- სტრატეგიული დაგეგმვის კურსი
-
მარკეტინგის ონლაინ კურსი
-
ლექცია 1. რა არის „მარკეტინგი“?
-
ლექცია 2. მარკეტინგის სტრატეგია
-
ლექცია 3. მომხმარებლის მოსმენა
-
ლექცია 4. მომხმარებლის სარგებელი
-
ლექცია 5. მარკეტინგის 3M-ი
-
საინფორმაციო ბიულეტენი. 20 ძირითადი ინფორმაცია მარკეტინგის შესახებ
-
ჩამონათვალი, რა არის საჭირო ეფექტიანი მარკეტინგის სტრატეგიის უზრუნველსაყოფად
-
შემთხვევის განხილვა. მარკეტინგის 3M-ი.
-
ტესტი და სერთიფიკატი
-
- კურსი: ღირებულების შექმნა შემოქმედებით ეკონომიკაში
- „შემოქმედებითი ევროპის“ ონლაინ კურსი
-
გადაკვეთები და დაფინანსების მოძიება: ონლაინ კურსი
-
ლექცია 1. მეწარმეობა და ინოვაცია: ფინანსების წარმატებით მოძიების მიმართულებები
-
ლექცია 2. ბიზნესმოდელები და გარე დაფინანსება შემოქმედებითი სტარტაპებისთვის
-
ლექცია 3. გადაკვეთები: ეფექტიანი ბიზნესდაგეგმარების კატალიზატორი
-
ონლაინ რესურსების ბმულები და დამატებით საკითხავი წყაროები
-
საინფორმაციო ბიულეტენი
-
შემთხვევების განხილვა
-
ტესტი და სერთიფიკატი
-
- „კულტურის სფეროს ჟურნალისტიკის „ კურსი
- კურსი: ციფრული კომუნიკაცია
- კურსი „კულტურა და კრეატიულობა“
-
კომუნიკაციის ონლაინ კურსი
-
ლექცია 1. სტრატეგიული კომუნიკაციის ძირითადი პრინციპები
-
ლექცია 2. სტრატეგიული კომუნიკაციის სტადიები
-
ლექცია 3. სტრატეგიული კომუნიკაციის ძირითადი პრინციპები
-
ლექცია 4. სტრატეგიული კომუნიკაციის ძირითადი შემადგენელი ნაწილები
-
ლექცია 5. მედიაკომუნიკაციები: რჩევები წარმატების მისაღწევად
-
დამატებითი რესურსები
-
ტესტი და სერთიფიკატი
-
- შეთავაზების წერის კურსი
- კულტურული სტრატეგია
-
ადვოკატირების კურსი
-
ლექცია 1. რა არის ადვოკატირება და რა დახმარების გაწევა შეუძლია მას?
-
ლექცია 2. საკითხის ანალიზი და იდენტიფიკაცია
-
ლექცია 3. გარემოს სქემის შედგენა
-
ლექცია 4. ლობირება, გავლენა და ხმის მიწვდენა
-
ლექცია 5. ადვოკატირების კამპანიის შეფასება
-
ინფორმაცია ადვოკატირების და ლობირების შესახებ
-
ადვოკატირების შესაძლებლობების შეფასება
-
კონკრეტული შემთხვევის შესწავლა
-
დამატებითი წასაკითხი წყაროები
-
ტესტი და სერთიფიკატი
-
- კურსი „ფინანსები კრეატიული ორგანიზაციებისთვის“
- „ფანდრაიზინგის“ კურსი
სტრატეგიული მარკეტინგი კი შეეხება უფრო „ვრცელ სურათს“ და უფრო დიდ გადაწყვეტილებებს, როგორიცაა:
-
„რა ბიზნესში უნდა ვსაქმიანობდეთ?“
-
„რეალურად რა უნდა მყიდველს?“
-
„კონკურენტულ ბაზარზე რაში გვექნება უპირატესობა?“
-
„სტრატეგიულად რომელ მყიდველზე გადავწყვეტთ, არ მოვემსახუროთ?“
-
„რა არის ჩვენი უნიკალური ბიზნესფორმულა?“
სტრატეგიული მარკეტინგი გულისხმობს კონკურენციის ამოცნობას, კონკურენტული უპირატესობის გამორჩევას და, შედეგად, ისეთი ბაზრების მომსახურებას, რომლების მომსახურებაც თქვენ მეტოქეებზე უკეთ შეგიძლიათ. შესაბამისად, გულისხმობს იმის გადაწყვეტასაც, თუ რომელ ბაზრებს არ უნდა მოემსახუროთ, რადგან მეტოქეებს ამის გაკეთება უკეთ შეუძლიათ.
ეს მოითხოვს როგორც ბაზრის საჭიროებების ზუსტ გააზრებას, ასევე მზადყოფნას, ბიზნესი და მისი პროდუქტები შერჩეული მომხმარებლის საჭიროებების გარშემო ყალიბდებოდეს (იმის ნაცვლად, რომ ვეცადოთ მომხმარებლის მორგებას საწარმოს პროდუქტსა და მომსახურებაზე).
სტრატეგიული მარკეტინგი საფუძვლად უდევს შესრულებადი ბიზნესფორმულის შექმნას, რადგანაც ბიზნესფორმულა უნდა ითვალისწინებდეს საწარმოს კონკურენტულ უპირატესობას და მის არჩევანს, მოემსახუროს ამა და ამ ბაზრებს და არა სხვებს.
მოკლედ რომ ჩამოვაყალიბოთ, სტრატეგიული მარკეტინგი მოითხოვს აზროვნების სრულიად შეცვლას, გადასვლას
„მოდი, გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია – და ვცადოთ, მივყიდოთ ყველას“ – მიდგომიდან
„მოდი, გავაკეთოთ მხოლოდ ის, რის გაკეთებაც ჩვენს მეტოქეებს არ შეუძლიათ – და გავყიდოთ მხოლოდ იმ ბაზარზე, რომელსაც უნდა ის, რაშიც ჩვენ უპირატესობა გვაქვს“ – მიდგომაზე.
მხოლოდ მას შემდეგ, რაც გადაწყვეტილი იქნება მარკეტინგის სტრატეგიის მსხვილი საკითხები, შეგვიძლია, გადავიდეთ ოპერაციული მარკეტინგის (მარკეტინგის კომუნიკაციების) დეტალებზე.
როცა გადავწყვეტთ, ზუსტად რომელ ბაზარზე მივმართოთ ფოკუსი, შეგვეძლება, ჩვენი გზავნილები მოვარგოთ ჩვენ მიერ შერჩეული მომხმარებლის ზუსტად განსაზღვრულ საჭიროებებს.
ამას გარდა, ჩვენ შეგვიძლია, ყური დავუგდოთ მომხმარებელს ჩვენ მიერ შერჩეულ ბაზარზე,, რათა უფრო ამომწურავად გავიგოთ, მართლაც რის შეძენა სურთ მათ.
მარკეტინგი შეიძლება განვმარტოთ, როგორც „საწარმოსთვის მომხმარებლის პერსპექტივიდან შეხედვა“.
ან, როგორც მარკეტინგის გურუმ, პიტერ დრუკერმა (Peter Drucker) თქვა:
„მარკეტინგი არა მხოლოდ ბევრად უფრო ფართო ცნებაა, ვიდრე გაყიდვები, ის საერთოდაც არაა ცალკე გამოყოფილი აქტივობა. ის მოიცავს მთელ ბიზნესს. ეს არის მთელი ბიზნესი, დანახული მისი საბოლოო შედეგის პერსპექტივიდან, ანუ მომხმარებლის პერსპექტივიდან“.
და ბოლოს, სტრატეგიული მარკეტინგი ნიშნავს, რომ მთელი საწარმოს მუშაობა გამიზნულად ვუსწოროთ საგულდაგულოდ შერჩეული მომხმარებლების საჭიროებებს. ეს გულისხმობს, რომ ჩვენ განზრახ ვერიდებით ზოგ ბაზარს, რათა მთლიანი ყურადღება სტრატეგიულად შერჩეულ ბაზარზე, ნიშებზე და მომხმარებლებზე მივმართოთ.
შესაბამისად, სტრატეგიული მარკეტინგი შეეხება მაღალი რანგის გადაწყვეტილებებს საწარმოს გეზის შესახებ, რომლის მეშვეობითაც ბიზნესი წარმატებით მანევრირებს მეტოქეებს შორის, იყენებს თავის კონკურენტულ უპირატესობებს და ირჩევს კონკრეტულ მომხმარებელთა ჯგუფებს, რომლებსაც მოემსახურება, რითაც მიაღწევს თავის მიზნებს და ხორცს შეასხამს თავის ხედვას.
ამიტომ თქვა ჰიულეტ პაკარდის დამაარსებელმა დევიდ პაკარდიმ: „მარკეტინგი მეტისმეტად მნიშვნელოვანია საიმისოდ, რომ მარკეტინგის განყოფილებას მივანდოთ“.