content
ლექცია 4: დასკვნა - კულტურისთვის აუდიტორიის შექმნა
კულტურის აუდიტორიის შექმნა ნიშნავს ხელოვნებისა და კულტურის მართებულად გაშუქებას ხალხისთვის. ამიტომ თემატიკის არჩევისას ყურადღება მიაქციეთ აქტუალობას და აქტუალურ საკითხებს.

აგრეთვე თქვენი თემა უნდა გამოჩნდეს შესაბამის დროს, ანუ მიუსადაგეთ ინტერვიუ იუბილეებს, მათ შემოქმედებას, ტენდენციებს, მიმართულებებს, წარმატებულ ისტორიებს, დავებს, პროტესტებს და სკანდალებს. აგრეთვე შეიძლება წინასწარი მიმოხილვის სახით გააშუქოთ ხელოვნების სფეროს ღონისძიებები. თქვენი ნამუშევარი უნდა იყოს ნათელი და ხელმისაწვდომი, შეგიძლიათ წარუდგინოთ აუდიტორიას ახალი რამ, შეატყობინოთ საკუთარი ინტერესებისა და ენთუზიაზმის შესახებ და აჩვენოთ თუ როგორ აისახება კულტურის ასპექტები მათ ცხოვრებაზე.

თქვენ შეგიძლიათ გაზარდოთ თქვენი კულტურული ჟურნალისტისა და კრიტიკოსის ავტორიტეტი ჟურნალისტიკის ეთიკური სტანდარტების დაცვით, ფაქტების გადამოწმებით და სწორი, უტყუარი ინფორმაციის გაცემით, გაშუქებაში ბალანსის დაცვით და საწინააღმდეგო აზრის მხედველობაში მიღებით, ფაქტებისა და მოსაზრებების ერთმანეთისგან გამიჯვნით. თქვენ ასევე უნდა შეინარჩუნოთ თქვენი არჩეული ხელოვნების ფორმა და მიზნად დაისახოთ გახდეთ ორიგინალური ახალი ხელოვნებისა და ხელოვანების აღმოჩენაში.

ვუამბოთ მეგობრებს