ქართველი ახალგაზრდების ცხრა ბიზნეს-იდეა (TeamLab Georgia 2016)

პრაქტიკული სემინარი ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამამ „კულტურა და კრეატიულობა“ და ასევე კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ გამართეს. სემინარზე სხვადასხვა უნივერსიტეტის 35 ათასმა სტუდენტმა მოიყარა თავი — დიზაინერებმა, ბიზნეს-მენეჯერებმა, ინჟინრებმა და მხატვრებმა.

პრაქტიკული სემინარი ევროკავშირისა და აღმოსავლეთვორქშოფის მსვლელობისას მისი მონაწილეები შეთავაზებული იდეების გარშემო ჯგუფებად დაიყვნენ და ბიზნეს-კონცეფციებს ამუშავებდნენ.

მობილურ აპლიკაცია TimeUP-ს შეუძლია დაგეხმაროთმეგობრებთან შესახვედრად თავისუფალი დროის მოძებმანში. სმარტფონებისთვის შექმნილი და საქმიან ადამიანებზე ორიენტირებული ორგანაიზერი ქართველი სტუდენტების მიერ წარმოდგენილ საუკეთესო ბიზნეს-იდეად ცნეს თბილისში გამართულ ვორქშოფზე  TeamLab Georgia 2016.

მეორე და მესამე საპრიზო ადგილები მიენიჭათ პროექტებს: Hidden Georgia — რომელიც აერთიანებს თემატურ ფესტივალებს, ვორქშოფებსა და ექსკურსიებს საქართველოს მთიან რეგიონებში და მოწოდებულია პოპულარიზაცია გაუწიოს ქვეყანას ტურიზმის კუთხით; და ასევე სკოლამდელი ასაკის, დისლექსიის პრობლემების მქონე ბავშვებისთვის ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან შემეცნებითი სათამაშოების — Toyzi-სდამზადების იდეამ.   

რაით არო: ზოგჯერ უტოპიაც რეალობად იქცევა

ქართველი ახალგაზრდებს სხვა კრეატიული და ყურადსაღები იდეებიც ჰქონდათ. მაგალითად:

  • მობილური აპლიკაცია Parking App, რომელსაც ონლაინ რეჟიმში შეუძლია, მძღოლს თავისუფალი ადგილი აპოვნინოს პარკირების ადგილზე;

  • ვებპლატფორმა ვოლონტიორებისთვის

  • Actonema — ქართული კინოს პირველი მასშტაბური ვებპორტალი ფილმების, მსახიობების, ინტერვიუებისა და რეცენზიების ბაზით;

  • ეთნოკარაოკეს პროგრამა, რომელიც სკოლის მოსწავლეებს დაეხმარება ინტერაქტიულ რეჟიმში აითვისონ სხვადასხვა ქვეყნის მუსიკა და კულტურა;

  • ვებპლატფორმა  Accoustic Gallery, რომელიც ქართველი მხატვრებისა და ელექტრონული მუსიკის კომპოზიტორების შემოქმედებას აერთიანებს;

  • ჩანაფიქრი, რომლის სახელწოდებაცაა  HeyU — ის გზებზე მძღოლების ემოციებს ასახავს და ავტორთა აზრით, შეუძლია აამაღლოს საავტომობილო მოძრაობის კულტურა საქართველოში.  

ვორქშოფზე გაჟღერდა ისეთი იდეებიც, რომლებსაც მხარდამჭერები არ გამოუჩნდნენ. მაგალითად, ასეთი იყო ფიზიკის ფაკულტეტის სტუდენტის, გიორგი მეშველიანის იდეა, რომელმაც საქართველოს მაღალმთიანი კურორტების ჰაერის ბალონებით გაყიდვის წინადადება წამოაყენა.

„ეს იდეა ბახმაროში დასვენების დროს დამებადა. იქ კლიმატიცა და ჰაერიც უნიკალურია და მაშ, რატომ არ უნდა ჩამოვიტანოთ ის თბილისში ან სხვა ქალაქებში? რა თქმა უნდა, მაშინვე გიჟად შემრაცხეს, აქაოდა, ჰაერის გაყიდვას აპირებო?! საქართველოში ჯერ არავინ დაინტერესებულა ამ პროექტით, მაგრამ ამ წინადადებით მე ჩინეთის ბაზარზე ვაპირებ გასვლას“.

სტუდენტებმა ასევე წარმოადგინეს ქართული საათების ინდუსტრიის განვითარების, ქართული კალიგრაფიის მუზეუმის შექმნის, სახლის ინტერიერის პანელ-ტრანსფორმერების დამზადების პროექტები, წამოაყენეს ფასდაკლებებისა და გასართობი ღონისძიებების ვებგვერდების ჩაშვების წინადადება მონაცემთა პერსონალიზაციით, ონლაინ-პლატფორმის შექმნის იდეა უცხოეთში სასწავლებლად სტუდენტური გრანტების ბაზით, სასკოლო დავალებების დასაგეგმად ონლაინაპლიკაციების შექმნა და ბევრი სხვა.

როგორც საღამოს მოდერატორმა, ესტონელმა სერიულმა მეწარმემ რაით არომ (Rait Arro) აღნიშნა, ნებისმიერი, ერთი შეხედვით, ყველაზე გიჟური იდეაც კი შესაძლოა წარმატების მომტანი აღმოჩნდეს:  

„ზოგი იდეა შესაძლოა უტოპიურად ჟღერდეს, მაგრამ ხანდახან უტოპიაც შეიძლება იქცეს რეალობად. ერთი სიტყვით,  გააკეთე რაც გინდა, მაგრამ გააკეთე ახლა!“.

გსურთ იყოთ უბრალოდ სარგებლის მომტანი თუ გსურთ შეცვალოთ სამყარო?

პროექტის მონაწილეთა წინაშე შთამბეჭდავი ისტორიით წარსდგა რეკლამის უსადენო ქსელისთ, WiFisher.com-ით გავრცელების სერვისის გენერალური მენეჯერი გიორგი დავით ხოსროშვილი.

„უნდა ხვდებოდეთ პერსონალურ მოტივაციას: რატომ გინდათ გააკეთოთ ეს, რა გაიძულებთ მოქმედებას და რატომ ხართ მზად, მომდევნო ხუთი, ათი წელი თუ მთელი ცხოვრება მოცემულ საქმეს მიუძღვნათ. გააანალიზეთ საკუთარი თავი: გსურთ იყოთ უბრალოდ სარგებლის მომტანი თუ გსურთ შეცვალოთ სამყარო“.

ვორქშოფ TeamLab სემინარის-ის მთავარი იდეა ქართველი ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა სფეროს კოლეგებთან კრეატიულ თანამშრომლობაში უნიკალური გამოცდილების  მიცემაში მდგომარეობდა, აღნიშნა ევროპის კომისიის ექსპერტმა კრეატიული შემოქმედებითი ინდუსტრიის საკითხებში რაგნარ სიილმა (Ragnar Siil).

„ეს ერთგვარი გზავნილია თქვენი უნივერსიტეტებისა და სახელმწიფოსთვის, რომ მსგავსი პირისპირი და კრეატიული შემოქმედებითი თანამშრომლობა ბიზნესის, ხელოვნებისა და დიზაინის ფაკულტეტების სტუდენტებს შორის — ნორმალური პრაქტიკაა და რომ მას შეუძლია მიგვიყვანოს უნიკალურ, სასარგებლო და წარმატებულ პროდუქტამდე“. 

სემინარ TeamLab-ის ყველა მონაწილეს სერტიფიკატი გადაეცა. ხოლო კრეატიულ თანამშრომლობაში საუკეთესო გუნდს პრიზის სახით ევროკავშირის ერთ-ერთ ქვეყანაში სასწავლო მოგზაურობით დაჯილდოვდა, რომელიც 2017 წლის გაზაფხულზე შედგება.

Other interesting stories: