ლევან ხარატიშვილი: „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამაში მონაწილეობა - დიდი წარმატებაა საქართვლეოსთვის

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე გვიამბობს კულტურის სტრატეგიაზე მუშაობის შესახებ, შემოქმედებითი ინდუსტრიების სტიმულლირების მიდგომებზე და კულტურათაშორისი დიალოგისკენ სწრაფვაზე

2015 წელს ძალიან მნიშვნელოვანი სამინისტროს აქტიური მუშაობა იყო საერთაშორისო ასპარეზზე, რის შედეგადაც საქართველო გახდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან პირველი, ევროკავშირის პროგრამაკრეატიული ევროპისწევრი. ის უპრეცენდენტოდ მაღალი საწევრო გადასახადი, 74 000 ევრო, რომელსაც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ამ პროგრამის წევრობისთვის წელიწადში იხდის, ფართო გზას უხსნის ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს მოიპოვონ დაფინანსება ევროკავშირის მიერ გამოყოფილი მილიონ ნახევრიანი ბიუჯეტიდან, რომელიც 2020 წლამდე არის ამ პროგრამით გათვალისწინებული. ვფიქრობ, ეს არის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წარმატება ახალი მენეჯმენტის პირობებში. გარდა ამისა, აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურის პროგრამის მეორე ეტაპის ფარგლებში ჩვენ პირველად საქართველოს ისტორიაში დავიწყეთ კულტურის სტრატეგიის შემუშავება. სამინისტროს დღეს უკვე მზად აქვს ამ დოკუმენტის სამუშაო ვერსია. ეს არის 10 წლიანი სტრატეგია, რომლსაც აქვს 8 სტრატეგიული მიმართულება და რომელიც ორიენტირებულია იმაზე, რომ 2025 წლისთვის რადიკალურად გაუმჯობესებული იყოს კულტურული გარემო ჩვენს ქვეყანაში. ევროკავშირი და ევროპის საბჭოს ინსტიტუციები დოკუმენტის შემუშავების პროცესს სამაგალითოდ არა მხოლოდ აღმოსვლეთ პატრნიორობის ქვეყნებისთვის, არამედ მთელი ევროპისთვის მიიჩნევენ, რადგნ სამინისტრომ აირჩია საკმაოდ რთული გზა საზოგადოების აბსოლუტურად ყველა დაინტერესებულ ნაწილთან კომუნიკაციისა, მათი ჩართვა დოკუმენტის შემუშავების პროცესში, რომელსაც თან სდევდა ძალიან ბევრი შეხვედრა , კონსულტაციები, გამოკითხვა, და აშ. ამ მიზნით სპეციალური ვებგვერდიც კი შეიქმნა, სადაც მთელი ეს მასალა განთავსდა. თვითონ ეს დოკუმენტი მთავრობის მიერ 2016 წლის თებერლში დამტკიცდება და მისი განხორციელება სავალდებულო იქნება არა მხოლოდ კულტურის სამინსიტროსთვის,არამედ აბსოლუტურად ყველა უწყებისთვის, რომელიც ემსახურება ქვეყნის განვითარებას.

ჩვენ ბოლო პერიოდში ასევე ვიმუაშვეთ ეკონომიკის სამნისტროსთან და თბილისის მუნიციპალიტეტთან ერთად იმისათვის, რომ რეჟისორებისთვის პროდიუსერებისთვის და კინოინდუსტრიაში დასაქმებული კომპანიებისთვის შეგვეთავაზებინა საქართველო, როგორც Feel Friendly Country, რათა მათ საქართველოში ეწარმოებინათ გადაღებები. უკვე მიღებულია გადაწყვეტილება Cash we paid „ თან დაკავშირებით. საუბარია იმ თანხის გარკვეული პროცენტის უკან დაბრუნებაზე, რომელიც დაიხარჯება საქართველოში ფილმის გადასაღებად. ეს კი არის უდაოდ ძალიან დიდი წარმატება და შესაძლებლობა, რომ კინოინდუსტრიაში დასაქმებული პიროვნებებისთვის საქართველო გახდეს კარგი სივრცე მსოფლიოსთვის ახალი შემოქმედების შესათავაზებლად. კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საქმე, რასაც სამინისტრო აკეთებს ეს არის კულტურის ინფრასტრუქტურაზე ზრუნვა. ამ თვალსაზრისით სამინსიტრომ ისტორიულად ძალიან მასშტაბური პროექტების ინიცირებაც დაიწყო. კერძოდ იდენტიფიცირება მოხდა ათი ყველაზე ცუდ მდგომარეობაში მყოფი , მაგრამ ამავე დროს ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული ინფრასტრუქტურისა, როგორიც არის მაგალითად, სამხატვრო აკადემია, თოჯონების თეატრი, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრი. ასევე შემუშავებულია მუცოსდართლოსჩაჟაშის რეაბილიტაციის პროექტები და ვარძიის გადარჩენის პროგრამა.

ფული თუ კრეატივი

კულტურა ის სფეროა, სადაც კრეატიული ხალხია და შესაბამისად ისინი კრეატიულად აზროვნებენ. ვფიქრობ, წორედ ეს კრეატიულობა არის ალბათ ჩვენი წარმატების ერთერთი წინაპირობა, თუმცა რა თქმა უნდა ყველაფერი საბოლოო ჯამში მაინც ფინანსებამდე დადის, მაგრამ სწორი ხედვის არსებობის შემთვხვევაში მაქსიმალური შედეგების მიღწევა მინიმალური რესურსებითაც შეიძლება.

ის რაც სხვასაც გამოადგება

პირადად მე ჩემი კოლეგებიდან გამომდინარე ზუდტად ვიცი, რომ ნებისმიერ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყანაში ანალოგიური გამოწვევბი დგას. ყველა სამინისტროს სჭირდება იმის გააზრება, თუ რა არის მათი მისია, სჭირდება რესურსების ოპტიმიზირება. ჩვენ მათთან ხშირად ვთანამშრომლობთ სხვადასხვა პროექტების განსახორციელებლად, რადგან ჩვენი გამოცდიელბა მათთვის ძალიან მნიშვნელოვანიამე ასევე ვიცი, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს ძალიან მოსწონთ ის სამუზეუმო სისტემა,რომელიც შექმნილია ჩვენთან და ეს ეროვნული მუზეუმის დამსახურებაა.

თანამშრომლობისპერსპექტივები

საქართველოს აქვს ამბიცია იყოს რეგიონული ცენტრი არა მხოლოდ ჩვენი გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, არამედ ზოგადად იმ ტრადიციებიდან გამომდინარე, რომელთა მატარებელიც არის ქვეყანა. ამიტომ ევროპელ პარტნიორებს და მეგობრებს ვთავაზობთ გამოიყენონ ჩვენი სივრცე სხვადასხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებების ჩასატარებლად. ჩვენ ბევრი იდეა გვაქვს ამ მხრივ და ვმუშაობთ კიდეც მათ განსახორციელებლად. მაგალითად, გვინდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან გაცვლითი პროგრამების და საზაფხულო სკოლების ტრადიცია დავამკვიდროთ. ეს ახალგაზრდებს მისცემს შესაძლებლობას ერთმანეთის კულტურას ეზიარონ. ჩვენ ასევე გვაქვს სურვილი, რომ დავნერგოთ ყოველწლიურად კულტურის ფორუმის ჩატარება, სადაც მონაწილეობას აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნები მიიღებენ. გაიმართება გამოფენები, დებატები დირკუსიები, გამოვლინდება ის ორგანიზაცები და პიროვნებები, რომლებმაც კულტურის ხელშეწყობაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს. ამასთან ერთად, კულტურის სფეროში განხორციელებული პროქტების შედეგდ შექმნილი პროდუქტებიც გაყიდება. ჩვენ ნამდვილად გვაქვს ასეთი ტიპის ღონისძიებების შეთავაზების ამბიციაც, სურვილიც და შესაძლებლობაც. ისინი არ არიან ორიენტირებული მხოლოდ საქართველოს პოპულარიზაციაზე, არამედ მიზნად ისახავენ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ერთმანენთთან დაახლოვებას და ურთიერთთანამშრომლობას.

2018 წელი დღევანდელი გადმოსახედიდან

2018 წელს ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში ყველაზე მთავარი მოვლენა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა იქნება, სადაც საქართველო წარდგენილია საპატიო სტუმრის სტატუსით. ბუნებრივია ქვეყანა ძალაიან ბევრ რესურს ხარჯავს იმისათვის, რომ სათანადოდ მოხდეს ჩვენი მწერლობის ევროპისთვის გაზიარება და დარწმუნებულები ვართ რომ საქართველო ხმამაღალ სიტყვას იტყვის და შესაბამისად ნამდვილად ღირსეულ ადგილს დაიკავებს ამ კულტურულ ოჯახში. 

კულტურისთვის არასდროს არ კმარა თანხა და რაც არ უნდა განვითარებული იყოს ქვეყანა მისი ბიუჯეტი და ეკონომიკა, კულტურას ყოველთვის ესაჭიროება უფრო მეტი მხარდაჭერა, განსაკუთრებით ეს ეხება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს. საქართველოს აუცილებლად სჭირდება დამატებითი მხარდაჭერა იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაზარდოს იმ ადამიანების უნარები, რომლებიც ამ სფეროში მოღვაწეობენ

Other interesting stories: