- „შემოქმედებითი ევროპის“ ონლაინ კურსი
-
გადაკვეთები და დაფინანსების მოძიება: ონლაინ კურსი
-
ლექცია 1. მეწარმეობა და ინოვაცია: ფინანსების წარმატებით მოძიების მიმართულებები
-
ლექცია 2. ბიზნესმოდელები და გარე დაფინანსება შემოქმედებითი სტარტაპებისთვის
-
ლექცია 3. გადაკვეთები: ეფექტიანი ბიზნესდაგეგმარების კატალიზატორი
-
ონლაინ რესურსების ბმულები და დამატებით საკითხავი წყაროები
-
საინფორმაციო ბიულეტენი
-
შემთხვევების განხილვა
-
ტესტი და სერთიფიკატი
-
- „კულტურის სფეროს ჟურნალისტიკის „ კურსი
- კურსი: ციფრული კომუნიკაცია
- კურსი „კულტურა და კრეატიულობა“
-
კომუნიკაციის ონლაინ კურსი
-
ლექცია 1. სტრატეგიული კომუნიკაციის ძირითადი პრინციპები
-
ლექცია 2. სტრატეგიული კომუნიკაციის სტადიები
-
ლექცია 3. სტრატეგიული კომუნიკაციის ძირითადი პრინციპები
-
ლექცია 4. სტრატეგიული კომუნიკაციის ძირითადი შემადგენელი ნაწილები
-
ლექცია 5. მედიაკომუნიკაციები: რჩევები წარმატების მისაღწევად
-
დამატებითი რესურსები
-
ტესტი და სერთიფიკატი
-
- შეთავაზების წერის კურსი
- კულტურული სტრატეგია
-
ადვოკატირების კურსი
-
ლექცია 1. რა არის ადვოკატირება და რა დახმარების გაწევა შეუძლია მას?
-
ლექცია 2. საკითხის ანალიზი და იდენტიფიკაცია
-
ლექცია 3. გარემოს სქემის შედგენა
-
ლექცია 4. ლობირება, გავლენა და ხმის მიწვდენა
-
ლექცია 5. ადვოკატირების კამპანიის შეფასება
-
ინფორმაცია ადვოკატირების და ლობირების შესახებ
-
ადვოკატირების შესაძლებლობების შეფასება
-
კონკრეტული შემთხვევის შესწავლა
-
დამატებითი წასაკითხი წყაროები
-
ტესტი და სერთიფიკატი
-
- კურსი „ფინანსები კრეატიული ორგანიზაციებისთვის“
- „ფანდრაიზინგის“ კურსი
- სტრატეგიული დაგეგმვის კურსი
-
მარკეტინგის ონლაინ კურსი
-
ლექცია 1. რა არის „მარკეტინგი“?
-
ლექცია 2. მარკეტინგის სტრატეგია
-
ლექცია 3. მომხმარებლის მოსმენა
-
ლექცია 4. მომხმარებლის სარგებელი
-
ლექცია 5. მარკეტინგის 3M-ი
-
საინფორმაციო ბიულეტენი. 20 ძირითადი ინფორმაცია მარკეტინგის შესახებ
-
ჩამონათვალი, რა არის საჭირო ეფექტიანი მარკეტინგის სტრატეგიის უზრუნველსაყოფად
-
შემთხვევის განხილვა. მარკეტინგის 3M-ი.
-
ტესტი და სერთიფიკატი
-
- კურსი: ღირებულების შექმნა შემოქმედებით ეკონომიკაში

შემთხვევების და მაგალითების წყარო: Varbanova, Lidia (2016) International Entrepreneurship in the Arts, New York/London: Routledge: https://www.amazon.com/International-Entrepreneurship-Arts-Lidia-Varbanova/dp/1138844357
BUCKET FEET (აშშ): ბიზნესმოდელი, რომელიც საერთაშორისო ქსელის შესაძლებლობებსა და ამბების მოყოლაზეა დაფუძნებული
BucketFeet (www.bucketfeet.com) არის კომპანია, რომელიც სპეციალიზდება საავტორო დიზაინის ფეხსაცმლის დამზადებაზე და რომლის მისიაა, ხელოვნების მეშვეობით ერთმანეთთან დააკავშიროს ადამიანები. ამისთვის ის უკავშირდება დამწყებ შემოქმედებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, და ისინი ქმნიან კომპანიის თითოეული ფეხსაცმლის დიზაინს.
რააჯა ნემანმა (Raaja Nemani), კომპანიის თანადამაარსებელმა, 2008 წელს თავი დაანება ფინანსების სფეროში მუშაობას და მსოფლიოს გარშემო სამოგზაუროდ წავიდა. რააჯა აარონ ფაირშტეინს (Aaron Firestein) ის შეხვდა ბუენოს აირესში, სადაც ორივენი მოხალისეებად იყვნენ. ისინი დამეგობრდნენ და რააჯამ ერთი წყვილი ხელით მოხატული სპორტული ფეხსაცმელი იყიდა აარონისგან , რომელსაც ასეთი ნამუშევრების გაყიდვა კიდევ კოლეჯში სწავლისას დაეწყო. ფეხსაცმელი უნიკალური იყო და რააჯას მოგზაურობის განმავლობაში ბევრი ადამიანი გამოელაპარაკა მათ გამო. 2011 წელს რააჯამ და აარონმა ჩიკაგოში კომპანია დააარსეს.
ბიზნესმოდელი მხატვრების მიერ გაფორმებული ყოველი ფეხსაცმლის უნიკალურობაზეა დაფუძნებული. მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში მცხოვრებ მხატვარს შეუძლია, განაცხადი შეიტანოს და BucketFeet-ის მხატვარი გახდეს. საუკეთესო ნახატები BucketFeet’-ის ფეხსაცმელებზე იბეჭდება, ხოლო ის მხატვრები, რომელთა დიზაინიც არჩეული იქნება, წინასწარ იღებენ $250-ს და შემდეგ $1‑ს ყოველი გაყიდული წყვილიდან. მხატვრების ქსელი, რომელიც კომპანიის მთავარი ფოკუსია, განუწყვეტლივ იზრდება და უკვე 25 000 მხატვარს ითვლის 100-ზე მეტი ქვეყნიდან – ფერმწერებს, დიზაინერებს და ილუსტრატორებს1. კომპანიის უნიკალურობა მდგომარეობს არა მხოლოდ ბიზნესმოდელსა და ბრენდში, არამედ იმ ამბების მოყოლაში, რომლებიც ყოველი მხატვრის უკან დგას, და პროდუქტისა და მხატვრული პროფილების შეკავშირებაში.
BucketFeet ძირითადად ვაჭრობს ონლაინ-საშუალებების, დამოუკიდებელი ბუტიკების და საცალო სავაჭრო ადგილების მეშვეობით. კომპანია საერთაშორისო მასშტაბებით იზრდება, საქონელს უშუალოდ გზავნის აშშ-ში, ავსტრალიაში, გაერთიანებულ სამეფოში, გერმანიასა და კანადაში. უახლოეს მომავალში გეგმავენ საცალო გაყიდვის ატელიეების გახსნას აზიაში, რასაც იწყებენ სავაჭროს გახსნით მანილაში. BucketFeet-ის ფეხსაცმელები 30 ქვეყანაში იყიდება. კომპანიის შემოსავლის 50%-ზე მეტი უცხოეთიდან შემოდის2.
SOUNDCLOUD: ფრიმიუმ ბიზნესმოდელი: გზა გლობალური მასშტაბირებისკენ
SoundCloud (https://soundcloud.com), წამყვანი აუდიოპლატფორმა, აგებული შემოქმედი ადამიანების მიერ შემოქმედი ადამიანებისთვის, მომხმარებლისთვის უპრეცენდენტოდ მისაწვდომს ხდის მუსიკის და აუდიოშემოქმედების მსოფლიოში უდიდეს თემს. SoundCloud ყველა ადამიანს აძლევს შესაძლებლობას, აღმოაჩინოს ორიგინალური მუსიკა თუ ვიდეო, დაუკავშირდნენ ერთმანეთს და თავიანთი ხმები გაუზიარონ მთელ მსოფლიოს, ონლაინ- თუ მობილური ტელეფონების საშუალებით. 2014 წელს On SoundCloud-ის (https://on.soundcloud.com ), მისი ახალი პარტნიორი პროგრამის, ამუშავებით შემოქმედებს უჩნდებათ შესაძლებლობა, გამოიმუშავონ ფული მათი ნამუშევრების გაზიარების გზით.
SoundCloud-ი დაარსდა ბერლინში 2007 წელს და ამუშავდა 2008 წელს, რაც უკავშირდება ხმის დიზაინერ ალექსანდერ ლიუნგის და ხელოვან ერიკ ვალფროსის სახელებს, რომლებიც მიხვდნენ, რომ ინტერნეტში ხმოვანი ჩანაწერების სფერო ჯერაც აუთვისებელი ტერიტორია იყო – სურათებთან, ვიდეოებთან და ტექსტებთან შედარებით. საწყის ფაზაშივე პროექტში ჩადებული იყო შემოსავლების მიღების ფრიმიუმ მოდელი და გლობალური გადაფარვის განზრახვა. შემოქმედთა კონტენტის მონეტიზაციისთვის აუცილებელი კომპონენტი აღმოჩნდება საწევროები და ამგვარად ის მომავალში მათი შეთავაზების ქვაკუთხედი გახდება.
ყოველ წუთში ვებსაიტზე 12 საათის ხანგრძლივობის აუდიომასალა იტვირთება და დღეს მასზე 100 მილიონზე მეტი ჩანაწერია ხელმისაწვდომი. აგრეთვე, საიტი ყოველთვიურად მიიზიდავს 175 მილიონ უნიკალურ მომხმარებელს. კომპანიის ინოვაციური მახასიათებლები შემდეგია:
-
იძლევა ორიგინალური მუსიკის და აუდიოჩანაწერების გაზიარების შესაძლებლობას მეგობრებისთვის ან საჯაროდ, ბლოგებზე, ვებსაიტებსა და სოციალურ ქსელებში ჩასმული ფლეერების (embeddable player) მეშვეობით.
-
მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, დაპოსტოს „დროითი კომენტარები“ აუდიო- ან მუსიკალური ჩანაწერების კონკრეტულ ნაწილებზე. ჩანაწერის დაკვრისას ამ კომენტარებს სხვა მომხმარებლები ხედავენ.
-
მომხმარებელს სთავაზობს უსასყიდლო შესაძლებლობებს – მაგ. მომხმარებლებს შეუძლიათ, შეუზღუდავად უსმინონ კონტენტს, ხოლო ხელოვანებს შეუძლიათ, თავიანთ პროფილზე 180 წუთამდე აუდიომასალა ატვირთონ.
-
ფასიანი წევრობა შემოქმედებს სთავაზობს დამატებით შესაძლებლობებს, როგორიცაა უფრო მეტი მასალის ატვირთვის უფლება და დეტალური სტატისტიკა.
-
პრემიერ-პარტნიორებს აქვთ ამ პლატფორმით ფულის შოვნის შესაძლებლობა, On SoundCloud პროგრამის საშუალებით (ამჟამად მხოლოდ შეერთებულ შტატებში). პროგრამას დღესდღეობით 20 000 პარტნიორზე მეტი ჰყავს, მათ შორის არიან მუსიკალური ჩანაწერების დამამზადებელი კომპანიები, პოდკასტერები და დამწყები ხელოვანები.
SoundCloud-ს ჰყავს სრულ განაკვეთზე მომუშავე 300-ზე მეტი თანამშრომელი, ბერლინის, ლონდონს, ნიუ-იორკის და სან-ფრანცისკოს ოფისებში. მუსიკალური ჩანაწერების დამამზადებელი თითქმის ყველა კომპანია და შემოქმედი თავისი მუსიკის გამოსაფენად ამ საიტს მიმართავს. SoundCloud-ს წლების განმავლობაში მოპოვებული აქვს მრავალი ჯილდო, რომელთა შორისაა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ტექნოლოგიური პიონერების, Fast Company-ის „ინოვაცია დიზაინით“, Fortune-ის და Billboard-ის ‘40 under 40’, MIT-ის „ინოვატორები 35-მდე“, TNW გერმანიის სტარტაპ ჯილდოები, IAIR ევროპული ჯილდო, a Crunchie-ის და Lovie-ის and Europas-ის ბევრი ჯილდო, და სხვა მრავალი.