content
ლექცია 2. საკითხის ანალიზი და იდენტიფიკაცია
ნებისმიერი ადვოკატირების კამპანიის დაგეგმვის პირველ ეტაპს წარმოადგენს ძირითადი საკითხის გამოვლენა და მისი ფესვების და მიზეზების ანალიზი. ამ ეტაპს ეწოდება პრობლემის და საკითხის ანალიზი და შეადგენს კამპანიის დაგეგმვის ყველაზე რთულ ნაწილს, ამიტომ ჩვენ დეტალურად განვიხილავთ მას.

თავიდან გავარკვიოთ რა არის “ძირითადი მიზეზები?“
ძირითადი მიზეზები არის ის მთავარი მიზეზები, რომლებიც დგას თქვენ წინაშე მდგომი პრობლემის ან საკითხის უკან. მთავარი მიზეზების გამოვლენა გვეხმარება ჩვენი ძალისხმევის ფოკუსირებაში, რადგან ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ მიზეზზე - „პრობლემის საფუძველზე“, იმის მაგივრად რომ დავხარჯოთ რესურსები პრობლემის სიმპტომებზე. ეს სწორი გადაწყვეტილების მიღების ძირითადი ნაწილია და გვეხმარება სწორი პასუხების პოვნაში.
კითხვა „მაგრამ რატომ?“ არის ერთერთი მეთოდი, რომელიც გამოიყენება მთავარი მიზეზების გამოსავლენად, რომლებიც გავლენას ახდენენ საკითხზე. ის შეისწავლის პრობლემას კითხვების დასმის გზით, რათა გამოავლინოს მისი გამომწვევი მიზეზი. ყოველი პასუხის გაცემის შემდეგ, ისმება მომდევნო კითხვა „მაგრამ რატომ?“.
მაგალითად, თუ თქვენ ამბობთ, რომ ადამიანებისთვის შორეულ თემებში არ არის ხელმისაწვდომი ჰუმანიტარული განათლება, შეგიძლიათ დაუსვათ თქვენ თავს შეკითხვა „მაგრამ რატომ?“. როგორც კი უპასუხებთ წინა კითხვას, დასვით შემდეგი კითხვა „მაგრამ რატომ?, სანამ ან მიაგნებთ პრობლემის ძირითად მიზეზს.

მოდით ავხსნათ აღნიშნული პროცესი მაგალითის გამოყენებით:
გადაუდებელი პრობლემა
ბავშვები არ დადიან ხელოვნების სკოლაში
კითხეთ რატომ?
გაკვეთილები არ ტარდება.
შესაძლო რეაგირება: მასწავლებლების და ადგილის არარსებობის გამო
კითხეთ რატომ?
ადგილობრივ სკოლას არ გააჩნია შესაძლებლობა და სახსრები.
შესაძლო რეაგირება: მასწავლებლების ჩამოყვანა და ფულადი სახსრებით უზრუნველყოფა
კითხეთ რატომ?
ადგილობრივი მთავრობა შეგვპირდა სახსრებით უზრუნველყოფას და ხელოვნების მასწავლებლის შტატის დაშვებას, მაგრამ არ შეასრულა.
შესაძლო რეაგირება: სპონსორების მოზიდვა ან ადგილობრივი მთავრობის ლობირება სახსრების უზრუნველსაყოფად
კითხეთ რატომ?
ცენტრალურმა მთავრობამ არ გამოყო შეპირებული ფულადი სახსრები.
შესაძლო რეაგირება: სპონსორების მოზიდვა ან ცენტრალური მთავრობის ლობირება ფულადი სახსრების უზრუნველსაყოფად
კითხეთ რატომ?
ცენტრალურმა მთავრობამ არ გაითვალისწინა ბიუჯეტში ჰუმანიტარული განათლების ფინანსირება
შესაძლო რეაგირება: სპონსორების მოზიდვა ან პარლამენტის საბიუჯეტო კომიტეტის ლობირება მომავალ ბიუჯეტში დაფინანსების შეტანის თაობაზე.
პრობლემას შეძლება ჰქონდეს ბევრი მიზეზი და გადაწყვეტის გზები, ჩვენზეა დამოკიდებული მათგან ყველაზე მნიშვნელოვნის არჩევა, რომელიც ყველაზე მისაღები იქნება ჩვენი ორგანიზაციისთვის. „მაგრამ რატომ?“ ანალიზმა გამოავლინა პრობლემის სხვადასხვა მიზეზები და მისი გადაწყვეტის სხვადასხვა გზები.
ახლა, როდესაც ვიცით ჩვენ წინაშე მდგარი პრობლემების ძირითადი მიზეზი, უნდა შევიმუშაოთ კონცეფცია და შევარჩიოთ მისი გადაჭრის გზები. ახლა როცა ვიცით სად ვიწყებთ, მოდი ვნახოთ სად მივდივართ?

ჩვენ უნდა წარმოვადგინოთ ჩვენი ხედვა და ვუპასუხოთ რამდენიმე მნიშვნელოვან კითხვას:
როგორი გვსურს იყოს ჩვენი საზოგადოება /ქვეყანა?
რა კონკრეტული თვისებები წარმოადგენს ჩვენი იდეალური საზოგადოების მაჩვენებლებს?
რა უნდა შეიცვალოს ამის მისაღწევად?
რა დაბრკოლებები არსებობს?

ახლა უფრო კონკრეტული ცვლილება არის საჭირო და ჩვენ შეგვიძლია ავარჩიოთ პრაქტიკული სტრატეგიული საკითხი, რომელიც ხელს უშლის ჩვენი იდეალური სამყაროს რეალიზებას.
ჩვენი ორგანიზაციის მასშტაბებიდან და მისწრაფებიდან გამომდინარე, შეგვიძლია ავარჩიოთ გამოვლენილი საკითხის გადაჭრის გონიერი გზა ადამიანების ცხოვრების გასაუმჯობესებლად, ჩვენი კონცეფციის შესაბამისად.
საკითხის არჩევა ან საკითხის ანალიზი არის პროცესი, სადაც ჩვენი კვალიფიკაცია, შესაძლებლობები და გამოცდილება უპირისპირდება საკითხის სირთულეს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენ წინაშე მდგარი პრობლემა შეიძლება გადაიჭრას იმ რესურსებით, რომლის მობილიზაციასაც შევძლებთ. გარდა ამისა, უნდა დავრწმუნდეთ, რომ არსებობს პრობლემის გადაჭრის გზა, ისევე როგორც საჭირო ცვლილებების ჩატარების პრაქტიკული შესაძლებლობები. ბოლოს, უნდა შეფასდეს დაკავშირებული რისკები, რათა დავრწმუნდეთ, რომ შევძლებთ მათთან გამკლავებას. 
რომ შევაჯამოთ, ამ გაკვეთილის დროს ჩვენ ვისწავლეთ, როგორ უნდა გამოვავლინოთ პრობლემის მიზეზი და გავიგოთ რა გზით უნდა მივაღწიოთ პრობლემის სასურველ გადაჭრას.
ჩვენ შემდეგ ვიდეოში ვისწავლით, როგორ შევარჩიოთ მოკავშირეები და ოპონენტები და შევქმნათ ძალთა ბალანსის რუკა ჩვენი ადვოკატირების კამპანიისთვის.

ვუამბოთ მეგობრებს