content
ლექცია 4. ეკონომიური ბიზნეს კანვა
ღირებულების წინადადების კანვას შემთხვევაში, თქვენ შეიმუშავებთ ღირებულებას, რომელსაც მიაწოდებთ მომხმარებელს, თუმცა, როგორც გახსოვთ, ჩვენ ვსაუბრობდით ბიზნეს მოდელებზე. მართლაც, არსებობს სხვა კურსი ბიზნეს მოდელირების შესახებ, რომელსაც შეგიძლიათ მიმართოთ, თუმცა მინდოდა მეხსენებინა ეკონომიური კანვა. ეს არის კიდევ ერთი ინსტრუმენტი, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი ბიზნეს მოდელის შესაქმნელად.

ეკონომიურ კანვას გააჩნია ცხრა ელემენტი. ეს არის იმ ბიზნეს კანვას გამარტივებული ვერსია, რომელიც შეიმუშავეს ივ პინეურმა და ალექს ოსტერვალდერმა. ეკონომიური კანვა იწყებს პრობლემებით. პრობლემებს წარმოადგენს თქვენი მომხმარებლის საქმიანობა, რომელიც თქვენ ჩამოთვალეთ ღირებულების წინადადების კანვაში.

მეორე, შეხედეთ მომხმარებლის სეგმენტს. თქვენ უკვე გაკეთებული გაქვთ ეს სავარჯიშო... როცა განვიხილავდით ღირებულების წინადადების კანვას.   

მესამე - შეხედეთ შუაში - უნიკალური ღირებულების წინადადება. ზუსტად აქ უნდა დაადგინოთ, რა არის სინამდვილეში თქვენი ღირებულება. შემდეგ ქვემოთ ნახავთ ეგრეთწოდებულ მაღალი დონის კონცეფციას - როცა ზუსტად უნდა თქვათ ვინ ხართ. ვთქვათ, წარმოადგენთ ფესტივალს, მაგრამ რა სახის ფესტივალს? დაუშვათ, ეს არის გაოცების ტიპის ფესტივალი (ამ წამს მოვიგონე). მაგრამ უნდა მოიფიქროთ როგორ გამოთქვათ მარტივი ტერმინით, ისე რომ ადამიანები იმ წამსვე მიხვდნენ რას გულისხმობთ თქვენი პროდუქტით, რა ღირებულებას სთავაზობთ.  

შემდეგ უნდა შესთავაზოთ გეგმა, გადაწყვეტა - ამისთვის არის სპეციალური ნაწილი - და თქვენ გაქვთ არხები. არხის მეშვეობით გახვალთ მომხმარებლის სეგმენტებზე თქვენი უნიკალური ღირებულების წინადადებით. შემდგომ, რა თქმა უნდა, არის შემოსავლების შემოდინება: როგორ შეიძლება მიიღოთ შემოსავალი, როგორია ფასების დადგენის მოდელი. როგორ ქმნით შემოსავალს? არსებობს ამის სხვადასხვა გზები. შემდეგ გაქვთ ხარჯის სტრუქტურა. როგორი იქნება თქვენი დანახარჯი, რომ მიაწოდოთ მოცემული ღირებულება? ამის განხილვის პროცესში გაიგებთ როგორია თქვენი ძირითადი მაჩვენებლები ღირებულების მიწოდებაზე, შესაძლოა შემოსავლებზე, ან თქვენ ხარჯებზე, რადგან გსურთ დაწიოთ ისინი და აწიოთ შემოსავლები. უნდა დარწმუნდეთ, რომ იცით როგორ გაზომოთ ისე, რომ მომხმარებელი დაკმაყოფილდეს. როგორია თქვენი ღირებულების წინადადების მაჩვენებლები?

და ბოლოს არის ერთი საინტერესო მომენტი - უსამართლო უპირატესობა. რა არის უსამართლო უპირატესობა? ბიზნეს მოდელში შეიძლება იყოს რაღაც, რაც არ არის ადვილად გადასაღები. ეს ნიშნავს, რომ თქვენ სარგებლობთ ექსკლუზიური უფლებით ხელოვანთან, ან გაქვთ სავაჭრო ნიშანი რამეზე, ან გამოიყვანეთ ისეთი შემადგენლობა მუსიკალურ ფესტივალზე, რომ ვერავინ ვერ გაიმეორებს. ან აარჩევთ მუსიკალური კალენდრის ისეთ თარიღს, რომელიც ყველასთვის ცნობილია. მაგალითად, ლვოვში ტარდება შესანიშნავი ჯაზ ფესტივალი. და ყველამ იცის, რომ ლვოვში, გარკვეულ შაბათ-კვირას ტარდება გრანდიოზული ჯაზ ღონისძიება. გარკვეულ წილად, ეს უსამართლო უპირატესობაა, იმიტომ რომ ვინმეს რომ მოუნდეს ჯაზ ფესტივალის ჩატარება იმავე დროს ... ეს არ არის სამართლიანი, მაგრამ ალბათ მთელი აუდიტორია წავა ლვოვში ალფა ჯაზ ფესტივალზე. ეს უსამართლო უპირატესობაა, და გამოდის, რომ სამართლიანია გქონდეს უსამართლო უპირატესობა.

თქვენ ხედავთ როგორ გარდაიქმნა თქვენი ღირებულების წინადადების კანვა ბიზნეს მოდელის კანვად, ან ეკონომიურ კანვად. გააკეთეთ ეს სავარჯიშო, რათა დარწმუნდეთ, რომ გესმით, თუ როგორ გარდაიქმნება თქვენი ღირებულება, თქვენი ბიზნესის და ორგანიზაციის მიერ შექმნილი ღირებულება რეალურ ოპერაციულ მოდელად, ბიზნეს მოდელად და ფასების დადგენის მოდელად. 

ვუამბოთ მეგობრებს