content
ინფორმაცია ადვოკატირების და ლობირების შესახებ
ინფორმაცია ადვოკატირების და ლობირების შესახებ

ფაქტი 1
რატომ უწოდებენ მათ „ლობისტებს“?
ულის ს. გრანტმა (1822-1886), სამოქალაქო ომის გენერალმა და აშშ -ს მე-18 პრეზიდენტმა, შესაძლოა შეიტანა სიტყვა „ლობისტი“ ამერიკულ ლექსიკონში. ამბობენ, გრანტი ზოგჯერ იპარებოდა თეთრი სახლიდან და სტუმრობდა ვილარდ ოტელს, სადაც ეწეოდა სიგარას და სვამდა ვისკს. ადამიანები, რომლებიც ეძებდნენ სამსახურს, კონტრაქტებს და გარკვეულ თანამდებობებს საკანონმდებლო ორგანოში, მიმართავდნენ გრანტს სასტუმროს ვესტიბიულში (ინგლისურად “lobby”). ამბობენ, გრანტი მოიხსენიებდა მათ როგორც „ლობისტებს“.

ფაქტი 2
საჭიროა ურყევი რწმენის მქონე  მოსახლეობის მხოლოდ 10%, რომ დაარწმუნოს მოსახლეობის დანარჩენი ნაწილი გაიზიაროს იგივე რწმენა.

ფაქტი 3
სოციალური მედიის მომხმარებელთა 43%-მა გადაწყვიტა მეტი გაიგონ პოლიტიკური და სოციალური საკითხის შესახებ სოციალურ მედიაში ინფორმაციის წაკითხვის შემდეგ.

ფაქტი 4
სოციალური მედიის მომხმარებელთა 18%-მა გადაწყვიტა მიიღოს ზომები სოციალურ და პოლიტიკურ საკითხთან დაკავშირებით, სოციალურ მედიაში ამის შესახებ წაკითხვის შემდეგ.

ფაქტი 5
Facebook-ის და Twitter-ის მომხმარებლების 21% ეკუთვნის ჯგუფებს, რომლებიც მუშაობენ რომელიმე საქმის წამოწყებაზე.

ფაქტი 6
Facebook-ის დაTwitter-ის მომხმარებლების 28%დებს პოლიტიკურ ან სოციალურ სტატიებს სხვების წასაკითხად.

ფაქტი 7
ვებერ შენდვიკის მიერ 2016 წელს ჩატარებული საყოველთაო გამოკითხვის „ადვოკატირების ახალი ტალღა“  მიხედვით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ადამიანები უფრო სწრაფად იღებენ ზომებს რაიმე საკითხთან და საქმესთან დაკავშირებით, და გამოხატავენ უკმაყოფილებას, ვიდრე აქამდე. ბოლო წლების მანძილზე ევროპელების დაახლოებით ორმა მესამედმა (67%) დააჩქარა გადაწყვეტილების მიღების პროცესი, რაც ცვლილების უფრო სწრაფი მაჩვენებელია, ვიდრე სხვა რესპონდენტებთან (63%).

ფაქტი 8
საკითხთან/საქმესთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მისაღებად ევროპელებს ნაკლები დრო სჭირდებათ (დაახლოებით 14 დღე), ვიდრე სხვა რეგიონების მოსახლეობას (23 დღე აშშ-ში და 19 დღე აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში).

ფაქტი 9
მიმდინარეობს ადვოკატირების დემოკრატიზაცია. ეკონომიკურად აქტიური ადამიანების 45% მთელი მსოფლიოს მასშტაბით მიჩნეულია გარკვეული სახის ადვოკატებად. ადვოკატების ყველაზე მეტი რაოდენობა აღინიშნება ევროპასა და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში.

ფაქტი 10
მაღალი ინტენსივობის ადვოკატები (ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის 9% მსოფლიოს მასშტაბით) ჩართულნი არიან დემონსტრაციულ საქმიანობაში, როგორიცაა პროტესტის ორგანიზება ან საქმეების, საკითხების, ბრენდების ან პროდუქციის მხარდასაჭერი ბლოგების წერა. აღნიშნულ ჯგუფს ასევე გააჩნია გავლენის ფართო წვდომა ადვოკატირებისას - კონტაქტი, საშუალოდ, 110 ადამიანთან.  
დაბალი ინტენსივობის ადვოკატები (ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის 36 % მსოფლიოს მასშტაბით)აქტიურად უჭერენ მხარს ან აკნინებენ საკითხებს, საქმეებს, ბრენდებს ან პროდუქციას, თუმცა ნაკლებად გულმოდგინედ, მაღალი ინტენსივობის კოლეგებთან შედარებით. მათ კონტაქტი აქვთ, საშუალოდ, 38 ადამიანთან. 

ფაქტი 11
მოტივაციის ყველაზე ძლიერი ფაქტორია მეგობრების, ოჯახის წევრების და თანამშრომლების რეკომენდაციები, რომელიც განაპირობებს მსოფლიო ადვოკატების სამი მეოთხედის (72%) მიერ გარკვეული საკითხებისა და საქმეების მხარდაჭერას.

ფაქტი 12
საქველმოქმედო და გარემოს დაცვის ორგანიზაციებს უფრო მეტი გავლენა აქვთ ევროპელებზე საკითხების და საქმეების მხარდაჭერის დროს, ვიდრე მსოფლიოს სხვა რეგიონების რესპონდენტებზე. აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის რესპონდენტებზე უფრო მეტად გავლენას ახდენენ ცნობილი ადამიანები.

ფაქტი 13
ადვოკატები ცხოვრობენ ჩვენ შორის. მაღალშემოსავლიანი მოსახლეობის 60% მოქმედი ადვოკატია. თუმცა, ადვოკატები შეიძლება შეგვხვდეს საზოგადოების ყველა ფენაში: საშუალო ფენის 42% და დაბალშემოსავლიანი ფენის 38% ადვოკატები არიან.

ფაქტი 14
მაღალი ინტენსივობის ადვოკატების 61% -ის აზრის ჩამოყალიბება უფრო მეტად ხდება ინტერნეტის გავლენის ქვეშ, ვიდრე არა-ადვოკატების (28%).

ფაქტი 15
რადიო/ტელევიზია ყველაზე მეტად ახდენს გავლენას საზოგადოებაზე. სოციალურად და ეკონომიკურად აქტიური ადამიანების 71%-ის აზრების ჩამოყალიბება ხდება ტელევიზიის/რადიოს გავლენის შედეგად.

წყაროები:
Pew Research Center's Internet & American Life Project (Pew-კვლევითი ცენტრის ინტერნეტი და ამერიკული ცხოვრების პროექტი)
Weber Sandwick Global Advocacy trends research (ვებერ სენდვიკის გლობალური ადვოკატირების ტენდენციების კვლევა)

ვუამბოთ მეგობრებს