გაიცანით შემოქმედებითი ქალაქების და რეგიონების ინიციატივის გამარჯვებულები

ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამამ წამოიწო ახალი პროექტი რომელიც დაეხმარება მცირე და საშუალო ზომის ქალაქებს და რეგინებს მათი შემოქმედებითი პოტემციალის გაუმჯობესებაში

6-მა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყანამ წარმოადგინა 84 განაცხადი. ქვემოთ მოყვანილია კრეატიული ქალაქებისა და რეგიონების ინიციატივებისთვის შერჩეული ქალაქები და რეგიონები:

სომხეთი - სისიანი (ქალაქი)

აზერბაიჯანი - შამკირი (რეგიონი)

ბელორუსი - სვეტლოგორსკი (ქალაქი)

საქართველო - მცხეთა-მთიანეთი (რეგიონი)

მოლდავეთი ორჰეი (ქალაქი)

უკრაინა - კოსივი (ქალაქი)

ზემოაღნიშნული ქალაქები და რეგიონები გახდება თანამედროვე მეთოდოლოგიის გამოყენებით

აღნიშნული ქალაქები გახდება თანამედროვე მეთოდოლოგიის საფუძველზე კვალიფიცირებული ექსპერტების მიერ დაგეგმვითი სამუშაოების ჩატარების ობიექტები. მონაწილე ქალაქებსა და რეგიონებს საშუალება მიეცემათ ქალაქების/რეგიონების და თემის წარმომადგენლების შესაძლებლობათა გაძლიერება. ამასთან, მათ შესაძლებლობა მიეცემათ იმუშავონ კვალიფიციურ ექსპერტებთან და დაუმეგობრდნენ თავიანთ თანასწორებს აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროპის სხვა ქვეყნებში.

შემოქმედებითი ქალაქებისა და რეგიონების ინიციატივების მიზანს წარმოადგენს კულტურულ და შემოქმედებით სექტორში პოტენციურად დაინტერესებული პირების ცნობიერების ამაღლება, ადგილობრივი კულტურული და შემოქმედებითი რესურსების შესახებ მონაცემების შეგროვება და კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრიის პოტენციალის განვითარების სპეციფიკური სამოქმედო გეგმების წარმოდგენა, მათ შორის, ადგილობრივი კულტურული ლანდშაფტის განვითარება, ადგილობრივ ბიზნესთან კლასტერების ჩამოყალიბება, ტურიზმის სექტორის ხარისხის გაუმჯობესება და სხვა ქვეყნების მსგავს ქალაქებთან და რეგიონებთან მჭიდრო ურთიერთობების ჩამოყალიბება.

ჩვენ ვულოცავთ ქალაქებსა და რეგიონებს შერჩევას და ვუსურვებთ წარმატებულ მონაწილეობას ინიციატივაში და შედეგად კი მათი შემოქმედებითი პოტენციალის გაზრდას.

ქვემოთ თქვენ იხილავთ ინფორმაციას შერჩეული ქალაქებისა თუ რეგიონების შესაძლებლობებისა და სირთულეების შესახებ.

სომხეთი - სისიანი (ქალაქი)

სიუნიკის პროვინციის ქალაქი სისიანი (რომელიც მდებარეობს სამხრეთ სომხეთში ერევნიდან 217 კმ-ში) დასახლებულია 15000 ადამიანით, მის მიმდებარე 35 მოსაზღვრე სოფელი კი 30 000 ადამიანით. აღნიშნულ ქალაქს ჩვენი ინიციატივების განხორციელება დამატებით ღირებულებას შესძენს რუქების შედგენისა და შესაბამისად არსებული რესურსების გამოყენების თვალსაზრისით. რეგიონულ დონეზე კავშირების დამყარება მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ქალაქის შემოქმედებითი პოტენციალისა და პარტნიორობის შესაძლებლობების განვითარებაზე. ქალაქის სიახლოვეს წარმოდგენილია ეროვნული საგანძური: უხტაზარის პეტროგლიფები და ზორატის კარიერი.

მაგისტრალი, რომელიც სომხეთს აკავშირებს ირანთან გადის მოცემული ქალაქიდან ახლოს (7 კმ-ში). ქალაქსა და მის შემოგარენში წარმოდგენილია ლამაზი ბუნება და საფეხმავლო ბილიკები, რომლებსაც მივყავართ მონასტრებში, ეკლესიებსა და მდინარეებთან მთებში. შაკის ჩანჩქერი ერთ-ერთი ბუნებრივი სილამაზეა რეგიონში, რომელიც ქალაქ სისიანიდან 6 კმ-შია განლაგებული. აქ განლაგებულია ხელოვნების ადგილობრივი სკოლა და ეროვნული ხელოვნების გალერეის სისიანის ფილიალი, ასევე სისიანის ისტორიის მუზეუმი. სისიანის კერამიკა, რომელიც კერძო ბიზნესს წარმოდგენს და მუშაობს რეგიონის კერამიკული პრაქტიკის შენარჩუნებაზე, მდებარეობს ამ ქალაქში. ქალაქში ყოველწლიურად ტარდება ორი ფესტივალი: პურისა და ჟოლოს ფესტივალი.

აზერბაიჯანი - შამკირი (რეგიონი)

შამკირის რეგიონი (210.000 მოსახლეობით და ეპონიმური დედაქალაქით 42 000 მოსახლით) შეირჩა სხვადასხვა მიზეზით. აქ წარმოდგენილია სხვადასხვა ხილული თუ „უხილავი“ აქტივები კულტურული განვითარებისთვის, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას მაგალითად იმისა, თუ როგორ შეიძლება ამ აქტივების გაცოცხლება. აღსანიშნავია, რომ  რეგიონი მდიდარია არამხოლოდ კულტურული მემკვიდრეობის ისტორიით - დაწყებული ჩ.წ.-მდე მე-5 საუკუნის აქემენდის პერიოდის ჯადოსნური სასახლის ნარჩენებიდან, ადრეული მე-19 საუკუნის გერმანული დასახლებისა და აშიკის ისტორიის გადმოცემის/პოეზიის/მუსიკის ტრადიციის არამატერიალური მემკვიდრეობით დამთავრებული, არამედ ასევე ინტელექტუალური რესურსების (თანამედროვე საგანმანათლებლო შესაძლებლობების, ჭადრაკისა და გონებრივი თამაშებისადმი ინტერესის გაღვივება) დინამიური განვითარებით.

დადებითი ტენდენცია შეინიშნება რეგიონის მართვის განვითარების თვალსაზრისით. კულტურულ სფეროში უნდა გაძლიერდეს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობისადმი მისწრაფება, რაც შეძლებისდაგვარად სწრაფად უნდა განხორციელდეს, მანამ სანამ არსებობს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი განვითარების სურვილი.

ბელორუსია – სვეტლოგორსკი (ქალაქი)

სვეტლოგორსკი მდებარეობს გომელის რეგიონში (მინსკიდან 220 კმ დაშორებით). ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 69000. ქალაქს გააჩნია ნათელი წარმოდგენა, თუ რას მიიღებს ის ჩვენი ინიციატივიდან. ადგილობრივ დონეზე შესაბამისი დაინტერესებული პირები აქტიურად ჩაერთვებიან რუქების შედგენის/დაგეგმარების პროცესში, მათ შორის, ადგილობრივი ხელისუფლებისა და მედიის წარმომადგენლები.

90 -იანი წლებიდან ქალაქი სერიოზული სოციალური პრობლემების წინაშე დგას (მათ შორის, აივ-ის გავრცელებასა და ნარკოტიკების მოხმარებაში). ქალაქი ცდილობს აღნიშნული იმიჯის შეცვლას, რაც ასოცირდება ახალგაზრდობასა და შემოქმედებასთან. წარმატებული პროექტის მაგალითი იყო ადგილობრივი ინიციატივა „სვეტლოგორსკი. ადგილობრივი. ჩვენი“ და მისი ინტეგრაცია სხვადასხვა საჯარო სივრცეში. ქალაქში ხორციელდება ასევე წარწერების ინიციატივები, სხვადასხვა აქტივობები საჯარო სივრცეში, ავტობუსის გაჩერებებზე. ქალაქში ხორციელდება ასევე ინიციატივები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ინტეგრაციისათვის.

საქართველო - მცხეთა-თიანეთი  (რეგიონი)

მცხეთა-მთიანეთი მდებარეობს საქართველოს აღმოსავლეთ რეგიონში, რომელიც დასახლებულია 94370 ადამიანით და გადაჭიმულია 6786 კმ2. რეგიონის დედაქალაქი - მცხეთა, რომელიც ატარებს ქალაქ მუზეუმის სახელს (დაარსებულია ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-5 საუკუნეში), მისი ისტორიული მნიშვნელობის და სხვადასხვა კულტურული ძეგლების გამო, 1994 წელს გახდა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი. სხვადასხვა სახელგანთქმულ ისტორიულ ძეგლებს შორის აღსნიშნავია ჯვრის მონასტერი (მე-6 საუკუნე) და სვეტიცხოველის ტაძარი (მე-11 საუკუნე). მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მდებარე მეორე ქალაქია დუშეთი, რომელიც წამოადგენს COMUS-ის პარტნიორ ქვეყანას საქართველოში.

მცხეთა-მთიანეთის მთავარი მაგისტრალი - საქართველოს სამხედრო გზა - კვეთს კავკასიის ქედს და თბილისს აკავშირებს გუდაურის სათხილამურო კურორტთან, ერთ-ერთ ყველაზე განთქმულ სამთო-სათხილამურო კურორთან - ყაზბეგის მთებში (5050 მ) და სხვადასხვა არქეოლოგიურ ძეგლებთან და რომელიც წარმოადგენს საქართველოს ერთ-ერთ ტურისტულ სანახაობას. რეგიონი მასპინძლობს მრავალრიცხოვან საზოგადოებრივ და კერძო კულტურულ საწარმოს, როგორიცაა გამოყენებითი ხელოვნების სკოლა და გალერია, ფოტო/ფილმების სტუდია-სკოლა, 20 ფოლკლორული ანსამბლი და სხვა.

რეგიონის თვითმართველობამ ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს 30 სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან, რომლებიც მზად არიან ხელი შეუწყონ ინიციატივების განხორციელებს. აღსანიშნავია, რომ მცხეთა-მთიანეთი ამჟამად წარმოდგენს საქართველოს ერთ-ერთ რეგიონს, რომელიც ისწრაფვის გახდეს გაეროს 2030 წლის დღისწესრიგის წარმატებული მაგალითი მდგარდი განვითარების პოლიტიკის განხორციელებაში.

მოლდავეთი - ორჰეი (ქალაქი)  

ორჰეი საშუალო ზომის ქალაქია, რომელიც მოლდავეთის რესპუბლიკის ცენტრში მდებარეობს,  ქვეყნის დედაქალაქიდან - კიშინიოვიდან  45 კილომეტრის მოშორებით ჩრდილოეთისკენ. იგი მდებარეობს კიშინოვ-ბალტის მაგისტრალთან ახლოს, მდინარე რაუტზე.  ქალაქი 1402 ჰექტარს იკავებს. იგი ორჰეის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრია, და მისი მოსახლეობა 36,000 ადამიანს შეადგენს.

ორჰეი მდიდარია კულტურული მემკვიდრეობით და თვალწარმტაცი ლანდშაფტებით.  ორჰეიში 63 ისტორიული მონუმენტი, კულტურის სახლი, 7 ბიბლიოთეკა, ორი ხელოვნების სკოლა, ეთნოგრაფიული მუზეუმი და ბავშვთა კრეატიული ცენტრია წარმოდგენილი. ქალაქში ხელოვნების მოყვარულთა 9 ჯგუფი არსებობს, და ისინი ძირითადად ტრადიციული ხელოვნებისა და რეწვის სფეროში მოღვაწეობენ.  

ქალაქი თავიდან მდებარეობდა ტერიტორიაზე, რომელიც ძველი ორჰეის სახელითაა ცნობილი, რომელიც ამჟამინდელი ორჰეიდან 18 კილომეტრის მოშორებით მდებარეობდა სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ, კერძოდ კი განლაგებული იყო სოფელ ტრებუჯენსა და ბუტუჩენს შორის.  მოცემულ ტერიტორიაზე წარმოდგენილია ბუნებრივი და არქეოლოგიური მონუმენტები, რაც უფრო მეტ ღირებულებას სძენს კრეატიული ქალაქებისა და რეგიონების ინიციატივას, განსაკუთრებით ტურისტული და გასართობი თვალსაზრისით.  

უკრაინა - კოსივი (ქალაქი)   

კოსივი თვალწარმტაცი ქალაქია, რომელიც ჰუცულშჩინაში - კარპატიის მაღალმთიან რეგიონში მდებარეობს, რომელიც ცნობილია თავისი ნაკადულებითა და სუფთა ჰაერით. ქალაქი ადრე გამაჯანსაღებელი კურორტის სახით იყო ცნობილი, და იგი ამჟამად ივანო-ფრანკოვსკის რეგიონის ადმინისტრაციულ ცენტრს წარმოადგენს. კოსივის და მის შემოგარენში მდებარე სოფლების მოსახლეობა 15 000 ადამიანზე მეტს შეადგენს. ქალაქი მდინარის მახლობლად, ჭალაში მდებარეობს, და იგი ცნობილია ჰუცულების ტრადიციული რეწვით. კოსივში ეს ნაწარმი  ცნობილ ბაზრობაზე იყიდება, და რეწვის ეს ნიმუშები ახლომდებარე სოფლებსა და კოსივის დეკორატიული და გამოყენებითი ხელოვნების ინსტიტუტში მზადდება, რომელიც უაღრესად პოპულარულია მთელს ქვეყანაში და ბევრ სტუდენტს იზიდავს. ინსტიტუტს ასევე აქვს პატარა მუზეუმი, მაგრამ ჰუცულების ხელოვნების ნიმუშების უფრო ფართო კოლექცია ჰუცულების ფოლკლორისა და  ყოფის  მუზეუმშია წარმოდგენილი.   

კოსივი ცნობილია ხელოვანებით, რომლებიც არა მხოლოდ ლამაზ ნივთებს ქმნიან, არამედ ასევე ქარგვის, კერამიკის, ქსოვის, ჭედურობის, ხის წარმოების, რთვისა და შალის დამზადების ტრადიციები შენარჩუნებას უწყობენ ხელს. კოსივში მდებარეობდა ხალხური რეწვის ქარხანა, მაგრამ ამჟამად იგი მიტოვებულია. კოსივის მახლობლად მდებარეობს რამდენიმე შემოქმედებითი ცენტრი, რომლებიც საგანმანათლებლო და სხვა ღონისძიებების ორგანიზების მიზნით გამოიყენება, და ეს ცენტრები ცნობილია შემდეგი სახელით:  Khata Maysternyaand Didova Hatchyna.

Other interesting stories: