გიორგი რაზმაძე: "კულტურა საზოგადოეის დამაკავშირებელი ქსოვილია"
გიორგი რაზმაძე ბრიტანეთის საბჭოს პროგრამების კოორდინატორად 2013 წლიდან მუშაობს. ამ ხნის განმავლობაში მან წარმატებული ორგანიზება გაუწია საქართველოში ევროკავშირის პროექტს „სამოქალაქო საზოგადოება, როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დამცველი სამთავრობო გადაწყვეტილებების მიღებაში“ რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების და მედიის როლისა და შესაძლებლობათა გაზრდა სამთავრობო სტრუქტურებთან მუშაობის თვალსაზრისით, რათა უზრუნველყოფილ იქნას შეზღუდუილი შესაძლებლობის მქონე პირთა მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღებისა და პოლიტიკის შექმნის პროცესში, მათი უფლებების უკეთესი გაგება და დაცვა.
გიორგი რაზმაძეს აქვს ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი.
საქმიანობის ფარგლებში დაგეგმილი პროგრამა საქართველოში 2016 წელს
ღონისძიებები, რომლებიც 2016 წლისთვის არის დაგეგმილი, სხვა აქტივობებს შორის მოიცავს საქართველოს კულტურის სფეროში მომუშავე ორგანიზაციებს შორის შერჩეული წარმომადგენლებისთვის პოლონეთში სასწავლო-გაცნობითი ტურის მოწყობას, სემინარებს პროექტის ციკლის მართვის, კულტურული ლიდერობის, კულტურის სფეროს ჟურნალისტიკის და კომუნიკაციების თემაზე. ასევე ვგეგმავთ, ჩავატაროთ კულტურული ინდიკატორების კვლევა და ვითანამშრომლოთ კულტურის სფეროს სპეციალისტების ჯგუფთან, რომლებიც პროგრამის ასოცირებულ პარტნიორებად შეირჩენ.
როლი კულტურის დამკვიდრებას
მე მიმაჩნია რომ საოზოგადოებაზე საუბარი კულტურილი კონტექსტის გათვალისწინების გარეშე გაუმართლებელლია. რათქმაუნდა შეიძლება განვიხილოთ ცალკეული, „ტექნიკური“ საკითხები მაგრამ საზოგადოება როგორც ცოცხალი ორგანიზმი არ არსებობს კულტურის გარეშე (და პირიქით). ამავე დროს ჩვენს საზოგადოებაში კულტურა ხშირად გაგებულია როგორც ძალიან ვიწრო, სპეციფიური სფერო და მისი როლი საზოგადოების ფორმირებაში მხოლოდ ნაწილობრივ არის გაცნობიერებული. კულტურა არის საზოგადოების შემაკავშირებელი ქსოვილი და მისი მოქცევა მხოლოდ ტრადიციულად გაგებული ხელვნების არეალში ძალიან შემზღუდავია.
6 ძირითადი კულტურული ღონისძიებები საქართველოში:
- თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი;
- თბილისის ფოტოგრაფიის ფესტივალი „ქოლგა“;
- თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი;
- ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი;
- სახვითი ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „არტისტერიუმი“;
- და მე კიდევ დავამატებიდი თელავის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალს.