-
კომუნიკაციის ონლაინ კურსი
-
ლექცია 1. სტრატეგიული კომუნიკაციის ძირითადი პრინციპები
-
ლექცია 2. სტრატეგიული კომუნიკაციის სტადიები
-
ლექცია 3. სტრატეგიული კომუნიკაციის ძირითადი პრინციპები
-
ლექცია 4. სტრატეგიული კომუნიკაციის ძირითადი შემადგენელი ნაწილები
-
ლექცია 5. მედიაკომუნიკაციები: რჩევები წარმატების მისაღწევად
-
დამატებითი რესურსები
-
ტესტი და სერთიფიკატი
-
- შეთავაზების წერის კურსი
- კულტურული სტრატეგია
-
ადვოკატირების კურსი
-
ლექცია 1. რა არის ადვოკატირება და რა დახმარების გაწევა შეუძლია მას?
-
ლექცია 2. საკითხის ანალიზი და იდენტიფიკაცია
-
ლექცია 3. გარემოს სქემის შედგენა
-
ლექცია 4. ლობირება, გავლენა და ხმის მიწვდენა
-
ლექცია 5. ადვოკატირების კამპანიის შეფასება
-
ინფორმაცია ადვოკატირების და ლობირების შესახებ
-
ადვოკატირების შესაძლებლობების შეფასება
-
კონკრეტული შემთხვევის შესწავლა
-
დამატებითი წასაკითხი წყაროები
-
ტესტი და სერთიფიკატი
-
- კურსი „ფინანსები კრეატიული ორგანიზაციებისთვის“
- „ფანდრაიზინგის“ კურსი
- სტრატეგიული დაგეგმვის კურსი
-
მარკეტინგის ონლაინ კურსი
-
ლექცია 1. რა არის „მარკეტინგი“?
-
ლექცია 2. მარკეტინგის სტრატეგია
-
ლექცია 3. მომხმარებლის მოსმენა
-
ლექცია 4. მომხმარებლის სარგებელი
-
ლექცია 5. მარკეტინგის 3M-ი
-
საინფორმაციო ბიულეტენი. 20 ძირითადი ინფორმაცია მარკეტინგის შესახებ
-
ჩამონათვალი, რა არის საჭირო ეფექტიანი მარკეტინგის სტრატეგიის უზრუნველსაყოფად
-
შემთხვევის განხილვა. მარკეტინგის 3M-ი.
-
ტესტი და სერთიფიკატი
-
- კურსი: ღირებულების შექმნა შემოქმედებით ეკონომიკაში
- „შემოქმედებითი ევროპის“ ონლაინ კურსი
-
გადაკვეთები და დაფინანსების მოძიება: ონლაინ კურსი
-
ლექცია 1. მეწარმეობა და ინოვაცია: ფინანსების წარმატებით მოძიების მიმართულებები
-
ლექცია 2. ბიზნესმოდელები და გარე დაფინანსება შემოქმედებითი სტარტაპებისთვის
-
ლექცია 3. გადაკვეთები: ეფექტიანი ბიზნესდაგეგმარების კატალიზატორი
-
ონლაინ რესურსების ბმულები და დამატებით საკითხავი წყაროები
-
საინფორმაციო ბიულეტენი
-
შემთხვევების განხილვა
-
ტესტი და სერთიფიკატი
-
- „კულტურის სფეროს ჟურნალისტიკის „ კურსი
- კურსი: ციფრული კომუნიკაცია
- კურსი „კულტურა და კრეატიულობა“
მოდით დავიწყოთ მომხმარებლით. ახლა, როცა ვუყურებთ ამდენ ეკრანს, როცა ვიღებთ ასეთი მრავალფეროვანი შინაარსის ინფორმაციას, ჩვენ, მომხმარებლები, ვცვლით საშუალებებს, თუ როგორ მოვიხმართ კულტურის პროდუქტს. და ეს მოქმედებს ღირებულებათა დარიცხვის მთელ ჯაჭვზე სხვადასხვა სეგმენტების და ბაზრების მასშტაბით.
არ არის სჭირო ვისაუბროთ სხვადასხვა სახის პლანშეტებსა და ტელეფონებზე, iPhone-ზე და სხვა სმარტფონებზე, რომლებსაც ვიყენებთ სხვადასხვა გზით, სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ვითარებაში. ეს მოქმედებს მომხმარებლის ქცევაზე.
ციფრული ცვლილების შემდეგი გავლენა შემოქმედებითი ინდუსტრიების ღირებულებათა დარიცხვის ჯაჭვზე მდგომარეობს ინფორმაციაზე წვდომაში. სად და როგორ ვიღებთ ინფორმაციას? რა პლატფორმები არსებობს, რა საცავები, რომ ადამიანები, მომხმარებლები, აღწევენ შიგნით? ეს ასევე მოქმედებს იმაზე, როგორ და სად უნდა იყოს კულტურის პროექტი ხელმისაწვდომი მომხმარებლისთვის. ეს არ ეხება მხოლოდ ქცევას, ეს ასევე ეხება ინფორმაციულ რესურსებს, სადაც ახლად შეცვლილი მომხმარებელი დადის კულტურის პროდუქტისათვის.
მესამე ციფრული ცვლილება მდგომარეობს კულტურული პროდუქტის მოხმარების კულტურის შეცვლაში. თუ ადრე ეს იყო საკმაოდ ჩვეულებრივი, რომ ჩვენ ვკითხულობდით წიგნს ან დავდიოდით კინოში, რათა მოგვეხმარა კულტურის პროდუქტი კინოს სახით, ახლა ვითარება შეიცვალა. ჩვენ შეგვიძლია წავიდეთ კინოთეატრში, რათა მოვისმინოთ საოპერო წარმოდგენა. დღეს სავსებით ნორმალურია ვუყუროთ ონლაინ ბალეტის ან ოპერის წარმოდგენას ცნობილი თეატრებიდან. ეს საკმაოდ დახვეწილია. ან შეგვიძლია ვუყუროთ TEDx-ს. თქვენ მიდიხართ, ხედავთ ადამიანებს, თვალს ადევნებთ აუდიტორიას ონლაინ. ამგვარად, ეს არის კულტურული შინაარსის მოხმარების ახალი კულტურა.
შეგიძლიათ იკითხოთ წიგნი და იქვე გვერდით ათვალიეროთ ჩანაწერები თქვენ ტელეფონზე, თუ გინდათ ნახოთ რამე, რაც ვერ გაიგეთ წიგნიდან. ანუ თქვენ გაქვთ დაბეჭდილი წიგნი თქვენ ტელეფონში, სმარტ ფონში, და ეს ქმნის განსხვავებულ კულტურას. სისტემური სერვერები და ა. შ. გახდა ხელმისაწვდომი კულტურის პროდუქტის მოხმარებისთვის.
მეოთხე ცვლილება, რომელიც გავლენას ახდენს ღირებულებათა დარიცხვის ჯაჭვზე და შემოქმედებით ეკონომიკაზე, არის ხელის შეწყობა: როგორ ახდენენ ოპერატორები, ღირებულებათა ჯაჭვის მოთამაშეები წვდომას ახალ მომხმარებელზე, რომელსაც გააჩნია განსხვავებული ინფორმაციის წყაროები და საცავები, და რომელიც ცვლის თავის კულტურას, ამ პროდუქტის მოხმარების კულტურას. უნდა მოხდეს ხელისშეწყობის სტრატეგიის ადაპტაცია ციფრულ ცვლილებებთან, რომლებიც ხდება გარშემო.
თუ კვლავ დავუბრუნდებით ჩვენ პირვანდელ იდეას ღირებულებათა დარიცხვის ჯაჭვის შესახებ, მომხმარებელი იცვლება, ისევე, როგორც იცვლება დისტრიბუცია. ამიტომ, მეწარმეებიც უნდა შეეწყონ სიტუაციას, იმიტომ რომ ღირებულებათა დარიცხვის ჯაჭვის მათი რგოლი ძალზედ სწრაფად იცვლება, და ასევე სწრაფად იცვლებიან ჯაჭვის მოთამაშეები, ამგვარად, ღირებულებათა დარიცხვის ჯაჭვი განიცდის რღვევას (დაფიქრდით სხვადასხვა პლატფორმებზე; ამას დავუბრუნდებით ორ წუთში). და რაც შეეხება ხელოვანებს, მათაც უნდა განიცადონ ადაპტაცია, და ისინი კიდევაც იცვლებიან - ზოგი მათგანი გვერდს უვლის ყველა გამომცემელს, ყველა დისტრიბუტორს და მიდის პირდაპირ მომხმარებელთან, იმიტომ რომ მათ აქვთ თვით გამომცემლობის ინსტრუმენტები, და მთელი სოციალური მედია, რომელიც რეკლამას უწევს მათ ნამუშევარს. როგორ მოქმედებს ეს თქვენ ბიზნესზე, თქვენი კულტურის ორგანიზაციის ან შემოქმედებითი ოპერირების მოდელზე? ამ საინტერესო კითხვაზე უნდა დაფიქრდეთ.
ღირებულების ჯაჭვის და შემოქმედებითი ეკონომიკის ციფრული ცვლილების ერთერთი მთავარი და აშკარა გამოხატულება არის პლატფორმების გამოჩენა. პლატფორმები ჩვენ გარშემოა. თუ დაფიქრდებით, რაში არიან ჩართულნი მომხმარებლები - Facebook-ში ან სხვა სოციალურ მედიაში, Twitter-ში - ჩვენ ყველა იქ ვართ. ფაქტიურად, მრავალ მილიარდიანი კომპანიები აკონტროლებენ აუდიტორიაზე წვდომის უფლებას, და ვინ ხედავს ამის მასშტაბს. ამგვარად, ისინი აკონტროლებენ ამ სეგმენტს.
თუ ფიქრობთ დისტრიბუციაზე - სად დადებდით თქვენ წიგნს დღევანდელ დღეს? Amazon.com-ზე, თუ გინდათ ხმა მიაწვდინოთ აუდიტორიას. ეს ნიშნავს, რომ Amazon.com აკონტროლებს და შეუძლია გიკარნახოთ ვადები და პირობები, როგორ მივა თქვენი კულტურის პროდუქტი სასურველ აუდიტორიამდე, მომხმარებლამდე.
იგივე ეხება ვიდეოთამაშებს: არსებობს რამდენიმე პლატფორმა, სადაც ხდება დისტრიბუცია. რაც ეხება მობილურ აპლიკაციებს. აქაც... Google Play, App Store - ეს ისინია, რომლებზეც უნდა იყოთ, იმიტომ რომ სხვა გზა არ არსებობს, რომ მიწვდეთ თქვენ აუდიტორიას, თუ თქვენი კულტურის პროდუქტი არის გარკვეული აპლიკაცია.
პლატფორმები დომინირებს ბაზარზე, ეს ნიშნავს, რომ თქვენმა ბიზნეს მოდელმაც უნდა მოიცვას და ამავე დროს კონკურენცია გაუწიოს პლატფორმებს. რატომ უნდა მოიცვას? იმიტომ რომ იქ არის ისეთი აუდიტორია, როგორიც პლატფორმაა. იქ არის აუდიტორია, რაც ნიშნავს, ეს არის თვით შესრულებადი წინასწარმეტყველება - სულ უფრო მეტი ხალხი მიდის იქ, ჩვენ უფრო ჭკვიანები ვხდებით მოცემული პლატფორმების გამოყენების შედეგად, თვითონ პლატფორმებიც უფრო ჭკვიანი ხდება მომხმარებელთან ურთიერთობაში. ამიტომ უნდა იყოთ იქ.
თუმცა მეორე მხრივ, უნდა გაუწიოთ კონკურენცია, რადგან ყველაზე ღირებული მომხმარებელი ის არის, ვისთანაც შეგიძლიათ უშუალო კომუნიკაცია. ესენი არიან თქვენი საინფორმაციო ბიულეტენის აბონენტები, თქვენი აპლიკაციის მომხმარებლები, ეს არის აუდიტორია, ვისთანაც შეგიძლიათ ფიზიკური ურთიერთობა, ვინც გიცნობთ სახელით.
ნუ იქნებით მხოლოდ პლატფორმებზე, იმიტომ რომ პლატფორმებს შეუძლია თქვენი ღირებულებათა დარიცხვის ჯაჭვის კონტროლი. იფიქრეთ, როგორ შეგიძლიათ ჭკვიანურად შექმნათ საკუთარი აუდიტორია, რომელსაც აკონტროლებთ თქვენ, და არა პლატფორმა.
ციფრული ცვლილება ასევე მოქმედებს ბიზნეს პროცესებზე. ჩვენ ვისაუბრეთ ამაზე, როცა განვიხილავდით პროდუქტზე დაფუძნებულ კომპანიებს. იმიტომ რომ, თუ ხართ პროდუქტზე დაფუძნებული კომპანია, მაშინ გაქვთ განსხვავებული ბიზნეს პროცესები: კულტურის პროდუქტის წარმოება, მისი მარკეტინგი, მისი გაყიდვა, და შემდეგ ურთიერთობა მომხმარებელთან მისი გაყიდვის შემდეგ.
ციფრული ცვლილება მოქმედებს ყველა აღნიშნულ პროცესზე. მარკეტინგი - საქმე უნდა გქონდეთ პლატფორმებთან (როგორც ადრე აღვნიშნე). აუდიტორიის ჩართვა მოცემულ პლატფორმებში, ახალი საინტერესო ფორმატების გამოყენება, ვიდეოს დადება, ინტერაქტიული ფორმატები, სხვადასხვა მულტიმედიის ექსპერიმენტები, იმისთვის რომ მიიზიდოთ აუდიტორია თქვენ კულტურის პროდუქტთან.
შემდეგ, თუ საუბრობთ ყველაზე „კულტურულ“ ბიზნეს პროცესებზე, უნდა გაითვალისწინოთ შენარჩუნება ან „მუზეუმიფიკაცია“, ხელოვნების ნიმუშების კოლექციის ანალიზი ან ციფრულ ფორმატში გადაყვანა - აქაც ციფრულია, იმიტომ, რომ პროცესები გადაყვანილია ციფრულ ფორმატში, არსებობს გარკვეული მეთოდები, გარკვეული პლატფორმები და პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც უნდა გამოიყენოთ, შემდეგ ეს უნდა მიებას მარკეტინგის შედეგებს. ეს უნდა იყოს შესაბამისობაში, ბიზნეს პროცესები უნდა შეუერთდეს, და ანალოგიური ბიზნეს პროცესები უნდა გადავიდეს ციფრულ ფორმატში, რადგან სწორედ ეს სურს მომხმარებელს, ამას ეძებს.
შემდეგ მთელი ოპერაციები გადიან ადაპტაციას ცვლილებებთან. უკვე არ არის საკმარისი უბრალოდ ფესტივალზე მისვლა მუსიკის მოსასმენად. ადამიანები დაინტერესებული არიან იმაში, რომ ჰქონდეთ აპლიკაცია, იმისთვის, რომ იცოდნენ, რას უსმენენ ისინი. ის უნდა იყოს ინტერაქტიული და საინტერესო, არა მხოლოდ აპლიკაცია - ის უნდა იყოს მიმზიდველი და საინტერესო აპლიკაცია, ადამიანებს უნდა უნდოდეთ მისი გამოყენება. თუ, მაგალითად, ტარდება წიგნის ფესტივალი, არ არის საკმარისი ვიქონიოთ ჩატარების ადგილების სია; თქვენ გინდათ ურთიერთობა ონლაინ, იმ დროს როცა ღონისძიებაზე ფიზიკურად ურთიერთობთ წიგნთან, ავტორთან, ხელოვანთან, გამომცემლობასთან, თუმცა გინდათ გამოიყენოთ ტექნიკური მოწყობილობა, სანამ იქ იმყოფებით; ორგანიზატორებმა უნდა შეგიწყონ ხელი. ეს ნიშნავს, რომ ყველა მათი ფარული ოპერაციები უნდა დაიდოს ონლაინ, რომ ადვილი იყოს მათი ციფრულ ფორმატში გადაყვანა.
დისტრიბუციაც უკვე ონლაინ გახდა. მაშინაც, როცა არ ხართ პლატფორმაზე ან გაქვთ საკუთარი დისტრიბუციის არხები. როგორ ხდება თქვენი მომხმარებელთან ურთიერთობის მართვის (CRM) სისტემის ურთიერთობა თქვენი წიგნების მაღაზიის CRM) სისტემასთან, თუ საქმე გვაქვს წიგნის ინდუსტრიასთან. ეს მნიშვნელოვანია. არსებობს ფუნქციონალური თავსებადობის პრობლემები? მნიშვნელოვანია იცოდეთ, როგორ მოახდინოთ ადაპტაცია ციფრულ ცვლილებებთან.
შემდეგ მოდის ბიზნეს მოდელი. იმიტომ რომ ხალხი იხდის ონლაინ. შესაძლოა ისინი თქვენც გადაგიხდიან ონლაინ თქვენი პროდუქტისთვის, რომელსაც სთავაზობთ. შესაძლოა, მათ სურთ ჩადონ ფული ქრაუდფანდინგის პლატფორმებზე - არსებობს ქრაუდფანდინგის მუშაობის მრავალი მოდელი და საშუალება. ქვემოთ ნახავთ ბმულებს, რომლებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ და მიიღოთ მეტი ინფორმაცია. არსებობს ქრაუდფანდინგის სხვადასხვა პლატფორმები და მოდელები, რომლებიც შეგიძლიათ დღეს გამოიყენოთ. თქვენ შეგიძლიათ გააუმჯობესოთ თქვენი ბიზნეს მოდელი ქრაუდფანდინგის აქტივობების საშუალებით.
და ისევ, კულტურის ორგანიზაციების და შემოქმედებითი საწარმოების ბიზნეს პროცესები არის ციფრული ცვლილებების ძლიერი ზემოქმედების ქვეშ. უნდა გქონდეთ მთავარი გეგმა როგორ მოახდინოთ ადაპტაცია ციფრულ ცვლილებებთან თქვენ ორგანიზაციაში.
გმადლობთ, რომ დაესწარით ამ კურსს! იმედი მაქვს მოგეწონათ და გაიგეთ თქვენთვის რამე ახალი და სასარგებლო. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ არსებობს დამატებითი ინფორმაცია - შემთხვევები, მასალა და სასარგებლო ბმულები რომლებსაც ნახავთ ვიდეოს ქვეშ. მადლობა და ნახვამდის!