
ევროპელმა ექსპერტებმა კრეატიული საქართველოს განვითარების მთავარი ეტაპები განსაზღვრეს
„კრეატიული ინდუსტრიის წარმომადგენლებსა და სახელმწიფოს შორის დიდი ბზარი არსებობს და ამ ღიობში შუამავლების უკმარისობა იგრძნობა, რომლებიც კულტურული ინიციატივების ინტერესების წარმოდგენას შეძლებდნენ“.
მილანის უნივერსიტეტის კულტურული ეკონომიკის პროფესორი პიერ ლუიჯი საკო (Pier Luigi Sacco) დარწმუნებულია, რომ კულტურული ინდუსტრიის განვითარებისთვის აუცილებელია პროცესში სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობა:
„ზოგი ქვეყანა, უფრო სწორად, ზოგი ქალაქი ეს-ესაა უერთდება კულტურული ეკონომიკის განვითარების პროცესს“.
გარდა ამისა, მან ასევე გაამახვილა ყურადღება კულტურის შესანარჩუნებლად საავტორო უფლებების დაცვის საკითხზეც.
კრეატიული ინდუსტრიები რეგიონებს ინვესტიციებისთვისა და კვალიფიციური კადრებისთვის მიმზიდველს ხდის, მიაჩნია უოლტერ ზამპიერის და იქვე ინოვაციების როლს უსვამს ხაზს.
„დგას რა მოწინავე პოზიციებზე, კრეატიული ინდუსტრიები პროდუქტის პროტოტიპს ამუშავებენ, ხოლო მათი ინოვაციურობა სექტორისთვის გადამწყვეტი ფაქტორი ხდება“.
მიუხედავად მაღალი ეკონომიკური კრიზისისა, კრეატიული ინდუსტრიის სექტორში დასაქმება კვლავაც იზრდება, ხაზი გაუსვა ზამპიერიმ:
„კულტურა და შემოქმედებითი დარგები ევროპის კავშირის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 4,2 и 4,4%-ს და სამუშაო ადგილების დაახლოებით 2,3%-ს შეადგენს. ეს ის სექტორია, რომელიც კრიზისის პირობებში, არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც წარმოაჩენს მდგრადობას“.
„მილიონობით ადამიანის ცხოვრების რეფორმირებისას მნიშვნელოვანია კულტურის უნიკალურობისა და სუვერენიტეტის შენარჩუნება“, — უკრაინის კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე სვეტლანა ფომენკო.
-
„რესურსებს ზღვარი აქვს, კრეატიულობა კი უსაზღვროა“, — ბელარუსის კულტურის სამინისტროს საერთაშორისო კავშირების განყოფილების ხელმძღვანელი ვიქტორია რატობილსკაია.
-
„პოლიტიკა უნდა აერთიანებდეს კულტურას, მეცნიერებას, ეკონომიკასა და ბიზნესს, რათა უკეთეს შედეგებს მივაღწიოთ“, — საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე.
-
„თუ კულტურას დავკარგავთ, მაშინ საერთოდ რისთვის უნდა ვიბრძოლოთ, რა უნდა დავიცვათ?“ — უინსტონ ჩერჩილის ეს გამონათქვამი ფორუმზე საქართველოს კულტურის მინისტრმა გააჟღერა.
-
„კულტურა ერს სახეს უნარჩუნებს“, — სომხეთის კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე ნერსერ ტერ-ვარდანიანი.
-
„კულტურა ეკონომიკის წარმატებულ სექტორად შეიძლება ვაქციოთ“, — მოლდოვის კულტურის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი.
-
„ნუ გეშინიათ შექმნისა! უბრალოდ, გააკეთეთ ეს!“ — უკრაინაში ბრიტანული საბჭოს დირექტორი საიმონ უილიამსი.
-
„მხოლოდ სოციალურ ორგანიზაციას შეუძლია გაზარდოს საზოგადოების ინფორმირებულობა კრეატიული ეკონომიკის სფეროში და მის შესაძლებლობებში“, — ექსპერტი კრეატიული ეკონომიკის დარგში ლუჩიანო გლორი.
-
„დღეს პროფესიონალებს სჭირდებათ უფრო მოქნილი სივრცეები, რომელთა შეთავაზებაც კრეატიულ ეკონომიკას შეუძლია“, — ევროკავშირის წამყვანი სპეციალისტი კრეატიულ ეკონომიკაში კრისტინა ფარინა.
-
„უფულოდ ყველაფერი არაფერია, თუმცა ფული სულაც არ არის მთავარი კრეატიულ ეკონომიკაში“, — ექსპერტი ევროკაშირიდან ბარბარა ჰესლერი.
ჩვეულებრივი რძის ფერმა შესაძლებელია იქცეს ადგილად, სადაც კრეატიულობა ყვავის. ევროკავშირის ერთ-ერთ ფერმაში გადაწყვიტეს შეემოწმებინათ მეცნიერების მტკიცება, რომ თითქოს ძროხები კლასიკური მუსიკის ფონზე ბევრად მეტ რძეს იწველებიან. შედეგად მიიღეს მუსიკალური რძე, რომელიც მართლაც ძალზე გემრიელი გამოდგა. მას კლასიკური მუსიკის კონცერტზე ურიგებდნენ მსმენელებს და ეს კომპანიისთვის კარგი რეკლამა გამოდგა. ამ საინტერესო მაგალითის შესახებ ტიმ უილიამსმა, ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამა „კულტურა და კრეატიულობის“ ხელმძღვანელმა ისაუბრა.
https://www.youtube.com/watch?v=hQTF8c2zyU8
„თავად მებაღედ ვმუშაობ, მიუხედავად იმისა, რომ დირექტორთა საბჭოს წევრი ვარ. ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ თავიდანვე ასე გადაწყდა, როცა გუნდს ვაყალიბებდით. მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი მოვალეობები პატიოსნად შევასრულოთ, ეს ისეთი საზოგადოების ჩამოყალიბებაში გვეხმარება, სადაც შესაძლებელიცაა და აუცილებელიც, იყო კრეატიული“, — განაცხადა იანუს იასმა.
ზაგრებში (ხორვატია) ძალიან წარმატებულ პროექტს სათავე იმ სევდიანმა მოვლენებმა დაუდო, რაც პრაქტიკულად, თითოეული ადამიანის ცხოვრებაში ხდება — იქ გაწყვეტილი ურთიერთობების მუზეუმი დაარსდა. მუზეუმის თითოეული ექსპონატს თან ახლავს წერილი, რომელშიც ურთიერთობის ისტორიისა და მისი გაწყვეტის მიზეზების შესახებაა მოთხრობილი. მნახველი ხან ორ სიტყვად მოთხრობილ ამბავში ეფლობა და ხანაც — რამდენიმე გვერდზე გაშლილში. ისინი განსხვავებულ გრძნობებს აღძრავს — დაწყებული მწარე და ღრმა ნაღველით და გასრულებული დამცინავი ირონიით. ამის შესახებ თბილისის ფორუმზე მუზეუმის კოლექციის მცველმა ივანა დრუჟეტიჩიმ ისაუბრა.
„ჩვენი მუზეუმის მიზანი — ეს ადამიანების გაერთიანებაა სიყვარულისა და იმედგაცრუების ისტორიების საფუძველზე“, — თქვა დრუჟეტიჩიმ.
და ეს მართლაც მუშაობს, ადამიანებს აინტერესებთ მუზეუმი და იქ ყოველთვის არიან მნახველები. www.brokenships.com.
მუსიკა და ღვინო
„თითოეულ ნოტს თავისი ფერი მივეცით, რამაც ღვინის ახალი სახეობისთვის, Vismino-სთვის კრეატიული ლეიბლების შექმნის შესაძლებლობა მოგვცა“, — თქვა JSC Marussia Georgia-ს მარკეტინგის მენეჯერმა თორნიკე ახობაძემ. https://www.youtube.com/watch?v=dS1O8KHZnfE
ალტერნატიული მუსიკა
კოკა ნიკოლაძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მას ძალიან ეხმარებიან ის ადამიანები, რომლებიც რაღაც ახალსა და საინტერესოს ასწავლიან. მიუხედავად იმისა, რომ ინსტრუმენტებს დამოუკიდებლად ამზადებს, სხვათა რჩევების გარეშე საქმისთვის თავის გართმევა ძნელია.
„პროფესიული ზრდისა და განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანებთან შეხვედრა და მათგან გამოცდილების გამდიდრება“, — აღნიშნა მუსიკოსმა.