- კურსი: ციფრული კომუნიკაცია
- კურსი „კულტურა და კრეატიულობა“
-
კომუნიკაციის ონლაინ კურსი
-
ლექცია 1. სტრატეგიული კომუნიკაციის ძირითადი პრინციპები
-
ლექცია 2. სტრატეგიული კომუნიკაციის სტადიები
-
ლექცია 3. სტრატეგიული კომუნიკაციის ძირითადი პრინციპები
-
ლექცია 4. სტრატეგიული კომუნიკაციის ძირითადი შემადგენელი ნაწილები
-
ლექცია 5. მედიაკომუნიკაციები: რჩევები წარმატების მისაღწევად
-
დამატებითი რესურსები
-
ტესტი და სერთიფიკატი
-
- შეთავაზების წერის კურსი
- კულტურული სტრატეგია
-
ადვოკატირების კურსი
-
ლექცია 1. რა არის ადვოკატირება და რა დახმარების გაწევა შეუძლია მას?
-
ლექცია 2. საკითხის ანალიზი და იდენტიფიკაცია
-
ლექცია 3. გარემოს სქემის შედგენა
-
ლექცია 4. ლობირება, გავლენა და ხმის მიწვდენა
-
ლექცია 5. ადვოკატირების კამპანიის შეფასება
-
ინფორმაცია ადვოკატირების და ლობირების შესახებ
-
ადვოკატირების შესაძლებლობების შეფასება
-
კონკრეტული შემთხვევის შესწავლა
-
დამატებითი წასაკითხი წყაროები
-
ტესტი და სერთიფიკატი
-
- კურსი „ფინანსები კრეატიული ორგანიზაციებისთვის“
- „ფანდრაიზინგის“ კურსი
- სტრატეგიული დაგეგმვის კურსი
-
მარკეტინგის ონლაინ კურსი
-
ლექცია 1. რა არის „მარკეტინგი“?
-
ლექცია 2. მარკეტინგის სტრატეგია
-
ლექცია 3. მომხმარებლის მოსმენა
-
ლექცია 4. მომხმარებლის სარგებელი
-
ლექცია 5. მარკეტინგის 3M-ი
-
საინფორმაციო ბიულეტენი. 20 ძირითადი ინფორმაცია მარკეტინგის შესახებ
-
ჩამონათვალი, რა არის საჭირო ეფექტიანი მარკეტინგის სტრატეგიის უზრუნველსაყოფად
-
შემთხვევის განხილვა. მარკეტინგის 3M-ი.
-
ტესტი და სერთიფიკატი
-
- კურსი: ღირებულების შექმნა შემოქმედებით ეკონომიკაში
- „შემოქმედებითი ევროპის“ ონლაინ კურსი
-
გადაკვეთები და დაფინანსების მოძიება: ონლაინ კურსი
-
ლექცია 1. მეწარმეობა და ინოვაცია: ფინანსების წარმატებით მოძიების მიმართულებები
-
ლექცია 2. ბიზნესმოდელები და გარე დაფინანსება შემოქმედებითი სტარტაპებისთვის
-
ლექცია 3. გადაკვეთები: ეფექტიანი ბიზნესდაგეგმარების კატალიზატორი
-
ონლაინ რესურსების ბმულები და დამატებით საკითხავი წყაროები
-
საინფორმაციო ბიულეტენი
-
შემთხვევების განხილვა
-
ტესტი და სერთიფიკატი
-
- „კულტურის სფეროს ჟურნალისტიკის „ კურსი
გარეშე ძალების განხილვისას, ნუ იფიქრებთ მხოლოდ იმაზე, თუ რა ზეგავლენა ექნება მათ თქვენზე და თქვენ ორგანიზაციაზე, არამედ გაითვალისწინეთ ისიც, თუ როგორ იმოქმედებენ ისინი კამპანიის ბენეფიციარებზე, დონორებზე და ამ სფეროს სხვა მოთამაშეებზე. როგორ იმოქმედებენ გარეშე ძალები აღნიშნულ დაინტერესებულ მხარეებზე და რა მნიშვნელობა ექნება გარეშე კონტექსტის ცვლილებას მათთვის, ვისაც ის შეეხება.
ქვემოთ მოცემულია ტიპიური ჯგუფები, რომლებსაც გააჩნია ძალაუფლება ან გავლენა ეროვნულ ან რეგიონალურ დონეზე:
პოლიტიკოსები და პარტიები (არჩეული, დანიშნული) ოფიციალურ მთავრობაში
სახელმწიფო მოხელეები
რელიგიური ორგანიზაციები და ლიდერები
ბიზნეს ასოციაციები და მსხვილი კომპანიები
იურისტები, მოსამართლეები, ექიმები, მეცნიერები, მასწავლებლები და სხვა პროფესიის ადამიანები
ინფორმაციის საშუალებები - მათ შორის ტელევიზია, რადიო, გაზეთები და ჟურნალები
სამომხმარებლო ორგანიზაციები და მომხმარებელთა ჯგუფები
ქალთა ჯგუფები
არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები
რეგიონალური ინსტიტუტები - ევროკავშირი, რეგიონალური ვაჭრობის ჯგუფები და სხ.
