content
ლექცია 5. პროექტიდან პროდუქტამდე
კულტურის სფეროს ორგანიზაციები და შემოქმედებითი საწარმოები ხშირად დგებიან პრობლემის წინაშე გაიგონ რომელ ოპერაციულ მოდელში ოპერირებენ ისინი. შეგვიძლია ვისაუბროთ სამ განსხვავებულ მოდელზე. პირველი ეფუძნება პროექტებს. ესენია ეგრეთწოდებული პროექტზე დაფუძნებული ორგანიზაციები. საკმაოდ ხშირად, განსაკუთრებით მცირე ორგანიზაციები, კულტურის სფეროს ორგანიზაციები მუშაობენ რიგ პროექტებზე.

ისინი იძიებენ დაფინანსებას გრანტის გამცემისგან ან სპონსორისგან, შემდეგ ისინი ახორციელებენ პროექტს, აბარებენ პროექტს და ისევ ეძებენ ახალს. ან მათ აქვთ რამდენიმე ასეთი პროექტი, რომლებიც ხორციელდება პარალელურად, ერთდროულად. ეს არის პროექტზე დაფუძნებული ორგანიზაციების ტიპიური სახეობა.  

არსებობს მეორე ტიპი - უფრო პროდუქტზე დაფუძნებული ორგანიზაციები, პროდუქტები ან სერვისები. ეს შეიძლება იყოს თქვენი სარეკლამო სააგენტო ან თქვენი კინოწარმოების კომპანიები, ან თეატრის წარმოების კომპანიები - ისინი ვინც მიაწოდებს პროდუქტს. ისინი იღებენ ფილმებს ერთი მეორის მიყოლებით, ახორციელებენ სერვისს რეკლამის შესაქმნელად. მოდით ავიღოთ მოდის დიზაინერები, ისინი ქმნიან კოლექციებს, ექვს თვეში ერთხელ ელოდებით ამ პროდუქტის გამოჩენას ბაზარზე ახალი კოლექციის სახით. მათ აქვთ გასაყიდი პროდუქტი ან სერვისები. ისინი ოპერირებენ ბაზარზე, მათ აქვთ ბიზნეს პროცესები, რომლებიც არის ორგანიზებული და შექმნილი ამ პროდუქტის და სერვისის მიწოდებისთვის.

არსებობს ოპერაციების მესამე ტიპი, რომელსაც იყენებენ კულტურის ორგანიზაციები და შემოქმედებითი საწარმოები. ეს არის შერეული ტიპის გამოყენება, როცა თქვენ გაქვთ ბაზარზე გასაყიდი უფრო კარგი პროდუქტი და სერვისები, და ასევე ახორციელებთ პროექტებს. შეიძლება იფიქროთ იგივე თეატრის წარმოების კომპანიებზე. მათ აქვთ რეგულარული წარმოდგენები, რომლებსაც ისინი დგამენ მომხმარებლებისთვის, თეატრის კლიენტებისთვის, თუმცა შემდგომ მათ უნდა შექმნან პროექტი და შეიმუშაონ ახალი პროდუქცია. მათთვის ეს არის პროექტი, რომელსაც ახორციელებენ.

რა არის პროექტი? მოდით გავიმეოროთ ან გავიხსენოთ. პროექტი არის აქტივობების ნაკრები, რომელიც შეზღუდულია დროში, შეზღუდულია რესურსებში და აქვს გარკვეული შედეგები. ისინი არ მეორდება, ამიტომ აღნიშნული აქტივობები მხოლოდ ერთხელ ხორციელდება. პროექტები შეიძლება იყოს ანალოგიური, ერთმანეთის მსგავსი, თუმცა, ჩვეულებრივ, ყველა პროექტი უნიკალურია.

მეორე მხრივ, სერვისს და პროდუქტს დიდი მსგავსება გააჩნია, თქვენ შეგიძლია ისინი არაერთგზის იყიდოთ ან გაყიდოთ.  

რა გამოწვევის წინაშე დგანან ორგანიზაციები ამ სამი განსხვავებული მოდელების პირობებში? პროექტზე დაფუძნებული ორგანიზაციები ხშირად დგანან გამოწვევის წინაშე როგორ გადავიდნენ პროდუქტზე და სერვისებზე. თქვენ გიხდებოდათ ფულის მოძიება პროექტისთვის: ერთი პროექტი, მეორე, მესამე... მაგრამ ამ შემთხვევაში არ გაქვთ სერვისი ან პროდუქტი, რომელიც შეგიძლიათ არაერთხელ გაყიდოთ.

მეორე მხრივ, თუ შევხედავთ ორგანიზაციებს ან კომპანიებს, შემოქმედებით საწარმოებს, რომლებიც ყიდიან პროდუქტს და პროექტებს, ისინი ხშირად უგულებელყოფენ იმ ელემენტს, რომ მათ ესაჭიროებათ პროექტები. ვინაიდან მათ უნდა გააუმჯობესონ, მაგალითად, შიდა პროცესები, გადააკეთონ თავიანთი ვებსაიტი - ეს მათთვის ერთჯერადი პროცესია. ისინი დგანან სხვა, ოდნავ განსხვავებული გამოწვევის წინაშე.   

როგორ გავუმკლავდეთ ამ გამოწვევებს? რა რჩევის მოცემა შეიძლება?

პირველი გამოწვევა, რომელსაც ორგანიზაციები აწყდებიან თავიანთი პროდუქტის და პროექტების გამო, არის ამ ორის გამიჯვნა. დარწმუნდით, რომ ისე გესმით პროექტის განსაზღვრა, როგორც ზემოთ არის აღწერილი. ეს არის აქტივობების ნაკრები, რომელიც შეზღუდულია დროში, გააჩნია შეზღუდული რესურსები და გარკვეული შედეგები. აღნიშნეთ რა პროექტი გაქვთ, რა პროექტს ახორციელებთ ამჟამად. თქვენ ალბათ იცით რა პროდუქტი და სერვისი გაგაჩნიათ. თუმცა, ზოგიერთი ორგანიზაციის შემთხვევაში, განსაკუთრებით თუ ის პროექტზეა დაფუძნებული, თქვენ შეიძლება არ გესმოდეთ, რომ ფაქტიურად უწევთ მომსახურებას.

ვთქვათ, რამდენიმე სპონსორმა მოგმართათ თხოვნით დახმარება გაუწიოთ მათ კულტურული ღონისძიებების პროგრამის ორგანიზებაში. შესაძლოა იფიქროთ, რომ ეს არის პროექტი, თუმცა სინამდვილეში, ის რასაც თქვენ აკეთებთ, არის სერვისის მიწოდება თქვენი კლიენტისთვის, სპონსორებისთვის, ვისაც უნდა მუსიკალური აქტივობების ან ღონისძიებების ორგანიზება. ამიტომ დარწმუნდით, რომ გესმით რა სახის პროდუქტს ან სერვისებს უკვე აწოდებთ, რა პროექტები გაგაჩნიათ, რა პროექტებს ახორციელებთ და მართავთ. ამიტომ აღნიშნეთ პროდუქტი, სერვისები და პროექტები.   

მეორე გამოწვევა, რომლის წინაშეც დგანან კულტურის სფეროს ორგანიზაციები და შემოქმედებითი საწარმოები მდგომარეობს პროექტების ზედმეტად დიდ რაოდენობაში. თქვენ აკეთებთ პროექტს, ამ დროს გამოჩნდა კიდევ ერთი პროექტი, შემდეგ კიდევ სხვა პროექტი, ერთი მცირე პროექტი, მეორე დიდი პროექტი ... გარკვეულ ეტაპზე ეს ცოტა დამთრგუნველი ხდება, რადგან არ იცით ვინ რომელ პროექტზეა პასუხისმგებელი იმის მიუხედავად, რომ ყველა თქვენი კოლეგა, იმავდროულად, პროექტის მენეჯერია.

როგორ გავუმკლავდეთ ამ გაუგებრობას? არსებობს მშვენიერი კონცეფცია - ეს არის პორტფოლიო. ჩაინიშნეთ ყველა თქვენი პროექტი და შემდეგ განათავსეთ პორტფოლიოში. შეხედეთ რომელი პროექტია შიდა - პროექტი, რომელიც ხორციელდება თქვენი საკუთარი რესურსებით თქვენი ინსტიტუციური რესურსების გასაუმჯობესებლად - მარტივად რომ ვთქვათ, იმისთვის, რომ თქვენი ოპერაციები გახდეს უკეთესი. აკეთებთ თქვენ ვებსაიტს ან ახდენთ თქვენი ოფისის რეორგანიზაციას - ამას შეიძლება დასჭირდეს სამი თვე და ბევრი რესურსი.

ასევე გაქვთ გარე პროექტები, რომლებიც ხორციელდება გარე წყაროებიდან გრანტების ან სპონსორების მიერ, ან შესაძლოა, თქვენ აკისრებთ ამას აუდიტორიას, ან იყენებთ ზემოთაღნიშნულის კომბინაციას, ასე რომ მათ შეიძლება ჰქონდეთ განსხვავებული ფინანსური მოდელები.

როგორია ეს პროექტები, დიდი თუ მცირე? თუ ამას აღნიშნავთ, შეგიძლიათ შემდგომ დაგეგმოთ იგი თქვენი ორგანიზაციული სტრატეგიის შესაბამისად. ამისთვის არსებობს სტრატეგიული მენეჯმენტის ონლაინ კურსი. შემდეგ შეიძლება ნახოთ, რომ თქვენ პორტფოლიოში ძალზედ ბევრი შიდა პროექტია და არ არის საკმარისი გარე პროექტი. ან ყველა თქვენი გარე პროექტი არის ღირებულების დარიცხვის ჯაჭვის რგოლის გარეთ, რომელიც განსაზღვრეთ თქვენ სტრატეგიაში და რომელსაც იკავებთ. შეიძლება უცებ აღმოაჩინოთ, რომ გაქვთ ძალზედ ბევრი შეუსაბამო პროექტი ან ძალზედ ცოტა ისეთი პროექტი, რომელიც გჭირდებათ, ვთქვათ, შიდა განვითარებისთვის. ძალზედ ბევრი გარედან დაფინანსებული პროექტი, არა საკმარისი შიდა პროექტი. „საკმარისი“ სუბიექტური ცნებაა, რა თქმა უნდა, თუმცა პროექტის პორტფოლიოს მართვის მეთოდის გამოყენება თქვენი ორგანიზაციის მართვის კარგი საშუალებაა. 

არსებობს მესამე გამოწვევა - როგორ გადავიდეთ პროექტიდან პროდუქტზე და სერვისზე. ჩვენ ვსაუბრობთ სიტუაციაზე, როცა პროექტზე დაფუძნებულ ორგანიზაციებს გააჩნიათ ბევრი პროექტი, მაგრამ რეალურად, მათ არ იციან როგორ დაიწყონ ბაზარზე გატანა, პროდუქტის და სერვისის გაყიდვა, თუმცა მათ გააჩნიათ ამის კომპეტენცია. შესაძლოა, მათ უკვე ჰქონდათ მაგალითები, როცა პოტენციურმა მომხმარებელმა მიმართა მათ.

განვიხილოთ კულტურის სფეროს ორგანიზაცია... ავიღოთ მაგალითი. ეს არის ფესტივალის ორგანიზატორი უკრაინაში; ჩვენ ვატარებთ გრანდიოზულ ეთნო მუსიკის ფესტივალს ღია ცის ქვეშ უკვე ხუთი წელია. ეს ცნობილი ბრენდია, უკრაინაში ასეთი ბევრია. ისინი მიმართავენ სპონსორებს და იღებენ გრანტებს, და ყოველ წელს ფესტივალის წინაშე დგას დაფინანსების მიღების ამოცანა. როცა ეს ორგანიზაცია ამზადებს სპონსორისთვის წინადადებას ან წერს განცხადებას გრანტის მისაღებად, ის უნდა შეიცავდეს გარკვეულ ელემენტს, ითვალისწინებდეს ბიუჯეტს, იმისთვის, რომ შექმნას ორგანიზაციული სერვისი მუსიკალური ინდუსტრიისთვის. აი რაზე ვსაუბრობ მე... ისინი იცნობენ დიდ მუსიკოსებს ეთნო მუსიკის სფეროში. მათ გააჩნიათ კონტაქტები, იციან როგორ მოაწყონ გრანდიოზული შოუ. და მათ შეუძლიათ გაყიდონ ეს როგორც სერვისი. მათ შეუძლიათ შესთავაზონ ეს კომპანიებს, რომლებიც აწყობენ კორპორატიულ ღონისძიებებს, ან სხვა ფესტივალის ორგანიზატორებს, ან უფრო დიდ ფესტივალს, რომელსაც სჭირდება ეს პაკეტი. მათ შეუძლიათ შესთავაზონ ორგანიზაციული მომსახურება, მაგრამ უნდა მიუთითონ რა არის მომსახურების ფასი - უნდა აღწერონ სერვისი, მისი ფუნქციონირება, ან შეუძლიათ ნახონ განსხვავებული მოდელი, როცა შესთავაზებენ სერვისს როგორც აგენტები ან ახალი ენერგიული მუსიკოსების პროდიუსერები, როცა წარადგენენ მათ დისტრიბუტორების წინაშე, სტუდიის წინაშე. შესაძლოა, ამ ღირებულებათა  დარიცხვის ჯაჭვში გარღვევაა, და მათ უნდათ იქ გადასვლა, თუმცა საჭიროა დრო, რომ გავარკვიოთ თუ რას ნიშნავს იყო აგენტი, რამდენი უნდა გამოართვათ ბენდს, რომ გახდეთ მათი აგენტი, რომელ სტუდიებთან უნდა იმუშაოთ... ეს საკმაოდ დიდი სამუშაოა.   

როცა თქვენ... ამ ფესტივალის ორგანიზატორი ატარებთ ფესტივალს, რატომ არ უნდა ჩართოთ ბიუჯეტში გარკვეული რაოდენობა, რომ გამოიმუშაოთ, განავითაროთ სერვისი, ჩაატაროთ საპილოტე ფესტივალი, და ფესტივალის დასრულების შემდეგ გექნებათ სერვისი, რომელიც შეგიძლიათ შესთავაზოთ პოტენციურ მომხმარებელს.  

გრანტის გამცემ ორგანიზაციებს და პროგრამებს, ისევე როგორც სპონსორებს მოსწონთ ამის ნახვა, იმიტომ რომ ხედავენ, რომ ეს არის მდგრადობის ელემენტი, პროექტზე დაფუძნებული ორგანიზაციების ფინანსური მდგრადობის. იმიტომ რომ პროექტიდან პროექტამდე... თქვენ შეგიძლიათ ამის გაკეთება; მრავალი ორგანიზაცია წლობით მუშაობს ასე, თუმცა ზოგ ეტაპზე კარგია შერეულ მოდელზე გადასვლა, როცა გაქვთ გარკვეული პროდუქტი და სერვისები, რომლის ყიდვა შეუძლიათ ადამიანებს - მოვლენ და გკითხავენ, თქვენ შეგიძლიათ დაუსახელოთ ფასი, ჩვენ შეგვიძლია მოვილაპარაკოთ და მე შემიძლია ვიყიდო თქვენი სერვისები და პროდუქტი, და გავაგრძელო მუშაობა პროექტებზე თქვენი პროექტების რეჟიმში.  

ჩვენ უკვე განვიხილეთ მოცემული გამოწვევები, რომლებიც დგას ორგანიზაციების - კულტურის ორგანიზაციების, შემოქმედებითი საწარმოების წინაშე, როცა მათ საქმე აქვთ პროექტებთან და პროდუქტებთან; ჩვენ გვაქვს რამდენიმე რჩევა პროექტის პორტფოლიოსთან მიმართებაში, როგორ გავმიჯნოთ პროდუქტი და სერვისები პროექტებისაგან, როგორ ვაქციოთ პროექტები პროდუქტად და სერვისებად. 

ვუამბოთ მეგობრებს