- კურსი: ციფრული კომუნიკაცია
- კურსი „კულტურა და კრეატიულობა“
-
კომუნიკაციის ონლაინ კურსი
-
ლექცია 1. სტრატეგიული კომუნიკაციის ძირითადი პრინციპები
-
ლექცია 2. სტრატეგიული კომუნიკაციის სტადიები
-
ლექცია 3. სტრატეგიული კომუნიკაციის ძირითადი პრინციპები
-
ლექცია 4. სტრატეგიული კომუნიკაციის ძირითადი შემადგენელი ნაწილები
-
ლექცია 5. მედიაკომუნიკაციები: რჩევები წარმატების მისაღწევად
-
დამატებითი რესურსები
-
ტესტი და სერთიფიკატი
-
- კულტურული სტრატეგია
- შეთავაზების წერის კურსი
-
ადვოკატირების კურსი
-
ლექცია 1. რა არის ადვოკატირება და რა დახმარების გაწევა შეუძლია მას?
-
ლექცია 2. საკითხის ანალიზი და იდენტიფიკაცია
-
ლექცია 3. გარემოს სქემის შედგენა
-
ლექცია 4. ლობირება, გავლენა და ხმის მიწვდენა
-
ლექცია 5. ადვოკატირების კამპანიის შეფასება
-
ინფორმაცია ადვოკატირების და ლობირების შესახებ
-
ადვოკატირების შესაძლებლობების შეფასება
-
კონკრეტული შემთხვევის შესწავლა
-
დამატებითი წასაკითხი წყაროები
-
ტესტი და სერთიფიკატი
-
- კურსი „ფინანსები კრეატიული ორგანიზაციებისთვის“
- „ფანდრაიზინგის“ კურსი
- სტრატეგიული დაგეგმვის კურსი
-
მარკეტინგის ონლაინ კურსი
-
ლექცია 1. რა არის „მარკეტინგი“?
-
ლექცია 2. მარკეტინგის სტრატეგია
-
ლექცია 3. მომხმარებლის მოსმენა
-
ლექცია 4. მომხმარებლის სარგებელი
-
ლექცია 5. მარკეტინგის 3M-ი
-
საინფორმაციო ბიულეტენი. 20 ძირითადი ინფორმაცია მარკეტინგის შესახებ
-
ჩამონათვალი, რა არის საჭირო ეფექტიანი მარკეტინგის სტრატეგიის უზრუნველსაყოფად
-
შემთხვევის განხილვა. მარკეტინგის 3M-ი.
-
ტესტი და სერთიფიკატი
-
- კურსი: ღირებულების შექმნა შემოქმედებით ეკონომიკაში
- „კულტურის სფეროს ჟურნალისტიკის „ კურსი
- „შემოქმედებითი ევროპის“ ონლაინ კურსი
-
გადაკვეთები და დაფინანსების მოძიება: ონლაინ კურსი
-
ლექცია 1. მეწარმეობა და ინოვაცია: ფინანსების წარმატებით მოძიების მიმართულებები
-
ლექცია 2. ბიზნესმოდელები და გარე დაფინანსება შემოქმედებითი სტარტაპებისთვის
-
ლექცია 3. გადაკვეთები: ეფექტიანი ბიზნესდაგეგმარების კატალიზატორი
-
ონლაინ რესურსების ბმულები და დამატებით საკითხავი წყაროები
-
საინფორმაციო ბიულეტენი
-
შემთხვევების განხილვა
-
ტესტი და სერთიფიკატი
-
-
სტარტაპის სტადიაზე დაფინანსება ძირითადად ხდება:
-
პირადი დანაზოგებით
-
პირადი საკრედიტო ბარათებით
-
მეწარმის პირადი სესხებით
-
-
ზრდის სტადიაზე, მას მერე, რაც კონცეფციამ უკვე გაამართლა და ბიზნესს დადებითი ფულადი ნაკადი აქვს, გაფართოების დაფინანსების ძირითადი წყაროებია:
-
კომერციული სესხები
-
კომერციული საკრედიტო ხაზი
-
სასაქონლო კრედიტი მომმარაგებლებისგან
-
ზოგი ძირითადი რამ, რასაც ინვესტორი ეძებს სტარტაპებში, არის:
-
ძალიან კარგად შემუშავებული ბიზნესმოდელი, რომელშიც მკაფიოდ ჩანს შემოსავალ-გასავლის წონასწორობის წერტილი და შემოსავლის ზრდა
-
დასრულებული და კარგად შემუშავებული ბიზნესგეგმა, რომელშიც ყველა ნაწილი თანმიმდევრულად არის წარმოდგენილი
-
მეწარმეები, რომლებიც ენთუზიაზმით და დიდი მოტივაციით ეკიდებიან თავიანთ ახალ წამოწყებას, და ამავე დროს, შეუძლიათ, მართონ და უხელმძღვანელონ მას ზრდის პირობებში
-
საჭირო დროის და ფულის რაოდენობა (ვალი ან აქცია)
-
დამწყები ბიზნესის შესაძლო შიდა დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს:
-
მოგების ნაწილის ხელახლა ინვესტირება
-
აქტივების გაყიდვა, სტარტაპისას ყიდვის ნაცვლად იჯარით აღება და ახლის ნაცვლად ნახმარის ყიდვა
-
გარკვეულ საწყის პერიოდში ანაზღაურების აღების გადავადება (შეიძლება ოჯახის წევრების დახმარებაც, ვისთვისაც აგრეთვე შეიძლება ანაზღაურების გადავადება)
-
ბანკები დამწყები ბიზნესისთვის კრედიტების გაცემისას ეყრდნობიან საყოველთაოდ მიღებულ შეფასების ჩარჩოს, რომელსაც „კრედიტის ხუთი C“ ეწოდება1 (Character, Capacity, Capital, Collateral, Conditions):
-
ხასიათი: აფასებს მომხმარებლის მზადყოფნას და სურვილს, დროულად დაფაროს სესხი – „იცნობდე შენს კლიენტს“ კონცეფცია.
