კულტურის განვითარების სტრატეგიის საჯარო განხილვა

აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურის და კრეატიულობის პროგრამა, საჯარო კონსულტაციების გამართვის მიზნით, თანამშრომლობს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან, კულტურის ადგილობრივ პროფესიონალებთან და შემოქმედებითი სექტორის წარმომადგენლებთან

ამ მიზნით 11 და 12 თებერვალს ვგეგმავთ სამი ღია შეხვედრის გამართვას. საჯარო შეხვედრების მიზანია სტრატეგიის ძირითადი პრინციპების გაცნობა, კულტურის სტრატეგიის სამუშაო ვერსიის განხილვა და კულტურის პროფესიონალებისგან კომენტარების და რეკომენდაციების მიღება. ყველა შენიშვნა და რეკომენდაცია თავს მოიყრის საანგარიშო დოკუმენტში, რომელიც წარედგინება საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და რომელიც გამოყენებული იქნება კულტურის სტრატეგია 2025-ის საბოლოო ვარიანტის შემუშავებაში.

აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურის და კრეატიულობის პროგრამა ხელს უწყობს დიალოგს საქართველოს საჯარო და საზოგადოებრივ სექტორებს შორის და ეხმარება სამოქალაქო სექტორს ჩაერთოს კულტურის სტრატეგიის შემუშავებაში. თავისი მონაწილეობით ამ პროცესში აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურის და კრეატიულობის პროგრამა მიზნად ისახავს კულტურის სტრატეგიის შემუშავების საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას ყველა დაინტერესებული მხარისთვის. კულტურის სტრატეგიის შინაარსობრივ მხარეზე პასუხისმგებელია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ხოლო აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურის და კრეატიულობის პროგრამა ხელს უწყობს მსგავსი დოკუმენტების შექმნის პროცესის განვითარებას.

დაინტერესებულ პირებს ვიწვევთ ამ ღია შეხვედრებზე. ღია შეხვედრებს წარმართავს აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის კულტურა და კრეატიულობა ერთ-ერთი ხელმძღვანელი რაგნარ სილი.

შეხვედრების დრო და ადგილი:

11 თებერვალი. მწერალთა სახლი. მაჩაბლის 13

10.00-13.00 - ღია შეხვედრა 1

14:00-17:00 - ღია შეხვედრა 2

12 თებერვალი. გოეთეს ინსტიტუტი. ზანდუკელის 16

10.00-13.00 - ღია შეხვედრა 3

ვინაიდან დარბაზში ადგილების რაოდენობა შეზღუდულია, გთხოვთ 10 თებერვლამდე დაგვიდასტუროთ დასწრება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: georgia@culturepartnership.eu

Other interesting stories: