- „შემოქმედებითი ევროპის“ ონლაინ კურსი
-
გადაკვეთები და დაფინანსების მოძიება: ონლაინ კურსი
-
ლექცია 1. მეწარმეობა და ინოვაცია: ფინანსების წარმატებით მოძიების მიმართულებები
-
ლექცია 2. ბიზნესმოდელები და გარე დაფინანსება შემოქმედებითი სტარტაპებისთვის
-
ლექცია 3. გადაკვეთები: ეფექტიანი ბიზნესდაგეგმარების კატალიზატორი
-
ონლაინ რესურსების ბმულები და დამატებით საკითხავი წყაროები
-
საინფორმაციო ბიულეტენი
-
შემთხვევების განხილვა
-
ტესტი და სერთიფიკატი
-
- „კულტურის სფეროს ჟურნალისტიკის „ კურსი
- კურსი: ციფრული კომუნიკაცია
- კურსი „კულტურა და კრეატიულობა“
-
კომუნიკაციის ონლაინ კურსი
-
ლექცია 1. სტრატეგიული კომუნიკაციის ძირითადი პრინციპები
-
ლექცია 2. სტრატეგიული კომუნიკაციის სტადიები
-
ლექცია 3. სტრატეგიული კომუნიკაციის ძირითადი პრინციპები
-
ლექცია 4. სტრატეგიული კომუნიკაციის ძირითადი შემადგენელი ნაწილები
-
ლექცია 5. მედიაკომუნიკაციები: რჩევები წარმატების მისაღწევად
-
დამატებითი რესურსები
-
ტესტი და სერთიფიკატი
-
- შეთავაზების წერის კურსი
- კულტურული სტრატეგია
- კურსი „ფინანსები კრეატიული ორგანიზაციებისთვის“
-
ადვოკატირების კურსი
-
ლექცია 1. რა არის ადვოკატირება და რა დახმარების გაწევა შეუძლია მას?
-
ლექცია 2. საკითხის ანალიზი და იდენტიფიკაცია
-
ლექცია 3. გარემოს სქემის შედგენა
-
ლექცია 4. ლობირება, გავლენა და ხმის მიწვდენა
-
ლექცია 5. ადვოკატირების კამპანიის შეფასება
-
ინფორმაცია ადვოკატირების და ლობირების შესახებ
-
ადვოკატირების შესაძლებლობების შეფასება
-
კონკრეტული შემთხვევის შესწავლა
-
დამატებითი წასაკითხი წყაროები
-
ტესტი და სერთიფიკატი
-
- „ფანდრაიზინგის“ კურსი
- სტრატეგიული დაგეგმვის კურსი
-
მარკეტინგის ონლაინ კურსი
-
ლექცია 1. რა არის „მარკეტინგი“?
-
ლექცია 2. მარკეტინგის სტრატეგია
-
ლექცია 3. მომხმარებლის მოსმენა
-
ლექცია 4. მომხმარებლის სარგებელი
-
ლექცია 5. მარკეტინგის 3M-ი
-
საინფორმაციო ბიულეტენი. 20 ძირითადი ინფორმაცია მარკეტინგის შესახებ
-
ჩამონათვალი, რა არის საჭირო ეფექტიანი მარკეტინგის სტრატეგიის უზრუნველსაყოფად
-
შემთხვევის განხილვა. მარკეტინგის 3M-ი.
-
ტესტი და სერთიფიკატი
-
- კურსი: ღირებულების შექმნა შემოქმედებით ეკონომიკაში
ეტაპი 1. იმოქმედეთ სტრატეგიის მიხედვით
აღნიშნული სტრატეგიის საშუალებით თქვენ მიიღეთ ინფორმაცია, რომელიც გჭირდებოდათ თქვენი აუდიტორიის მოსაზიდად და სათანადო მიზნების მისაღწევად, მაგ., Facebook, Instagram, Youtube, Linkedin, Twitter და ა. შ. თქვენ ასევე უნდა იფიქროთ რესურსებზე, როგორც პერსონალის, ისე ფინანსების კუთხით. მუშაობა სოციალურ მედიაზე შეიძლება წარმოადგენდეს საშტატო თანამდებობას. დიდ ორგანიზაციებში ციფრულ დეპარტამენტებში მუშაობს ათობით თანამშრომელი. თუ თქვენ განიცდით შტატების ან ფინანსირების უკმარისობას, შეგიძლიათ მოიფიქროთ სხვა შემოქმედებითი გზა თქვენი ციფრული ანგარიშების სამართავად (მაგ., სტაჟიორებს შეუძლიათ იმოქმედონ ზოგიერთი ნიმუშის მიხედვით).
ეტაპი 2. შეიმუშავეთ გეგმა
შემდეგი ეტაპია ყოველკვირეული გეგმების შემუშავება. ვიდეოს ქვეშ ხედავთ ყოველკვირეული გეგმის მაგალითს. ყოველ დღე შეგიძლიათ დადოთ 3-4 განცხადება მთავარი გზავნილის წინ წამოსაწევად. საერთო წესის მიხედვით, ყოველი განცხადება უნდა იყოს მოკლე და შეიცავდეს სურათს/ვიდეოს. უნდა გადაწყვიტოთ - შეგიძლიათ გამოიყენოთ არსებული ტექსტი, უნდა შექმნათ ტექსტი არსებული ტექსტის საფუძველზე, თუ უნდა დაწეროთ ახალი ტექსტი, და როგორ უნდა შეასრულოთ ეს. ასევე უნდა მოიფიქროთ, საიდან აიღოთ სურათები.
ეტაპი 3. გამოიყენეთ 75/25 წესი
ყოველი გზავნილის შემდეგ თქვენი ორგანიზაციის შესახებ (სიახლეები, მოწოდებები), გააზიარეთ 3 ისეთი გზავნილი, რომელიც საინტერესოა თქვენი აუდიტორიისთვის (გართობა, პრაქტიკული ინფორმაცია). აქ მოცემულია ყველაზე პოპულარული განცხადებების მაგალითები: სიები (ხუთი ყველაზე პოპულარული...), რეკომენდაციები (როგორ უნდა...), შედარება, ინტრიგა, შეცდომები, ყველაფერი რაც უნდა იცოდეთ ... შესახებ ..., რეკორდების რიცხვი, სოციალურად მნიშვნელოვანი საკითხები, ცნობილი ადამიანები, ახალი ამბები, განათლება.
ეტაპი 4. შეინარჩუნეთ შესაბამისი შინაარსი
არ ეცადოთ მიმართოთ ყველას ყველაფრის შესახებ. მიუსადაგეთ თქვენი შინაარსი თითოეულ მიზნობრივ აუდიტორიას. სიახლეები თქვენი ორგანიზაციის შესახებ დააინტერესებს პარტნიორებს, ახალი პროგრამა ბავშვებისთვის კი - ოჯახებს.
ეტაპი 5. ურთიერთობა საზოგადოებასთან
უპასუხეთ კომენტარებს, დასვით კითხვები, ჩაატარეთ გამოკითხვა და კონკურსები. ძირითადი პრინციპია - იყავით კომუნიკაბელური. მხოლოდ ინფორმაციის გავრცელება არ არის საკმარისი, უნდა ჩართოთ საზოგადოება დიალოგში. ინფორმაცია გაივლის, კომუნიკაცია კი შეაღწევს. ეცადეთ გაიგოთ თუ რა სჭირდება თქვენ აუდიტორიას და ყურადღება გაამახვილოთ მათი ცხოვრების გამარტივებაზე. იყავით გულისხმიერი. ამავე დროს, შეიმუშავეთ უარყოფით კომენტარებზე რეაგირების პროცედურა. ტაქტიკა მდგომარეობს იმაში, რომ ზედმეტად ემოციური საუბარი გადავიყვანოთ ოფლაინ რეჟიმში.
ეტაპი 6. „ამ დღის“ წესი
ადამიანებს მოსწონთ ტრადიციები. გააკეთეთ ისე, რომ თქვენი აუდიტორია ელოდებოდეს თქვენ განცხადებებს. მაგალითად, ორშაბათს შეგიძლიათ დადოთ განცხადება სამუშაო ადგილებთან დაკავშირებით, პარასკევს კი - თვალში საცემი სურათები.
ეტაპი 7. გამოიყენეთ განსაკუთრებული დღეები თქვენი თემების რეკლამის მიზნით
მიუსადაგეთ დღესასწაულები ან განსაკუთრებული დღეები თქვენ თემებს (მაგ., მსოფლიო მუზეუმის დღე).
ეტაპი 8. ჩართეთ პარტნიორები, ავტორიტეტული ლიდერები და პერსონალი სოციალურ მედიაში
იმისთვის, რომ გაზარდოთ აუდიტორია, თქვენ გჭირდებათ სხვა ბლოგერების და ორგანიზაციების მხარდაჭერა. შეადგინეთ შესაძლო პარტნიორების და ავტორიტეტული ლიდერების სია და მოიფიქრეთ, რა სარგებელი შეგიძლიათ მოუტანოთ ერთმანეთს. ჩვეულებრივი ადამიანების საიტები უფრო მეტ ნდობას იწვევს, ვიდრე ბრენდის საიტი, იმიტომ რომ ადამიანებს ურჩევნიათ კომუნიკაცია ჰქონდეთ სხვა ადამიანებთან, ამიტომ ხელი შეუწყეთ თქვენ თანამშრომლებს რეკლამა გაუკეთონ თქვენ ორგანიზაციას.
ეტაპი 9. გააერთიანეთ ონლაინ და რეალური აქტივობები
ონლაინ ინსტრუმენტები მხოლოდ ნაწილია თქვენი კომუნიკაციის მცდელობის. პირადი კონტაქტები ან საჯარო ღონისძიებები დაგეხმარებათ თქვენი აუდიტორიის გაზრდაში. დააარსეთ ქსელი ან კლუბი, სადაც შეხვდებით თქვენ გულშემატკივრებს ფეისბუქიდან ან სხვა სოციალური მედიიდან. ეცადეთ შექმნათ რამე დამატებითი ტრენინგი ან აქტივობა განსაკუთრებული სარგებლის მიზნით.
ეტაპი 10. გამოიყენეთ ადამიანების რეალური ისტორიები
ადამიანებს იზიდავს სხვა ადამიანების ცხოვრება. უამბეთ მათ ისტორია და არა რეპორტაჟი მოვლენის შესახებ, ერიდეთ ტექნიკურ ენას ან აბრევიატურებს.