content
ლექცია 2. ღირებულებათა დარისხვის ჯაჭვის ანალიზი
მოდით განვიხილოთ ზოგიერთი ტიპიური ღირებულებათა დარიცხვის ჯაჭვი შემოქმედებით ეკონომიკაში. მაგალითად, საგამომცემლო ინდუსტრია, წიგნის ინდუსტრია. ვინ მონაწილეობს ღირებულებათა დარიცხვის ჯაჭვში? რა რგოლები გააჩნია ღირებულების დარიცხვის ჯაჭვს?

პირველ რგოლს წარმოადგენენ, რა თქმა უნდა, ავტორები. ისინი, ვინც ქმნიან წიგნს, წერენ წიგნს, ვისაც შეაქვს თავისი შემოქმედებითი ინვესტიცია ბაზარზე. შემომქმედები.

მეორე რგოლში არიან რედაქტორები, რომლებიც ამოწმებენ ხელნაწერს, ამოწმებენ წიგნს, ეხმარებიან ავტორს დახვეწოს ტექსტი, ისე რომ შეიძლებოდეს მისი გამოცემა.

მერე გადავდივართ შემდეგ რგოლზე: გამომცემლებზე, გამომცემლობებზე. რას აკეთებენ ისინი? ისინი აქცევენ ხელნაწერს ნამდვილ წიგნად, რას ნიშნავს, რომ ამატებენ ილუსტრაციებს, გრავიურებს, რომლებსაც ჩვეულებრივ არც კი ვამჩნევთ. შემდეგ ისინი მიმართავენ სტამბას, რათა გამოსცენ წიგნი ბეჭდურ ფორმატში, ქაღალდის ფორმატში, ან მიმართავენ ინფორმაციული ტექნოლოგიების კომპანიებს, რათა გამოსცენ ელექტრონული ვერსია, ელექტრონული წიგნი იგივე რედაქტირების.  

ეს ყველაფერი არ არის. შემდეგ გვყავს საბითუმო მოვაჭრე, რომელიც შეიძენს წიგნს ამ გამომცემლისგან ან სხვა გამომცემლებისგან, ვთქვათ, რეგიონალური ბაზრისთვის. ან, ეს შეიძლება იყოს Amazons.com - რომელსაც გააჩნია დიდი საწყობი, ტექნიკური შესაძლებლობები, ლოგისტიკური ჯაჭვები იმისთვის, რომ მიაწოდოს წიგნები მომხმარებელს.   

შემდგომ, შეიძლება გვყავდეს კიდევ ერთი მოთამაშე, კიდევ ერთი რგოლი. ინდივიდუალური წიგნის მაღაზიები - დიახ, ისინი ჯერ კიდევ არსებობს, და მათ დიდი მნიშვნელობა აქვს გამომცემლებისთვის და ავტორებისთვის. ჩვენ ჯერ კიდევ მოგვწონს ქაღალდის წიგნების ყიდვა და ეს ბაზარი ჯერ კიდევ იზრდება, მიუხედავად იმისა, რომ ელექტრონული ფორმატი ცვლის ტრადიციულ ქაღალდის ფორმატს.

და ბოლოს, ღირებულებათა დარიცხვის ჯაჭვის მეექვსე რგოლი, რომელსაც წარმოადგენენ მომხმარებლები. ანუ ჩვენ, მკითხველები, რომლების ვიღებთ ამ წიგნს. ამრიგად, გვაქვს საგამომცემლო ინდუსტრიის ღირებულებათა დარიცხვის ჯაჭვის ექვსი რგოლი.  

მოდით ავიღოთ სხვა მაგალითი. მუსიკალურ ინდუსტრიაში ღირებულებათა დარიცხვის ჯაჭვის პირველ რგოლს, რა თქმა უნდა, წარმოადგენენ არტისტები, კომპოზიტორები, ადამიანები, რომლებიც ქმნიან შემოქმედებით ინვესტიციას, რომლებიც წერენ მუსიკას.

იმისათვის, რომ მუსიკამ მიაღწიოს მომხმარებლამდე, ღირებულებათა დარიცხვის ჯაჭვის მეორე რგოლს წარმოადგენს პროდიუსერი ან აგენტი. ეს არის კომპანია ან პიროვნება, რომელიც ახდენს მუსიკის ორგანიზებას, უზრუნველყოფს მუსიკის მოხვედრას ბაზარზე, ეს არის ხელოვანის წარმომადგენელი.

პროდიუსერი ან აგენტი ფაქტიურად უზრუნველყოფს მესამე რგოლს - სტუდიას, სადაც ხდება სასწაული, სადაც მუსიკას ათავსებენ ფაილებში ან ჩანაწერებში. 

შემდეგ მოდი დისტრიბუტორი ან მაუწყებელი, ღირებულებათა დარიცხვის ჯაჭვის მეოთხე რგოლი, იმიტომ რომ მუსიკა ფაილში ან სხვა ფორმატში, ვიდეო ფორმატში, უნდა იქნას გავრცელებული, გადაცემული რადიოს, ონლაინ რადიოს ან ტრადიციული FM რადიოს საშუალებით. მან შეიძლება კინოსაც მიაღწიოს. არსებობს სხვადასხვა ახალი ფორმატები იმისა, თუ როგორ უნდა მივიდეს მუსიკა აუდიტორიამდე, მათ შორის არის ონლაინ გადაცემა და სხვა, და ამისთვის არსებობს პლატფორმები - დისტრიბუტორები.

ბოლოს არის მომხმარებელი, ღირებულების დარიცხვის ჯაჭვის მეხუთე რგოლი. ჩვენ, ვინც ვუსმენთ და ვყიდულობთ მუსიკას, ვინც დავდივართ კონცერტებზე, რათა მოვისმინოთ მუსიკა ცოცხალი შესრულებით.

ეს არის მუსიკალური ინდუსტრიის ღირებულებათა დარიცხვის ჯაჭვი. ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ შემოქმედებითი ეკონომიკის ღირებულებათა დარიცხვის ჯაჭვის სხვა მაგალითებიც. თუმცა, კურტ სალმონის კვლევის მიხედვით (კონსალტინგური კომპანია, რომელმაც ჩაატარა ღირებულებათა დარიცხვის ჯაჭვის საფუძვლიანი გამოკვლევა 2013 წელს), არსებობს ოთხი საერთო რგოლი ღირებულებათა დარიცხვის ჯაჭვში.     

პირველი რგოლია ხელოვანი, შემოქმედი, ვინც ქმნის შემოქმედებით ინვესტიციას. მეორე რგოლია მეწარმე, რომელსაც წარმოადგენს ორგანიზაცია ან კომპანია, ან თუნდაც თავისუფალი ხელოვანი, ის ვინც ზრუნავს იმაზე, რომ ხელოვანის შემოქმედებითი ინვესტიცია გადავიდეს გარკვეულ ფორმატში, რომელიც შემდგომ გადავა ღირებულებათა დარიცხვის ჯაჭვის მესამე საერთო ტიპთან ან რგოლთან - ოპერატორთან. ოპერატორი ავრცელებს პროდუქტს, რომელსაც აწარმოებს მეწამე და ქმნის ხელოვანი, და გააქვს მოცემული პროდუქტი ბაზარზე. ღირებულებათა დარიცხვის ჯაჭვის ბოლო საერთო რგოლია მომხმარებელი, რომელიც მოიხმარს კულტურის პროდუქტს.    

აი ეს გახლავთ ღირებულებათა დარიცხვის ჯაჭვის განხილვის ზოგადი მეთოდი, და მნიშვნელოვანია, რომ კულტურის ორგანიზაციებმა გაიგონ ეს კონცეფცია. რატომ? იმიტომ რომ როცა გვესმის სად ოპერირებს ჩვენი ორგანიზაცია, რომელ ბაზარზე (რაზეც ვისაუბრეთ წინა ლექციაზე), მაშინ გვესმის როგორ გამიყურება ღირებულებათა დარიცხვის ჯაჭვი ჩვენ სეგმენტში, ჩვენ ბაზარზე; შესაძლოა მივხვდეთ, რომ ჩვენი გავრცელება ხდება დაბალი აქტიურობით, ამიტომ ვცდილობთ მოვხვდეთ რაც შეიძლება მეტ ღირებულებათა დარიცხვის ჯაჭვის რგოლში საკმარისი რესურსების გარეშე, ან ვხვდებით რომ ჩვენი ღირებულებათა დარიცხვის ჯაჭვი არ არის საკმარისი.  

რაც ვგულისხმობ? ახლახან ჩავატარეთ კულტურის და შემოქმედების პროგრამის სასწავლო სესია და განვიხილეთ წიგნის ინდუსტრიის ღირებულების დარიცხვის ჯაჭვი უკრაინაში. ჯგუფის მონაწილეებმა გამოავლინეს ორი გარღვევა უკრაინის წიგნის ინდუსტრიის ღირებულების ჯაჭვში. პირველი და მკაფიოდ გამოხატული არის დისტრიბუტორი. წიგნების მაღაზიების რაოდენობა არ არის საკმარისი, ჩვენი ონლაინ მაღაზიები კი ჯერ არ არის ისე ცნობილი და არ ყავთ ბევრი მომხმარებელი, ამიტომ ჩვენი გამომცემლობების წინაშე დგას პრობლემა, როგორ მიაწოდონ პროდუქტი თავიანთ მომხმარებელს. ეს ნიშნავს, რომ  ღირებულების დარიცხვის ჯაჭვის დისტრიბუციის რგოლში არის გარღვევა.

რაც შეეხება მეორე გარღვევას... უკრაინაში თითქმის არ არსებობენ ლიტერატურული აგენტები, ანუ აგენტები, რომლებიც წარმოადგენენ ახალ, ენერგიულ ავტორებს, რომლებიც სადღაც იმალებიან თავიანთი შესანიშნავი შემოქმედებითი ხელნაწერებით. ეს ნიშნავს, რომ უკრაინის ბაზარზე არსებობს მარკირების პრობლემა, ანუ ბევრი კარგი ავტორი შეიძლება შეუმჩნეველი დარჩეს, ვერ გახდეს ბესტსელერი მხოლოდ იმიტომ, რომ არ არიან აგენტები, რომლებიც დაეხმარებიან მათ თავიანთი წიგნების ბაზარზე გატანაში.  

როცა თქვენ გუნდთან ერთად დასხდებით და გაარჩევთ ღირებულებათა დარიცხვის ჯაჭვს, შემდეგ კი განიხილავთ ბაზრის გარღვევებს, შესაძლოა გადაწყვიტოთ, რომ უნდა შეავსოთ ბაზრის ეს გარღვევა. ენ შესაძლოა, გჭირდებათ თქვენი ბიზნეს მოდელის შეცვლა, რათა მოერგოთ ღირებულებათა დარიცხვის ჯაჭვის დეფიციტს. ეს საკმაოდ სასარგებლო სავარჯიშოა კულტურის ორგანიზაციებისთვის და შემოქმედებითი საწარმოებისთვის - გააანალიზეთ ღირებულებათა დარიცხვის ჯაჭვი იმ ბაზარზე, რომელზეც ოპერირებთ, იმისთვის რომ მოარგოთ თქვენი სტრატეგია, თქვენი ბიზნეს მოდელი და გაიგოთ, როგორ მუშაობს თქვენი ბაზარი ამჟამად.    

და ისევ, მე უკვე ვახსენე კურტ სალმონის მიერ 2013 წელს ჩატარებული კვლევა. იგივე ფაილში მოცემულია 2012 წლის საფრანგეთის წიგნის ინდუსტრიის და შემოქმედებითი ეკონომიკის სხვა სეგმენტების და ინდუსტრიების სტატისტიკა. რა გააკეთეს მათ. მათ გაარჩიეს  და დანომრეს საფრანგეთის ამ სეგმენტების, ამ ბაზრის ღირებულებათა დარიცხვის ჯაჭვები. საინტერესო რამ გამოვიდა. ავიღოთ წიგნი. 2012 წელს საფრანგეთში გამოცემული წიგნის საშუალო ფასი იყო 10.90 ევრო. როგორ იყო ეს ფასი განაწილებული ღირებულებათა დარიცხვის ჯაჭვზე? ვინ რამდენს იღებდა ამ ფასიდან? ციფრები საკმაოდ საინტერესოა. ამ ფასიდან ხელოვანი იღებს 10%-ს. 30% მიდის პროდიუსერთან. ამ შემთხვევაში ეს არის გამომცემლობა. დანარჩენი 60% მიდის შუამავლებთან და დისტრიბუტორებთან. სინამდვილეში, Amazon.com იღებს 50%-ს, რომელშიც შედის მათი საკომისიო, აგრეთვე ლოგისტიკა და ადგილზე მიტანა, რასაც აგვარებს    Amazon.com.

შეიძლება ვიფიქროთ, რომ წიგნის ფასი მაღალია, თუმცა ავტორი, შემქმნელი იღებს მხოლოდ 10%-ს, დანარჩენი კი მიდის იმ კომპანიებთან და ორგანიზაციებთან, რომლებიც მონაწილეობენ ღირებულებათა დარიცხვის ჯაჭვში და ამატებენ თავიანთ ღირებულებას იმას, რასაც იღებს მომხმარებელი.  

ვუამბოთ მეგობრებს