content
ლექცია 3. დაადგინეთ სამიზნე ორგანიზაციები , შეცვალეთ თქვენი ორგანიზაცია
სანამ დაუკავშირდებით ახალ დონორს, გადახედეთ მის წინა რეკომენდაციებს და განიხილეთ თქვენ გუნდთან ერთად თუ რაც ნიშნავს მოცემული მოთხოვნები თქვენი ორგანიზაციისთვის. ეს მართლაც მნიშვნელოვანია. ზოგ შემთხვევაში ეს შესაძლოა ნიშნავდეს სერიოზულ სტრუქტურულ ცვლილებებს.

მაგალითად, გაერთიანებულ სამეფოში ერთმა დონორმა დასვა კითხვა: ბენეფიციარებთან მუშაობის რამდენად კარგი გამოცდილება აქვთ თქვენი სამეურვეო საბჭოს წევრებს? თუ თქვენ საბჭოში შედიან ცნობილი ან გავლენიანი პირები, რომელთაც არ გააჩნიათ გამოცდილება პროექტის თემასთან ან ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით, მაშინ უნდა დაამატოთ საბჭოში ისეთი წევრები, რომელთაც აქვთ ასეთი გამოცდილება.    

ზოგიერთი დონორი ითხოვს ორგანიზაციის მიერ წარდგენილ ანგარიშს გარკვეულ საკითხებზე, მათ შორის არის გენდერული პოლიტიკა; შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა წვდომა; ნარკოპოლიტიკა; ბავშვთა შრომის მიმართ დამოკიდებულება, ფინანსური აუდიტი. კარგი იქნებოდა, თუ მოხდება ამ საკითხების ჩამოყალიბება და განხორციელება, სანამ მიმართავთ თხოვნით დაფინანსების თაობაზე. ეჭვს გამოიწვევს, თუ თქვენი გენდერული პოლიტიკა ერთი დღით უფროსია თქვენ განაცხადზე.

თუ დონორი მოითხოვს აუდიტის ჩატარებას, შეამოწმეთ ამის სიხშირე. გააჩნია როდის უნდა წარადგინოთ დოკუმენტაცია - სამ წელიწადში ერთხელ თუ ექვს თვეში ერთხელ - მათ შორის დიდი სხვაობაა. აუდიტი დეტალურად ტარდება და მოითხოვს დიდ დროს. ამიტომ დარწმუნდით, რომ გაგაჩნიათ სისტემები და პერსონალი, რომელსაც შეუძლია ამ პროცესების მართვა. დოკუმენტები უნდა იყოს 100% ზუსტი და ადვილად ხელმისაწვდომი.

ზოგიერთმა დონორმა შესაძლოა მოითხოვოს ცალკე ანგარიშები პროექტის დასაფინანსებლად. ზოგი მათგანი იხდის ბოლოში, ამიტომ შეამოწმეთ შეგიძლიათ თუ არა დაფაროთ ხარჯები და დაელოდოთ რამდენიმე თვე რომ დაიბრუნოთ ფული.

ზოგიერთმა მათგანმა შესაძლოა მოგთხოვოთ, რომ იყოთ გადასახადის გადამხდელი ან იურიდიულად დარეგისტრირდეთ მათ ქვეყანაში. ეს დიდი და ძვირადღირებული ეტაპებია. თუ არასწორად წაიყვანთ პროცესს, ეს შესაძლოა დაგიჯდეთ თქვენი ორგანიზაციის ფასად. მსოფლიოში ბევრია ისეთი ორგანიზაციები, რომლებმაც მარცხი განიცადეს. ხშირად ეს ხდება იმის გამო, რომ ფონდის მოძიების ოფისი სხვა კონტინენტზე იწყებს მოქმედებას დანარჩენი ორგანიზაციების ქსელისაგან დამოუკიდებლად. ჩემი რჩევაა: თუ დააარსებთ ახალ ოფისს ახალ ადგილზე, ორგანიზაციის  ერთი თანამშრომელი უნდა იყოს პასუხისმგებელი აღნიშნულ ოფისზე.  

ზოგიერთ დონორს შეიძლება გააჩნდეს მოთხოვნები ისეთ ასპექტებთან დაკავშირებით, როგორებიცაა: კადრების დაკომპლექტების დონე, წლიური ბრუნვა, ფინანსური რეზერვები, იურიდიული რეგისტრაცია, საგადასახადო დეკლარაცია, და ა. შ.  

თხოვეთ თქვენ ადმინისტრატორს განიხილოს აღნიშნული მოთხოვნები და მათი მოგვარების გზები, სანამ შეხვდებით დონორს. ნუ შეხედავთ ფინანსების მოძიების პროცესს ვარდისფერი სათვალით. თქვენი დრო ძვირფასია, ნუ დაკარგავთ მას.

აღნიშნულ პროცედურებზე დახარჯული დრო არ არის დაკარგული, რადგან მსგავს მოთხოვნებს წამოაყენებენ სხვა დონორებიც. მოცემული ადმინისტრაციული სისტემის მოგვარება გაგხდით დონორებისთვის უფრო კონკურენტუნარიანს, დამაჯერებელს და მიმზიდველს. 

ვუამბოთ მეგობრებს