content
ლექცია 4. “სიტყვიდან საქმეზე“
კარგი სტრატეგიის პროცესი იწვევს უფრო დიდ მოლოდინებს და დაინტერესებული მხარეების ჩართულობას, ამიტომ ადამიანებს სურთ რეალური ქმედებების ნახვა, რომლებიც განაპირობებს რეალურ ცვლილებებს.

იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ დოკუმენტის შექმნა, რომელსაც მალე ვადა გაუვა, სტრატეგიას ესაჭიროება რეგულარული მონიტორინგი და განახლება შესაბამისი დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით.

მოკლევადიანი აქტივობები უნდა განახლდეს წელიწადში ერთხელ ახალი სამოქმედო გეგმის საშუალებით, გრძელვადიანი მიზნები და ამოცანები კი უნდა განახლდეს 2-3 წელიწადში ერთხელ.

ეროვნული კულტურული პოლიტიკის შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ სტრატეგია არ განიხილებოდეს როგორც უბრალოდ კულტურის სამინისტროს დოკუმენტი. ის უნდა იყოს მთავრობის ან პარლამენტის საერთო შეთანხმება, რომელიც აერთიანებს ყველა დაკავშირებული სამინისტროსა და სახელმწიფო ინსტიტუტის შესაბამის აქტივობებს, მათ შორის განათლების, ტურიზმის, რეგიონალური განვითარების, საგარეო საქმეთა სამინისტროები და სხ.   

შედეგის მისაღწევად საჭიროა გარკვეული პრიორიტეტები, SMART (რაც ნიშნავს - კონკრეტული, გეგმაზომიერი, მიღწევადი, მართებული და დროში გაწერილი) ამოცანები და სამოქმედო გეგმა, რომელიც აღჭურვილია სახსრებით.

როგორ უნდა გაიგოთ, რომ მიაღწიეთ შედეგებს? თუ თქვენი ამოცანები რუტინულ აქტივობებში მდგომარეობს (დაგეგმვა, განვითარება, შეცვლა), მაშინ ვერ შეძლებთ შედეგის ზუსტად განსაზღვრას. ამოცანები უნდა დაგვირგვინდეს შედეგებით და გამაგრებული იქნას მაჩვენებლებით. მაგალითად, მუზეუმის მიზანს წარმოადგენს ხილვადობის გაზრდა და მეტი აუდიტორიის მოზიდვა, ეს შეიძლება გაიზომოს ვიზიტორების რიცხვით, გამოფენების და პროგრამების რაოდენობით და ბილეთების გაყიდვებიდან მიღებული ბრუნვით. თქვენი მიზანი შემდგომი 4 წლისთვის შეიძლება იყოს 100 000 ვიზიტორის მიღება და 25% მეტი შემოსავალი ბილეთებიდან, ვიდრე დღეს. მთავრობის მიზანი შესაძლოა იყოს კულტურული მემკვიდრეობის უფრო ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობა ციფრულ ფორმატში გადაყვანის გზით, ამ შემთხვევაში მაჩვენებელს წარმოადგენს ციფრული კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების პროცენტი მუზეუმებში. ორივე შემთხვევაში მიზანი ნათელია და მაჩვენებლების საშუალებით შესაძლებლობას იძლევა შევაფასოთ შედეგები სტრატეგიული პერიოდის დასრულების შემდეგ. 

იდეალური იქნებოდა ანგარიშის წარდგენა საჯაროდ და რეგულარულად. მაგალითად, ესტონეთში ყოველწლიურად ყველა სამინისტრო აბარებს მთავრობას ანგარიშს კულტურის პოლიტიკის გატარების შესახებ და კულტურის სამინისტრო გამოდის ყოველწლიური მოხსენებით „კულტურის პოლიტიკის მდგომარეობის“ შესახებ პარლამენტის წინაშე. შედეგები განიხილება გაზეთებში და ტელევიზიით, საზოგადოება იღებს აქტიურ მონაწილეობას დებატებში და სთავაზობს ცვლილებებს და დამატებებს მომავალი წლის პრიორიტეტებში. ეს ეხმარება კულტურის პოლიტიკის შენარჩუნებაში ცენტრალურ პოზიციაზე და მთავრობას ანგარიშვალდებულს ხდის წარადგინოს შედეგები.

   

ვუამბოთ მეგობრებს