერთად იზრდება ამ სპექტაკლების გაყიდვის შესაძლებლობები და ქართული თეატრალური კულტურის ევროპაში ინტეგრაციის საშუალებები. ამიტომ ეს ფესტივალი ქვეყნის კულტურული განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

2018 წელი დღევანდელი გადმოსახედიდან.

2018 წლისთვის თუ კოპროდუქციები უფრო ბევრი გვექნა და გაძლიერდა თეატრის საერთაშორისო პროექტები, მე ჩავთვლი რომ ეს იქნება წარმატება. თუ ჩვენ რაც შეიძლება მეტად განვაახლებთ დასს, ეს რა თქმა უნდა იქნება წარმატება თუ ჩვენ გავზრდით ახალგაზრდა რეჟისორებს, ესეც რა თქმა უნდა წარმატების ნაწილი იქნება. მე ასევე ვფიქრობ, რომ 2018 წლისთვის თეატრი ტექნოლოგიუად უნდა განვითარდეს და მას უნდა ჰქონდეს განსხვავებული შესაძლებლობები. თეატრის ტექნილოგიური განვითარება არის ახლა საკითხი ნომერი ერთი. ვიდეოინსტალაციები და პროგრამირება იქნება თეატრის ძალიან მნშვნელოვანი ნაწილი. თბილისის საერთაშორისო თეატრების ფესტივალს რაც შეეხება, ვფიქრობ, რომ ის ერთერთი ცენტრალური უნდა გახდეს აღმოსავლეთ ევროპაში და მას ამისათვის ყველანაირი წინაპირობა გააჩნია. ჩვენ 2015 წელს გვყავდა 83 უცხოელი სტუმარი მარტო ქართულ სპექტაკლებზე და პროგრამაზე, 2018 წელს თუ ეს ციფრი იქნება 283, ეს უკვე დიდი წარმატება იქნება.

მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენები

საქართველოსთვის და კერძოდ მარჯანიშვილის თეატრისთვის ძალიან მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენა 2012 წელს ლონდონში გლობუსის სცენაზე წარმოადგენილი შექსპირის პიესა - “როგორც გენებოთ”:იყო, რომელსაც წილად ძალიან დიდი წარმატება ხვდა. გარდა ამისა საქართველოსთვის დიდი მოვლენა რეგიონული ფესტივალებია. მაგალითად, ელისო ვირსალაძის ფესტივალი თელავში ან რეგიონების თეატრალური ფესტივალი ფოთში, რადგან ჩემი ღრმა რწმენით ქვეყნისთვის საჭიროა დეცენტრალიზაცია. ასევე უდიდესი მოვლენაა ქართული ფილმების კოპროდუქციების შექმნა და მუშაობა მათი ევროპაში და სხვადასხვა ფესტივალებზე გასატანად. ეს სერიოზული საქმეა და ეს ქმნის მომავალს.

რითი შეგვიძლია გავაოცოთ ევროპა

ჩვენ ძალიან მოკლე ვადებში გვიწევს ძალიან დიდი ნახტომების გაკეთება. ცვლილებების გასატარებლად ჩვენ უფრო მოკლე დრო გვაქვს, ვიდრე ქონდა აღმოსავლეთ ევროპას, რომელიც საბჭოთა კავშირის წნეხისგან უფრო ადრე განთავისუფლდა. მართალია ჩვენ დასავლეთისგან ვიწერთ საუკეთესო გამოცდიელბას, მაგრამ ამას ვიყენებთ ძალიან არაორდინალურად და შემოქმედებითად. 

Other interesting stories: