გზამკვლევი კრეატიულობის ბიზნესში: ქართულ ენაზე გამოქვეყნებული დევიდ პერიშის წიგნი
დევიდ პერიში არის კულტურული და კრეატიული ინდუსტრიების, მარკეტინგის და ბიზნეს სტრატეგიების ექსპერტი, მრავალი წიგნის ავტორი და ტრენერი. მისი წიგნი მაისურები და პიჯაკები - შემოქმედებითი ბიზნესის გზამკვლევი უკვე 20 წელია იპყრობს ყურადღებას კრეატიული ეკონომიკის სფეროში, ზემოაღნიშნულ წიგნში ავტორი ამტკიცებს, რომ კრეატიულ სექტორში დასაქმებულ პროფესიონალებს არ აქვთ უფლება არჩევანი გააკეთონ კრეატიულობასა (მაისურები) და ბიზნესს (პიჯაკები) შორის - ნაცვლად ამისა, მათ უნდა შეიმუშაონ თავიანთი უნიკალური ბიზნეს სტრატეგიები, რაც ხელს შეუწყობს შემოსავლის გენერირებასა და დადებით გავლენას მოახდენს კრეატიულობაზე. დევიდ პერიშის წიგნი წარმოადგენს პრაქტიკული რჩევების, საკუთარი გამოცდილებიდან წარმატებული მაგალითებისა და სხვადასხვა ბიზნეს მოდელების ნაკრებს.
წიგნის კითხვისას თქვენ გაიგებთ, თუ როგორ უნდა შეიმუშაოთ მარკეტინგის სტრატეგია, შეარჩიოთ ბიზნეს მოდელი და იპოვოთ თქვენი ნიშა ბაზარზე, გაანალიზოთ ბაზარი, კონკურენცია, თქვენი საკუთარი ორგანიზაციის საქმიანობა და განსაზღვროთ სამოქმედო გეგმა. თქვენ მიიღებთ პრაქტიკულ რჩევებს საავტორო უფლებებთან, პროექტის მართვასთან და პერსონალურ განვითარებასთან დაკავშირებით.
ეს წიგნი სასარგებლოა მეწარმეებისათვის, განსაკუთრებით მათთვის, ვინც კრეატიული ინდუსტრიისა და კულტურის მართვის სფეროში მუშაობს და ასევე ორგანიზაციის ხელმძღვანელებისთვის და მათთვის, ვინც ახალი ინიციატივებით ბაზარზე შესვლას გეგმავს.
ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურისა და კრეატიულობის პროგრამის პორტალზე თქვენ შესაძლებლობა გეძლევათ მოისმინოთ დევიდ პერიშის ორი ინტენსიური ონლაინ კურსი: სტრატეგიული დაგეგმარება და მარკეტინგი. კურსები 30 წუთიანია. რეალური შემთხვევების განხილვისას თქვენ შეისწავლით ბაზრის ანალიზსა და თქვენი ორგანიზაციის ძლიერ და სუსტ მხარეებს, ასევე გზებს, თუ როგორ მოიპოვოთ თქვენი ნიშა ბაზარზე. ტესტის საფუძველზე თქვენ ასევე მიიღებთ სერთიფიკატს.
სამი რჩევა დევიდ პარიშის წიგნიდან
1. მოუსმინეთ მომხმარებელს. შეეცადეთ უპასუხოთ მომხმარებლის კითხვებს, როგორიცაა მაგალითად „რა სარგებელს მივიღებ?“. თქვენი მისიაა დაადგინოთ თქვენი მომხმარებლის საჭიროებები და შექმნათ სწორი პროდუქტი.
2. თქვენ ვერ გაყიდით თქვენს პროდუქტს ყველა მომხმარებელზე ერთდროულად. მიმართეთ კრეატიულობას კონკრეტული პროდუქტისთვის მომხმარებლების ჯგუფის იდენტიფიცირებისათვის.
3. განსაზღვრეთ თქვენი ორგანიზაციის მნიშვნელობა. ეს იქნება თქვენი გზამკვლევი წარმატებისკენ.
დევიდ პერიშის რჩევა: https://www.culturepartnership.eu/en/article/balancing-creativity-and-business
ინტერვიუ დევიდ პერიშთან: https://www.culturepartnership.eu/en/article/devid-parrish-platforma
ქართული თარგმანი დევიდ პერიშის წიგნის „მაისურები და პიჯაკები - შემოქმედებითი ბიზნესის გზამკვლევი“ გამოქვეყნებულია ონლაინ და ხელმისაწვდომია აქ.