- კურსი: ციფრული კომუნიკაცია
- კურსი „კულტურა და კრეატიულობა“
-
კომუნიკაციის ონლაინ კურსი
-
ლექცია 1. სტრატეგიული კომუნიკაციის ძირითადი პრინციპები
-
ლექცია 2. სტრატეგიული კომუნიკაციის სტადიები
-
ლექცია 3. სტრატეგიული კომუნიკაციის ძირითადი პრინციპები
-
ლექცია 4. სტრატეგიული კომუნიკაციის ძირითადი შემადგენელი ნაწილები
-
ლექცია 5. მედიაკომუნიკაციები: რჩევები წარმატების მისაღწევად
-
დამატებითი რესურსები
-
ტესტი და სერთიფიკატი
-
- კულტურული სტრატეგია
- შეთავაზების წერის კურსი
-
ადვოკატირების კურსი
-
ლექცია 1. რა არის ადვოკატირება და რა დახმარების გაწევა შეუძლია მას?
-
ლექცია 2. საკითხის ანალიზი და იდენტიფიკაცია
-
ლექცია 3. გარემოს სქემის შედგენა
-
ლექცია 4. ლობირება, გავლენა და ხმის მიწვდენა
-
ლექცია 5. ადვოკატირების კამპანიის შეფასება
-
ინფორმაცია ადვოკატირების და ლობირების შესახებ
-
ადვოკატირების შესაძლებლობების შეფასება
-
კონკრეტული შემთხვევის შესწავლა
-
დამატებითი წასაკითხი წყაროები
-
ტესტი და სერთიფიკატი
-
- კურსი „ფინანსები კრეატიული ორგანიზაციებისთვის“
- „ფანდრაიზინგის“ კურსი
- სტრატეგიული დაგეგმვის კურსი
-
მარკეტინგის ონლაინ კურსი
-
ლექცია 1. რა არის „მარკეტინგი“?
-
ლექცია 2. მარკეტინგის სტრატეგია
-
ლექცია 3. მომხმარებლის მოსმენა
-
ლექცია 4. მომხმარებლის სარგებელი
-
ლექცია 5. მარკეტინგის 3M-ი
-
საინფორმაციო ბიულეტენი. 20 ძირითადი ინფორმაცია მარკეტინგის შესახებ
-
ჩამონათვალი, რა არის საჭირო ეფექტიანი მარკეტინგის სტრატეგიის უზრუნველსაყოფად
-
შემთხვევის განხილვა. მარკეტინგის 3M-ი.
-
ტესტი და სერთიფიკატი
-
- კურსი: ღირებულების შექმნა შემოქმედებით ეკონომიკაში
- „კულტურის სფეროს ჟურნალისტიკის „ კურსი
- „შემოქმედებითი ევროპის“ ონლაინ კურსი
-
გადაკვეთები და დაფინანსების მოძიება: ონლაინ კურსი
-
ლექცია 1. მეწარმეობა და ინოვაცია: ფინანსების წარმატებით მოძიების მიმართულებები
-
ლექცია 2. ბიზნესმოდელები და გარე დაფინანსება შემოქმედებითი სტარტაპებისთვის
-
ლექცია 3. გადაკვეთები: ეფექტიანი ბიზნესდაგეგმარების კატალიზატორი
-
ონლაინ რესურსების ბმულები და დამატებით საკითხავი წყაროები
-
საინფორმაციო ბიულეტენი
-
შემთხვევების განხილვა
-
ტესტი და სერთიფიკატი
-
ორგანიზაციის დარეგისტრირება მონაწილის პორტალზე
იმისათვის, რომ ორგანიზაციას შეეძლოს „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამაში განაცხადის შეტანა, იგი უნდა დარეგისტრირდეს მონაწილის პორტალზე და მიიღოს მონაწილის საიდენტიფიკაციო კოდი (PIC), რომელიც ცხრა ციფრისგან შედგება. ორგანიზაციის დარეგისტრირება მონაწილის პორტალზე იოლი პროცედურაა, ის მხოლოდ ცოტაოდენ დროს მოითხოვს. ორგანიზაცია პორტალზე შეგიძლიათ ნებისმიერ დროს დაარეგისტრიროთ, არ არის საჭირო, დაელოდოდთ, როდის დაიწყება სააპლიკაციო რაუნდი. თუ თქვენი ორგანიზაცია უკვე დარეგისტრირებულია მონაწილის პორტალზე სხვა პროგრამებისთვის, როგორიცაა Erasmus+ ან Horizon 2020, ხელახლა ამის გაკეთება საჭირო აღარაა. ასევე, თუ თქვენს ორგანიზაციას „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამისთვის არეგისტრირებთ, PIC კოდი გამოსადეგია მისი აღმასრულებელი სააგენტოს მიერ წარმართული სხვა პროგრამებისთვისაც. უნდა აღვნიშნო, რომ ეს არ გახლავთ უბრალოდ მორიგი სავალდებულო ბიუროკრატიული პროცედურა, ის მართლაც ბევრად გიადვილებთ აპლიკაციას მიყოლას. სააპლიკაციო ფორმაში PIC კოდის შეყვანის შემდეგ ორგანიზაციის მონაცემები ავტომატურად გამოჩნდება. თქვენ მხოლოდ უნდა შეამოწმოთ, ისინი მოძველებული არ იყოს. ამას გარდა, აღარ დაგჭირდებათ თქვენი ორგანიზაციის შესახებ მთელი ზოგადი დოკუმენტაციის ხელახლა გაგზავნა ყოველი ახალი აპლიკაციისთვის.
მონაწილის პორტალზე დასარეგისტრირებლად სამი ნაბიჯი უნდა გაიაროთ.
თავდაპირველად პიროვნებამ, რომელიც ორგანიზაციის დარეგისტრირებას იწყებს, უნდა შექმნას ე.წ. ECAS-ის საკუთარი ექაუნთი, როგორც კერძო პირმა. გახსოვდეთ, რომ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ორგანიზაცია დარეგისტრირდა. ECAS-ის ექაუნთის შექმნას სულ რამდენიმე წუთი სჭირდება, მაგრამ ამ ნაბიჯის გარეშე პროცედურას ვერ განაგრძობთ. რომ დაასრულებთ, ელფოსტით მიიღებთ დამადასტურებელ წერილს.
ამის მერე მეორე ნაბიჯად შეგიძლიათ, დაიწყოთ ორგანიზაციის დარეგისტრირება მონაწილის პორტალზე. თუ ყველა საჭირო ინფორმაცია უკვე გამზადებული და ხელმისაწვდომია, ამასაც მხოლოდ 10-15 წუთი სჭირდება. ამიტომ, გირჩევდით, რეგისტრაციის დაწყებამდე შეაგროვოთ ყველა საჭირო ინფორმაცია, როგორიცაა ტელეფონის ნომრები, ქალაქის მისამართები, საფოსტო ინდექსები, დღგ ნომერი, სარეგისტრაციო ნომერი. ამ ნაბიჯის დასრულების შემდგომ აგრეთვე მიიღებთ დადასტურების წერილს ელფოსტით.
მესამე ნაბიჯია ყველა დამატებითი დოკუმენტის ატვირთვა, როგორიცაა: კომპანიის წესდება, საგადასახადო რეგისტრაციის ინფორმაცია და საბუთები, რომლებიც მითითებულია თქვენს დამადასტურებელ ელექტრონულ წერილში.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს საკმაოდ მარტივი პროცესია, მაგრამ ყოველი ნაბიჯის მერე თქვენ იღებთ დამადასტურებელ ელ. წერილს, ამიტომ მის მიღებამდე არ იჩქაროთ შემდეგი ნაბიჯის გადადგმა. მას მერე, რაც თქვენი ორგანიზაცია უკვე დარეგისტრირდება პორტალზე, შეგეძლებათ, საჭიროებისამებრ განაახლოთ ხოლმე ინფორმაცია, მაგ., იმ შემთხვევაში, თუ ადგილმდებარეობას შეიცვლით და ახალი მისამართი გექნებათ.
მას მერე, რაც თქვენი აპლიკაცია დადებით პასუხს მიიღებს „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამისგან, თქვენი ორგანიზაციის ხელახლა დარეგისტრირება საჭირო აღარაა. ასევე გირჩევდით, ორგანიზაციის ექაუნთზე ერთ პიროვნებაზე მეტი იყოს მიმაგრებული – იმ შემთხვევისთვის, თუ პასვორდი დაიკარგება ან ექაუნთზე პასუხისმგებელი თანამშრომელი ორგანიზაციიდან წავა.
ეს ყველაფერი არ მოითხოვს კოსმოსურ ტექნოლოგიებს, მაგრამ გარკვეული დრო მაინც სჭირდება. ასე რომ, ჩემი რჩევა იქნება, უკვე შეუდგეთ რეგისტრაციის პროცესს. გისურვებთ წარმატებას.