როგორ შევადგინოთ ძლიერი აპლიკაცია შემოქმედებითი ევროპის პროგრამისთვის?

გიწვევთ შემოქმედებითი ევროპის პროგრამის ინდივიდუალურ საკონსულტაციო სესიებზე

ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამა „კულტურა და კრეატიულობა“ ატარებს ინდივიდუალურ საკონსულტაციო სესიებს უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში, იმ კულტურის ოპერატორებისთვის, რომლებიც ამზადებენ პროექტებს შემოქმედებითი ევროპის პროგრამისთვის.

თარიღი: 2016 წლის 17 ივნისი

ადგილმდებარეობა: თბილისი 

კონსულტაციებს გაუძღვება ქალბატონი იველინ კარუ-ვესკიოა, ესტონეთში შემოქმედებითი ევროპის ოფისის ხელმძღვანელი და შემოქმედებითი ევროპის მიერ დაფინანსებული პროექტების გამოცდილი კონსულტანტი. მას დაეხმარება ბატონი ტარლან რასულოვი, აზერბაიჯანის კრეატიული ინიციატივების ცენტრის მხატვრული დირექტორი.

საკონსულტაციო სესიები ორგანიზებულია ისე, რომ ზუსტად ერგება მონაწილე ორგანიზეციების საჭიროებებს. დაფარული თემები მოიცავს ყველა იმ საჭირო და მნიშვნელოვან ასპექტებს, რომლებიც დაკავშირებულია შემოქმედებითი ევროპის პროექტების მომზადებასთან და განხორციელებასთან. განხილული იქნება ისეთი თემები, როგორიცაა პარტნიორების შესაბამისობა, ძლიერი თანამშრომლობის შექმნა, პროექტის აქტივობების დიზაინი და სამუშაო პაკეტები, პროექტის ფინანსური დაგეგმვა და მენეჯმენტი, პროექტების შეტანა და ადმინისტრირება და ა.შ.

იმისათვის რომ დარეგისტრირდეთ სესიაზე, საჭიროა გააგზავნოთ ელექტრონული მეილი შემდეგ მისამართზე georgia@culturepartnership.eu 2016 წლის 5 ივნისამდე. გამომიდინარე იქიდან, რომ სესიების რაოდენობა შეზღუდულია, გთხოვთ გამოაგზავნოთ ქვემოთ ჩამოთვლილი ინფორმაცია ინგლისურ ენაზე:

  • ორგანიზაციის პროფილი, ძველი აქტივობების და საერთაშორისო პროექტების გამოცდილების ჩათვლით (მაქსიმუმ 3 გვერდი);

  • პროექტის განაცხადის აღწერა, პროექტის მიზნების და შედეგების, დაგეგმილი აქტივობების, პარტნიორების აღწერის და სავარაუდო ბიუჯეტის ჩათვლით (მაქსიმუმ 3 გვერდი);

  • მიუთითეთ იმ კითხვების ჩამონათვალი, რასაც კონსულტანტებმა უნდა გასცენ პასუხები;

შერჩეული ოგანიზაციების გამოცხადება მოხდება არა უგვიანეს 8 ივნისისა.

საკონსულტაციო სესიები არის უფასო და უზრუნველყოფილი იქნება თარგმანით.

საკონტაქტო დეტალები:

გიორგი რაზმაძე 

პროგრამის კოორდინატორი საქართველოში

***

How to develop a strong project application for Creative Europe Programme?

INVITATION TO INDIVIDUAL CONSULTATION SESSION FOR CREATIVE EUROPE PROGRAMME 

European Union-Eastern Partnership Culture and Creativity Programme is organising individual consultation sessions for those cultural operators in Ukraine/Moldova/Georgia who are preparing projects for the Creative Europe Programme. 

Date: June 17, 2016

Venue: Tbilisi 

The consultations will be conducted by Ms. Yvelin Karu-Veskioja, the Head of Creative Europe Desk in Estonia and experienced consultant for Creative Europe funded projects. She will be aided by Mr. Tarlan Rasulov, the Artistic Director of Centre for Creative Initiatives in Azerbaijan.

Consultation sessions are tailor-made to fit the needs of participating organisations. The themes will cover all necessary aspects related to preparation and implementation of Creative Europe projects, including eligibility of partners, building a strong partnership, designing project activities and work packages, financial planning and management of projects, submitting and administrating projects, etc.  

To apply for the session, please send an email to georgia@culturepartnership.eu by June 5, 2016. Since the number of consultation sessions will be limited, please submit the following information in English:

  • Organisation’s profile, including list of previous activities and experience in international projects (maximum 3 pages);

  • Description of project proposal, including project objectives and outcomes, planned activities, description of partners, approximate budget (maximum 3 pages);

  • Indicative list of questions for consultants.

 The list of organisations selected for the consultation sessions will be announced at latest by June 8. 

The consultation sessions are free of charge. Translation to local language is provided. 

Contact details:

Giorgi Razmadze, Country Coordinator 

Other interesting stories: