content
ლექცია 4. პირველი კონტაქტის დამყარება
ბოლო ეტაპია თქვენ მიზნობრივ ორგანიზაციასთან შეხვედრა.

უნდა გააცნობიეროთ, რომ ყოველდღიურად დონორებს მიმართავენ უამრავი განცხადებით. აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთეთ ქვეყანაში საგრანტო ფონდში ყოველ დღე შედის 20 განცხადება (მაშინაც კი როცა არ ხდება წინადადებების მიღება). ეს ის ბაზარია, რომელზეც მუშაობთ.

საუკეთესო მიდგომა მდგომარეობს დონორთან პირადი ურთიერთობის დამყარებაში. ეს მოითხოვს დროს და რამდენიმე შეხვედრას, ნუ ელოდებით მომენტალურ დაფინანსებას პირველივე დღიდან. ურთიერთობის დამყარება შესაძლოა ძალზედ რთული აღმოჩნდეს. არ არსებობს ამის ერთადერთი მეთოდი, ამისთვის საჭიროა შეუპოვრობა, კრეატიულობა და იღბალი.

თუმცა, არსებობს რამდენიმე რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ მიზნის მიღწევაში.

ეცადეთ გამოიყენოთ შუამავლები, რომლებიც მოახდენენ თქვენთვის შეხვედრის ორგანიზებას ამა თუ იმ ქვეყანაში. ამ ადამიანებს უნდა ადვილად მიუწვდებოდეთ ხელი იმათზე, ვისთანაც გსურთ შეხვედრა. კარგი ნაცნობობა ძლიერი ინსტრუმენტია მიზნის მისაღწევად.  

მოდით განვიხილოთ მაგალითი, თუ როგორ უნდა ვეცადოთ მივიღოთ დაფინასება საერთაშორისო დონორისგან, რომელიც დაფუძნებულია სხვა ქვეყანაში.

ქვეყანაში ჩასვლა და შეხვედრის მოთხოვნა ყველაზე პირდაპირი გზაა დონორთან შეხვედრის, თუმცა მსხვილი დონორები და ფონდები არ უჭერენ მხარს ასეთ მიდგომას ზემოთ აღწერილი მიზეზების გამო. პირველ გაცნობით შეხვედრას უმჯობესია დაესწროს ორგანიზაციის დირექტორი, დამფუძნებელი, თავმჯდომარე ან ხელმძღვანელი.  

ერთერთი ვარიანტია მოაწყოთ მრგვალი მაგიდა ან ღონისძიება შესაბამის ქვეყანაში. ამის ორგანიზება შეუძლია თქვენი სახელით კონსულტანტს ან პარტნიორ ორგანიზაციას, რომელიც დაფუძნებულია ამ ქვეყანაში. გამოიყენეთ ცნობილი ორატორი, რათა მიიზიდოს აუდიტორიის ყურადღება. სამოგზაურო ბიუჯეტის შემცირება და ონლაინ შეხვედრების გაზრდა ნიშნავს იმას, რომ ადამიანები, რომლებიც მუშაობენ დონორ ორგანიზაციებზე ლინდონში ან ვაშინგტონში, სულ უფრო ნაკლებად მოგზაურობენ. ამიტომ შეხვედრა ადამიანებთან იმ ქვეყნიდან, რომელსაც ისინი აფინანსებენ, საკმაოდ მიმზიდველია მათთვის.

უფრო ნაკლები დაგიჯდებათ, თუ მოგზაურობის მაგივრად მოაწყობთ ღონისძიებას ინტერნეტით დონორის ენაზე თქვენი პოტენციური პარტნიორისთვის ხელსაყრელ დროს, და მოახდენთ ამის რეკლამირებას სოციალური ქსელით.  

იმისათვის, რომ რომელიმე ვარიანტმა იმუშაოს, თქვენ უნდა იცოდეთ რა კონკრეტული საკითხები აინტერესებს დონორს. დებატების დროს საჭიროა გადაწყვეტილების მიღება დონორის გამოწვევის საპასუხოდ.  

ახალი დონორების პოვნის კიდევ ერთი გზა მდგომარეობს იმაში, რომ დაესწროთ კონფერენციებს და ღონისძიებებს, რომლებსაც ესწრებიან დონორები. არ არის აუცილებელი, რომ გამომსვლელი იყოთ, შეგიძლიათ უბრალოდ დელეგატი იყოთ. თუ დელეგატი ხართ, ეცადეთ პირველმა დასვათ შეკითხვა კითხვა-პასუხის სესიაზე. ეს საუკეთესო გზა არის, რომ დაგიმახსოვრონ.  

სესიის შემდეგ მიდით თქვენ დონორთან და ჰკითხეთ რამე იმის შესახებ, რაზეც მან ისაუბრა / ან თხოვეთ რჩევა ცალკე თემაზე. შემდეგ მიეცით თქვენი სავიზიტო ბარათი და რამე საბუთი, რაც მიუთითებს თქვენ ვინაობას და გავლენას. მიახვედრეთ, რომ გჭირდებათ დონორი. ჰკითხეთ, თუ შეგიძლიათ ცალკე შეხვედრა. პირველად შესაძლოა არ გაგიმართლოთ, მაგრამ გაიმეორეთ მოცემული პროცესი ორგანიზაციის სხვა წარმომადგენლებთან, სანამ იპოვნით საჭირო ადამიანს.

კიდევ სხვა ვარიანტი არსებობს - დაიქირაოთ პირი, რომელიც იქნება თქვენი წარმომადგენელი. მან შეიძლება იმუშაოს ნახევარ განაკვეთზე. მსხვილ დედაქალაქებში (ლონდონი, ვაშინგტონი, ბრიუსელი) არიან ადამიანები, რომლებიც ადრე მუშაობდნენ გარკვეულ უწყებებში და დღემდე აქვთ წვდომა ღონისძიებებზე, სადაც შეუძლიათ თქვენი სახელით მოქმედება. ამგვარი მიდგომა რენტაბელურია, თუ გსურთ მსხვილი დაფინანსების მოძიება.

ბოლოს, შეგიძლიათ შეუერთდეთ ევროპის ქსელს და გახდეთ აქტიური წევრი. კულტურის და შემოქმედების სექტორში მომუშავე ადამიანებისთვის არსებობს 50 ქსელზე მეტი, ერთი იქნება თქვენი ორგანიზაციისთვის. ამ გზით შეგიძლიათ გახდეთ მსგავსი ორგანიზაციის პარტნიორი დონორის ქვეყანაში, რომელიც ფინანსდება ამ დონორის მიერ, და შეგიძლიათ გაიგოთ როგორ აფინანსებს დონორი პარტნიორს ერთობლივი პროექტის დროს.

გისურვებთ წარმატებებს! 

ვუამბოთ მეგობრებს