კულტურული და შემოქმედებითი რესურსების მაქსიმალურად გამოყენება (ლია გილარდი)
რუკის შედგენის და სტრატეგიის აგების სახელმძღვანელო შემოქმედებითი ქალაქებისა და რეგიონებისთვის
ეს სახელმძღვანელო ავითარებს თვალსაზრისს, რომ კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრიების სიღრმისეული რუკის შედგენა ის პროცესია, რაც სისტემურად აფასებს თემის კულტურულ დოვლათს ფართო თვალსაზრისით და აღრმავებს ადგილობრივი კულტურული ეკოსისტემის გაგებას. კულტურული რუკის შედგენა აგრეთვე ამოიცნობს თემის იდენტურობის და ადგილის განცდის უფრო ხელშეუხებელ ელემენტებსაც. ამგვარად, ადგილის კულტურული პროფილის ცოდნა შეიძლება სასარგებლო იყოს ცვლილების ადვოკატირებისთვის: მან შეიძლება ინფორმაციით აღჭურვოს პოლიტიკის განვითარების პროცესი, მოიზიდოს დაფინანსება და რესურსები და ადგილობრივი განვითარების საკითხთან ახალი მიდგომების მიღების იარაღად გამოდგეს.