საერთაშორისო ინსტიტუტები - მსოფლიო ბანკი/საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF), მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია, გაერთიანებული ერების სააგენტოები და სხ.
ზემოთ მოცემული სიიდან უნდა გამოვავლინოთ ისინი, ვინც შეიძლება დაინტერესდეს ჩვენი საკითხით, შეაფასოს თავისი როლი, აღმოვაჩინოთ ისეთები, ვიზეც კამპანიამ უარყოფითი გავლენა მოახდინა ან შეავიწროვა.
ადვოკატირების კამპანიის დაინტერესებული მხარეები ჩვეულებრივ იყოფიან ოთხ ჯგუფად:
სამიზნე ობიექტები:
გადაწყვეტილების მიმღები პირები; ადამიანები, ვისაც გააჩნია ძალაუფლება საჭირო ცვლილებების გასატარებლად;
ადამიანები, ვისაც გავლენა აქვთ გადაწყვეტილების მიმღებ პირებზე
დამფუძნებლები:
ადამიანები, ვისთანაც ერთად და ვისთვისაც მუშაობთ;
ვინც სავარაუდოდ, სარგებელი უნდა მიიღოს თქვენი ადვოკატირებიდან
მოკავშირეები:
ისინი, ვინც იზიარებს თქვენ მიზნებს და გეხმარებათ გავლენა ან ზემოქმედება მოახდინოთ გადაწყვეტილების მიმღებ პირებზე
ოპონენტები:
ისინი, ვინც წინააღმდეგია იმისი, რის მიღწევასაც თქვენ აპირებთ და ვინც ცდილობს დაბლოკოს ცვლილებები, რომლის გატარებასაც თქვენ გეგმავთ.
ბოლოს, უნდა გამოვავლინოთ მოთამაშეები, რომლებსაც შეუძლიათ გავლენა იქონიონ ინიციატივაზე და შესწევთ ძალა იმოქმედონ გადაწყვეტილებაზე.
ბოლო ანალიზს, რომელზედაც ვსაუბრობ, ჰქვია ძალთა სქემის შედგენა, რომელიც ავლენს საქმისთვის საჭირო ძალას და განსაკუთრებით სასარგებლოა კოალიციის შესაქმნელად (იმ ძალებთან, ვისთანაც უნდა განვავითაროთ ურთიერთობები) და მოქალაქეთა მობილიზაციისთვის (რომლებიც დაგვეხმარებიან ადამიანების დარწმუნებაში შეუერთდნენ კამპანიას). ამის მიზანია ვიზუალურად დავგეგმოთ ადამიანების, ორგანიზაციებსა და ინსტიტუტებს შორის ურთიერთობები მოცემულ კონტექსტში, რათა გავიგოთ ამ ურთიერთობების ფასი. ძალთა სქემის შედგენის დროს ჩვენ ვავლენთ ისეთ ადამიანებს, ვისაც შესწევს ძალა შეცვალონ ვითარება ჩვენთვის სასურველი გზით და ააგონ თავიანთი ურთიერთობები ისე, რომ დავინახოთ რა გზით და ვისი მეშვეობით შეგვიძლია ვაიძულოთ სამიზნე ობიექტები იმოქმედონ სწორი მიმართულებით. ზოგჯერ ძალების დაგეგმვა ავლენს მესამე პირებს, რომლებიც ადრე არ გაგითვალისწინებიათ.
მოდით ვთქვათ, რომ გამოვავლინეთ ადგილობრივი მერი, მარია, როგორც ზეგავლენის ძირითადი სამიზნე. აამოქმედეთ მის მიმართ ყველა საჭირო კავშირები და შორიდან უყურეთ ამ ადამიანების და ინსტიტუტების ურთიერთობებს. წარმოვიდგინოთ, რომ მარიას მეუღლე, მისი საუკეთესო მეგობარი და მუნიციპალიტეტის რამდენიმე თანამშრომელი მღერიან ადგილობრივ გუნდში. მაშინაც, თუ მარია თავად არ მღერის, ადგილობრივ გუნდს ძლიერი ზეგავლენა აქვს მასზე. და ამ გუნდის დირიჟორს შეუძლია უშუალოდ დაკავშირება თქვენთან ან თქვენ ორგანიზაციასთან.
გააანალიზეთ სქემა. თქვენ უნდა გაამახვილოთ ყურადღება მოთამაშეებზე, ვისაც მეტი კავშირები გააჩნია ან ვინც უფრო მნიშვნელოვანია თქვენი სამიზნისთვის. გამოყავით აღნიშნული ძალის მქონე ობიექტები და დაიწყეთ ფიქრი სტრატეგიაზე, თუ როგორ მიუდგეთ მათ. სტრატეგიაზე მუშაობის პროცესში თქვენთვის სასარგებლო იქნება გაზარდოთ თქვენი სქემა აღნიშნული ობიექტების გაფართოებით.
ძალთა სქემა არის ადვოკატირების სტრატეგიის დასახვის პირველი ნაბიჯი. სქემის შედგენის შემდეგ, უნდა გადაწყვიტოთ სად და როგორ იმოქმედოთ. ამას განვიხილავთ შემდეგ ვიდეოში.