როგორ ვაქციოთ ძველი შენობები კულტურის სივრცეებად – მიიღეთ სახელმძღვანელო თქვენს ენაზე
ევროკავშირისა და აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების პროგრამამ „კულტურა და კრეატიულობა“ დიზაინის სახელმძღვანელო თარგმნა ექვს რეგიონულ ენაზე (ქართული, სომხური, აზერბაიჯანული, ბელარუსული, რუმინული და უკრაინული). თქვენ ძალიან მალე შეგეძლებათ, ჩამოტვირთოთ იგი ჩვენი ვებსაიტიდან ან სთხოვოთ წიგნის ეგზემპლარი ჩვენს კოორდინატორს.
გთავაზობთ სახელმძღვანელოში განხილულ ხუთ წარმატებულ შემთხვევას, რომელთა მაგალითი შეიძლება თქვენს რეგიონშიც გამოიყენოთ.
ბიზნესმოდელი
არტ-ფაბრიკამ ლოძში თავისი პროექტისთვის აირჩია კერძო-საჯარო პარტნიორობის ფორმა – ეს იყო ორ არასამთავრობო ორგანიზაციასა და ლოზის მუნიციპალიტეტს შორის დადებული ხელშეკრულების პირობებით მუშაობა. მათ თვითმმართველობის პრინციპები არაკულტურული სექტორიდან გადმოიღეს: გამოიყენეს მეწარმეობის განსავითარებლად განკუთვნილი დაფინანსება ევროკავშირისგან. ეს კულტურის დაწესებულებისთვის ბიზნესმოდელის შექმნის უნიკალური მაგალითია. არტ-ფაბრიკა გახდა საგრანტო მოდელის ეკონომიკური მოგების მწარმოებელ ორგანიზაციად გადაქცევის წარმატებული მცდელობა.
ახალი სიცოცხლე
ბერლინელი აქტივისტები უფაფაბრიკის კულტურის ცენტრად გადაქცევის ძნელი გამოწვევის წინაშე იდგნენ. პრობლემა ის გახლდათ, რომ UFA ის კინოკომპანია იყო, სადაც ნაცისტური პროპაგანდა იქმნებოდა. კულტურის ცენტრის შექმნას აძნელებდა ის, რომ იმ ისტორიული პერიოდის ბევრ შენობას უბრალოდ ანგრევდნენ. აქტივისტებმა შენობა თვითნებური შესახლების გზით გადაარჩინეს და ჩაატარეს „UFA-ს ძველი მოჩვენებების განდევნის“ რიტუალი – ასე შეეცადნენ, ამ ადგილისთვის ახალი სიცოცხლე შთაებერათ. მათმა საქციელმა ცენტრი გადააჩინა, ის ახლა კულტურული ღონისძიებებისთვის განკუთვნილი, 18 566 კვადრატული მეტრის ფართობის სივრცეა.
უნიკალური ადგილმდებარეობა
კულტურული სივრცე, სახელად A38, გემია. მას ბუდაპეშტის ცენტრში დუნაიზე აქვს ღუზა ჩაშვებული. პროექტის ავტორებს სჯერათ, რომ ამ ადგილის უნიკალურობას დიდი უპირატესობა ახლავს. როცა ხომალდს მდინარის ჩქერი არწევს, მასზე შეკრებილ პუბლიკას წარმოსახვა უღვივდება და თავგადასავლების სურნელს შეიგრძნობს. არქიტექტურებმა ამ კულტურის სივრცის დიზაინზე სამი წელი იმუშავეს. ორგანიზატორებს ის ბევრ დროდ და ფულად დაუჯდათ. დღესდეობით აქ ხუთი ბარი, ორი სახურავის ტერასა და 700-კაციანი საკონცერტო დარბაზი ფუნქციონირებს.
გზად
მატარებლის სადგური სტანიცა ჟილინა-ზარეჩიე უჩვეულო განლაგების კიდევ ერთი მაგალითია. შენობის იაფად ქირაობას ორწლიანი მოლაპარაკებები დასჭირდა. თავდაპირველად აქტივისტებმა მხოლოდ ერთი ოთახის განახლება მოახერხეს, თუმცა მოგვიანებით დადეს ხელშეკრულება, რომლის პირობითაც მომდევნო 30 წლის განმავლობაში აქვთ ამ შენობაზე მუშაობის უფლება. ამით მოგებული რჩებიან არა მხოლოდ კულტურის ცენტრის სტუმრები, არამედ ის ადამიანებიც, ვინც ყოველდღე სარგებლობს სადგურით და აქ უსაფრთხოება და სისუფთავე ხვდება.
შეცდომები და მეორე შანსი
ოდესღაც კულტურისა და ხელოვნების ცენტრი OZU ერთი იტალიური ქარხანა იყო. თავიდან მის შენობაში ბეჭდვის საამქროს ედო ბინა, შემდეგ ტკბილეულის ფაბრიკად გადაიქცა; მაგრამ, შენობის დაგეგმარებისას დაშვებული შეცდომების გამო, ის ინდუსტრიული მოხმარებისთვის გამოუსადეგარი გახდა. აქტივისტებმა, რომლებმაც აქ კულტურული ცენტრის დაარსება გადაწყვიტეს, აღდგენისას კიდევ მეტი დეფექტი აღმოაჩინეს. საჭირო იყო აქურობის გაწმენდა 18 ტონა კამფეტისგან და რამის მოხერხება ყალბი მილგაყვანილობისა და ფანჯრებისთვის, რომლებიც არ იკეტებოდა. დღეს აქ სახელოვნებო და კულტურული ინოვაციების ცენტრია.