- „შემოქმედებითი ევროპის“ ონლაინ კურსი
-
გადაკვეთები და დაფინანსების მოძიება: ონლაინ კურსი
-
ლექცია 1. მეწარმეობა და ინოვაცია: ფინანსების წარმატებით მოძიების მიმართულებები
-
ლექცია 2. ბიზნესმოდელები და გარე დაფინანსება შემოქმედებითი სტარტაპებისთვის
-
ლექცია 3. გადაკვეთები: ეფექტიანი ბიზნესდაგეგმარების კატალიზატორი
-
ონლაინ რესურსების ბმულები და დამატებით საკითხავი წყაროები
-
საინფორმაციო ბიულეტენი
-
შემთხვევების განხილვა
-
ტესტი და სერთიფიკატი
-
- „კულტურის სფეროს ჟურნალისტიკის „ კურსი
- კურსი: ციფრული კომუნიკაცია
- კურსი „კულტურა და კრეატიულობა“
-
კომუნიკაციის ონლაინ კურსი
-
ლექცია 1. სტრატეგიული კომუნიკაციის ძირითადი პრინციპები
-
ლექცია 2. სტრატეგიული კომუნიკაციის სტადიები
-
ლექცია 3. სტრატეგიული კომუნიკაციის ძირითადი პრინციპები
-
ლექცია 4. სტრატეგიული კომუნიკაციის ძირითადი შემადგენელი ნაწილები
-
ლექცია 5. მედიაკომუნიკაციები: რჩევები წარმატების მისაღწევად
-
დამატებითი რესურსები
-
ტესტი და სერთიფიკატი
-
- შეთავაზების წერის კურსი
- კულტურული სტრატეგია
- კურსი „ფინანსები კრეატიული ორგანიზაციებისთვის“
-
ადვოკატირების კურსი
-
ლექცია 1. რა არის ადვოკატირება და რა დახმარების გაწევა შეუძლია მას?
-
ლექცია 2. საკითხის ანალიზი და იდენტიფიკაცია
-
ლექცია 3. გარემოს სქემის შედგენა
-
ლექცია 4. ლობირება, გავლენა და ხმის მიწვდენა
-
ლექცია 5. ადვოკატირების კამპანიის შეფასება
-
ინფორმაცია ადვოკატირების და ლობირების შესახებ
-
ადვოკატირების შესაძლებლობების შეფასება
-
კონკრეტული შემთხვევის შესწავლა
-
დამატებითი წასაკითხი წყაროები
-
ტესტი და სერთიფიკატი
-
- „ფანდრაიზინგის“ კურსი
- სტრატეგიული დაგეგმვის კურსი
-
მარკეტინგის ონლაინ კურსი
-
ლექცია 1. რა არის „მარკეტინგი“?
-
ლექცია 2. მარკეტინგის სტრატეგია
-
ლექცია 3. მომხმარებლის მოსმენა
-
ლექცია 4. მომხმარებლის სარგებელი
-
ლექცია 5. მარკეტინგის 3M-ი
-
საინფორმაციო ბიულეტენი. 20 ძირითადი ინფორმაცია მარკეტინგის შესახებ
-
ჩამონათვალი, რა არის საჭირო ეფექტიანი მარკეტინგის სტრატეგიის უზრუნველსაყოფად
-
შემთხვევის განხილვა. მარკეტინგის 3M-ი.
-
ტესტი და სერთიფიკატი
-
- კურსი: ღირებულების შექმნა შემოქმედებით ეკონომიკაში

კონფლიქტების და დაძაბულობის პერიოდში, როგორც წესი, ხელოვნება თამაშობს მეორეხარისხოვან როლს, ვინაიდან ადამიანები ფოკუსირებული არიან ძირითადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე (საკვები, საცხოვრებელი, მედიკამენტები და დაცვა). მიუხედავად ამისა, შემოქმედება ადამიანის დამახასიათებელი თვისებაა როგორც მშვიდობის დროს, ისე კონფლიქტურ სიტუაციაში. მაგალითად, პაბლო პიკასოს ცნობილი ნახატი „გერნიკა“ შეიქმნა გერნიკის დაბომბვის, ესპანეთის 1931-1939 წლების რევოლუციის საშინელებების და ესპანეთის სამოქალაქო ომის საპასუხოდ.
ფართომასშტაბიანი კონფლიქტებისა და კატასტროფების შემდგომ, კულტურული მემკვიდრეობა ხდება საზოგადოების აღდგენის მძლავრი სიმბოლო და ინსტრუმენტი. მაგალითად, ვარშავის ძველი ქალაქის და ხიდის რეკონსტრუქცია და მისი შეტანა UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტების სიაში იყო შერიგებისა და მეორე მსოფლიო ომის ჭრილობების მოშუშების მნიშვნელოვანი სიმბოლური აქტი.
ამავე მიზნით 1947 წელს სათავე დაედო ედინბურგის საერთაშორისო ფესტივალს. ყოველწლიურად ფესტივალს სტუმრობდა დაახლოებით 400 000 ადამიანი. გარდა ამისა, ის გახდა რამდენიმე სხვა ღონისძიების კატალიზატორი (ედინბურგის ფესტივალის ფარგლებში ხელოვნების ფესტივალი, ედინბურგის საერთაშორისო კინოფესტივალი, ედინბურგის საერთაშორისო წიგნის ფესტივალი), რამაც განაპირობა შოტლანდიაში ყოველწლიური წარმოების ზრდა 261 მილიონი ფუნტით და შემოსავლების ზრდა 82 მილიონი ფუნტით, გარდა ამისა, შეიქმნა დაახლოებით 5 000 სამუშაო ადგილი. ამგვარად, კულტურა ხელს უწყობს საერთაშორისო დიალოგს და წარმოადგენს კრეატიული ეკონომიკის შემადგენელ ნაწილს.
მუსიკამაც არაერთგზის შეუწყო ხელი კონფლიქტების მოგვარებას და კულტურული განსხვავებების აღიარებას. ცივი ომის პერიოდში ადგილი ჰქონდა აშშ-ს და საბჭოთა კავშირის ორკესტრების ორმხრივ ვიზიტებს; 1999 წელს დანიელ ბარენბოიმმა და ედუარდ საიდმა შექმნეს ორკესტრი “West-Eastern Divan” (დასავლეთ-აღმოსავლეთის), რომელმაც გააერთიანა არაბი და ებრაელი მუსიკოსები; 2008 წელს ნიუ -იორკის ფილარმონიამ კონცერტი გამართა ჩრდილოეთ კორეაში.