5 გაკვეთილი, რომელიც საქართველოს კულტურის სტრატეგიასთან (2025) დაკავშირებულ კონსულტაციებზე ვისწავლეთ
-
პროცესის ღიაობა
სტრატეგიის პირველი ვარიანტი ორწლიანი მუშაობის შედეგია; ყველაფერი დაიწყო იმით, რომ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ დაამყარა კომუნიკაცია დაინტერესებულ მხარეებთან 12 რეგიონიდან, რომლებიც 19 თემატურ ჯგუფად გადანაწილებულ 1484 მოქალაქეს მოიცავდა. 65 დაინტერესებულმა პირმა კი ონლაინ კითხვარი შეავსო; თავდაპირველი მონაცემები 350-გვერდიან დოკუმენტად შეიკრა და შემდგომ სტრატეგიის პირველ ვარიანტად იქცა, რომელიც 65გვერდიანია. დოკუმენტი მთლიანად აკეთებს აქცენტს 10 ძირითად სფეროზე: ცნობიერების ამაღლება და განათლება, კულტურის ხელმისაწვდომობა და მრავალფეროვნება, კულტურის პოლიტიკის ადგილი საჯარო პოლიტიკის სხვა დარგებთან მიმართებასი, ხელფასები და სოციალური გარანტიები, კულტურისა და ხელოვნების დაფინანსების მექანიზმები, ინფრასტრუქტურის განვითარება, კარგი მმართველობის პრაქტიკა, კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრიები, ინტელექტუალური საკუთრების უფლების დაცვა და კულტურის ინტერნაციონალიზაცია. ამჟამად დოკუმენტი დამუშავების ფინალურ ეტაპზეა - კვლავ განიხილება საჯარო კონსულტაციებზე როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. თბილისის შეხვედრების ორგანიზატორია ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურისა და შემოქმედებითობის პროგრამა. სამინისტრო, მეორეს მხრივ, ახორციელებს რეგიონულ დებატებს.
-
ინდივიდუალური vs. ჯგუფური მოსაზრებები
დედაქალაქში გამართული კონსულტაციების მოდერატორმა, რაგნარ სიილმა მიანიშნა, რომ როცა მსგავსი კონსულტაციებისას დასავლეთში, და მათ შორის მის მშობლიურ ესტონეთში, კონფლიქტი ძირითადად წარმოიშვება ინსტიტუციონალიზებულ და არა-ინსტიტუციონალიზებულ კულტურის ოპერატორთა ინტერესების სხვაობის გამო; საქართველოში კი მსგავსი დაპირისპირების მიზეზად იქცევა ხოლმე მომენტი, როდესაც მემკვიდრეობის ღირებულება დგება ეჭვქვეშ, როდესაც მას სულ უფრო გაძლიერებული თანამედროვე ტენდენციები უპირისპირდება. სინამდვილეში ქართულ ხელოვნებასა და კულტურაში შეხედულებების ფორმირება ძირითადად ხდება იმ ოპერატორთა ინდივიდუალური/სუბიექტური ინტერესების მიხედვით, რომლებიც სრულიად გაფანტულნი და არაორგანიზებულნი არიან. ცალკეულ პირთა რეკომენდაციები და შემოთავაზებები დღემდე არ წყდება. ამიტომაც, მათი მონაწილეობის მასშტაბის და ხარისხის განსაზღვრა და მათგან მიღებული უკუკავშირის შეფასება საკმაოდ რთული ამოცანა აღმოჩნდა. თუმცა, ერთი რამ დანამდვილებით შეიძლება ითქვას - მიმდინარე კონსულტაციები შესანიშნავი შესაძლებლობაა, მხარეები ჩაერთონ პროცესში და თავი უფრო კომფორტულად იგრძნონ.
-
სამოქმედო გეგმის მნიშვნელობა
სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა მალევე დააფასეს ის ფაქტი, რომ სტრატეგია საბოლოოდ მეტ სიცხადეს შეიტანს კულტურის მისიის დადგენაში და გაზრდის სფეროს მიმართ საზოგადოების ინტერესს, ამიტომაც ეს პროცესი მისასალმებელია ყველასათვის და მხარდაჭერას იმსახურებს. თუმცა, ისინი გამუდმებით გვახსენებდნენ, რომ ეს თამამი წამოწყება აზრიანი გახდება მხოლოდ მაშინ, თუ სტრატეგიის დოკუმენტი საკანონდმებლო ძალას შეიძენს და თანაც, მომავალ სამოქმედო გეგმაზე მუშაობის პროცესი მინიმუმ ასეთივე ღია და გამჭვირვალე იქნება.
კონსულტაციების დროს მონაწილეებს გამუდმებით განუმარტავდნენ, რომ სტრატეგია ემსახურება მხოლოდ ძირითად პრინციპებზე, სტრატეგიულ მიზნებსა და ამოცანებზე და არა კონკრეტულ ქმედებებზე შეთანხმებას; იმ ქმედებებზე, რასაც მთელი სექტორი ასე მოუთმენლად ელის - ქმედებების ფორმულირება უნდა მოხდეს სამოქმედო გეგმაში, იმ მომენტიდანვე, როგორც კი სტრატეგიას მიიღებენ. ბუნებრივია, რომ ხელოვანები განსაკუთრებით მოუთმენლები არიან და რეალურ ქმედებასა და ცვლილებებს ელიან. ამჟად კი სტრატეგია უნდა მივიჩნიოთ ხიდად, რომელიც ამ ქმედებებამდე მიგვიყვანს და საჭიროა, რომ სექტორის წარმომადგენლებმა ამ ხიდზე ზრუნვა დაიწყონ.
-
ონლაინ vs პირადი კომუნიკაცია
კონსულტაციებმა ასევე წარმატებით გამოავლინა რამდენიმე სუსტი მხარეც, რომელთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია კომუნიკაცია: მიუხედავად იმისა, რომ მთელს საზოგადოებაში ფართოდაა გავრცელებული სოციალური ქსელები, მხოლოდ ამაზე დაყრდნობა და ონლაინ დისკუსიების ფორმატი არ აღმოჩნდა საკმარისი ეფექტურად გავრცელებისა და ცნობიერების ამაღლებისათვის. ამის მიზეზი, ნაწილობრივ, შესაძლოა იყოს ქართული კულტურის ერთგვარი გაფანტული ბუნება, ან ხელოვანთათვის დამახასიათებელი მიდგომა ადამიანური ურთიერთობებისადმი. მოკლედ, კონსულტაციების დროს უშუალო, პიროვნულმა ინტერაქციამ დაგვანახა, რომ კულტურისა და ხელოვნების ოპერატორები განსაკუთრებით აფასებენ შესაძლებლობას, შეხვდნენ და ესაუბრონ გადაწყვეტილებების მიმღებთ.
-
კონსულტაციების შემდგომი გამოკვეთილი საქმიანობები
საბოლოოდ, კონსულტაციების შედეგად შეიქმნა რეკომენდაციების ვრცელი სია, მომდევნო ჩამონათვალი კი მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვან რეკომენდაციებს მოიცავს: დოკუმენტი უნდა გაძლიერდეს კულტურის ამიბიციური და ინსპირაციული ხედვით, რაც გულისხმობს იმის აღნიშვნას, რომ კულტურა და ხელოვნება საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია და საქართველოს კულტურას უნდა ჰქონდეს საერთაშორისო ღირებულება; და დაინერგოს კულტურისა და ხელოვნების დაფინანსების ინოვაციური მექანიზმები. საერთო ჯამში პროცესი საბოლოო ს
სულხან თურმანიძე
კულტურის სტრატეგიის შესახებ გამართული კონსულტაციების რეპორტიორი