-
უნარი: ზომავს მთხოვნელის უნარს, სათანადო ვადებში დაფაროს სესხი.
-
კაპიტალი: კლიენტის წმინდა აქტივები. ეს უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს დიდი სესხებისას.
-
დამატებითი უზრუნველყოფა: ქონება, რომელსაც სესხის მიმღები სესხის გამცემს სთავაზობს სესხის უზრუნველსაყოფად.
-
პირობები: გარეშე ცვლადები, რომლებიც გავლენას იქონიებენ სესხის რისკიანობაზე, როგორიცაა ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური გარემო, სამთავრობო რეგულაციები, კონკურენცია ან ცვლილება ბანკის მიზნებში.
-
სესხის მისაღებად ბანკებთან საქმის დაჭერისას გაითვალისწინეთ შემდეგი:
-
ბანკებს არ უყვართ რისკის გაწევა – მათ უნდათ, შეუფერხებლად მიიღონ თავისი სარგებელი, იმის მიუხედავად, თუ რამდენად კარგად (თუ ცუდად) მიდის თქვენი ბიზნესი.
-
აჩვენეთ ბანკს, რომ თქვენ რეალისტურად აფასებთ შემოსავლის პერსპექტივებს და არ იძლევით შეუსრულებად დაპირებებს.
-
ილაპარაკეთ ბანკის მენეჯერის „ენაზე“ – ანუ, ტერმინებით: წილები, უკუგება, მოგების მარჟა, ა.შ.
-
ჩამოიყალიბეთ კარგი საკრედიტო ისტორია პერსპექტიულ ბანკთან და, თუ ეს შესაძლებელია, პერსონალური კავშირი ბანკის მენეჯერთან.
-
მზად იყავით იმისთვის, რომ შესაძლენელია, ვერ მიიღოთ სესხი, და თქვენს ფინანსურ გეგმაში ჩართეთ თქვენი ბიზნესის სასტარტო დაფინანსების სხვა ალტერნატიული მეთოდები.
-
ბიზნესანგელოზთან შეხვედრის წინ
-
ჩაატარეთ საჭირო კვლევა ყველაზე უფრო შესაფერისი ბიზნესანგელოზის მოსაძებნად. ამისთვის გამოიყენეთ შესაბამისი ქსელები, ინტერნეტძიება, ასოციაციები, ბიზნესკონსულტანტები და სხვა რესურსები.
-
გააანალიზეთ, ინდუსტრიის რა დარგში და რა ბიზნესში ხართ ჩართული, და შესაბამისად, როგორი უნდა იყოს პოტენციური ბიზნესანგელოზების მონაცემები.
-
სანამ ბიზნესანგელოზს მიმართავდეთ, შეაგროვეთ მასზე რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.
-
კარგად მოემზადეთ წინასწარ: მზად გქონდეთ სამენეჯერო რეზიუმე და თქვენი ბიზნესგეგმის მოკლე და გრძელი ვერსიები.
-
კარგად ჩამოაყალიბეთ თქვენი ბიზნესმოდელი და მზად იყავით მის კარგად განსამარტად; არ დაგავიწყდეთ ზრდის პოტენციალის ჩვენებაც.
-
მოამზადეთ სარეკომენდაციო წერილები, იმ შემთხვევისთვის, თუ მოგთხოვეს.