გაეცანით აღდგენის 30 საუკეთესო პრაქტიკას აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების ენებზე
წიგნში განხილულია 30 კულტურული სივრცე, მეტწილად ევროპაში განლაგებული, როგორც ურბანული აღდგენისა და სამოქალაქო და კულტურული აქტივიზმის მაგალითები.
სახელმძღვანელოს ავტორმა პეტერ ლენიმ კვლევა დაიწყო ბუდაპეშტიდან 2011 წელს და მას მერე სხვადასხვა კულტურული ადგილიდან 123 ამბავი შეკრიბა. მათში მოთხრობილია აღდგენითი სამუშაოების სიძნელეებზე და იმ სარგებელზე, რომელსაც ამგვარი ადგილები საზოგადოებას სთავაზობს. სახელმძღვანელო შედგება ინტერვიუებისგან, სურათებისა და დიაგრამებისგან, რომლებიც გამოადგება როგორც არქიტეტორებს, ასევე სხვა პროფესიონალებსაც.
წიგნის ფორმა მკაფიო და გასაგებია, ავტორი კი მკითხველს აძლევს შესაძლებლობას, სახელმძღვანელოს შესახებ საკუთარი თვალსაზრისი ჩამოუყალიბდეთ. როგორც პეტერი წინათქმაში წერს, „ინფორმაცია მწირია, დაუმუშავებელიც კი, დაცლილია ყველანაირი მაღალფარდოვნებისგან. გამოხატვის საშუალება ზოგჯერ სურათია, ზოგჯერ – ტექსტი. ვცადე, სამყარო ისეთი გადმომეცა, როგორიც დავინახე: სტილიზების გარეშე და რაც შეიძლება ნაკლები ჩემეული კომენტარით – რათა არ შემეზღუდა შესაძლო ინტერპრეტაციებისა და გამოყენების დიაპაზონი“.
სახელმძღვანელოში ნახავთ მაგალითებს, რომლებიც ერთმნეთისგან განსხვავდება დაფინანსების ხერხებით, ღირებულებით, ხანგრძლივობით და ადგილმდებარეობით. მაგალითად, ლოძში მდებარე ხელოვნების ფაბრიკამ ბიზნესმოდელის აგების მისეული გამოცდილება გაგვიზიარა. ამ პროექტის ავტორებმა ეკონომიკური და ადმინისტრატორული პრინციპები არაკულტურული სექტორიდან გადმოიტანეს. ისინი მიზნად ისახავდნენ ეკონომიკური და სოციალური ღირებულების შექმნას და „გრანტის მიღების“ მოდელის თავიდან არიდებას. აქ ასევე წააწყდებით კულტურის ცენტრების შესაქმნელად უნიკალური ადგილების გამოყენების ბევრ მაგალითს. ვთქვათ, ამბავს სლოვაკური მატარებლის სადგურისა, რომელიც კულტურის სივრცედ იქცა და სადგურის მოვალეობასაც ისევ ასრულებს, ან ბუდაპეშტში გემზე მოწყობილი მუსიკალური დარბაზის ამბავს.
თქვენ შეგიძლიათ, ჩამოტვირთოთ დიზაინის სახელმძღვანელო კულტურის ცენტრებისთვის ჩვენი ვებსაიტიდან ან სთხოვოთ წიგნის ეგზემპლარი ჩვენს კოორდინატორს.