- „შემოქმედებითი ევროპის“ ონლაინ კურსი
-
გადაკვეთები და დაფინანსების მოძიება: ონლაინ კურსი
-
ლექცია 1. მეწარმეობა და ინოვაცია: ფინანსების წარმატებით მოძიების მიმართულებები
-
ლექცია 2. ბიზნესმოდელები და გარე დაფინანსება შემოქმედებითი სტარტაპებისთვის
-
ლექცია 3. გადაკვეთები: ეფექტიანი ბიზნესდაგეგმარების კატალიზატორი
-
ონლაინ რესურსების ბმულები და დამატებით საკითხავი წყაროები
-
საინფორმაციო ბიულეტენი
-
შემთხვევების განხილვა
-
ტესტი და სერთიფიკატი
-
- „კულტურის სფეროს ჟურნალისტიკის „ კურსი
- კურსი: ციფრული კომუნიკაცია
- კურსი „კულტურა და კრეატიულობა“
-
კომუნიკაციის ონლაინ კურსი
-
ლექცია 1. სტრატეგიული კომუნიკაციის ძირითადი პრინციპები
-
ლექცია 2. სტრატეგიული კომუნიკაციის სტადიები
-
ლექცია 3. სტრატეგიული კომუნიკაციის ძირითადი პრინციპები
-
ლექცია 4. სტრატეგიული კომუნიკაციის ძირითადი შემადგენელი ნაწილები
-
ლექცია 5. მედიაკომუნიკაციები: რჩევები წარმატების მისაღწევად
-
დამატებითი რესურსები
-
ტესტი და სერთიფიკატი
-
- შეთავაზების წერის კურსი
- კულტურული სტრატეგია
-
ადვოკატირების კურსი
-
ლექცია 1. რა არის ადვოკატირება და რა დახმარების გაწევა შეუძლია მას?
-
ლექცია 2. საკითხის ანალიზი და იდენტიფიკაცია
-
ლექცია 3. გარემოს სქემის შედგენა
-
ლექცია 4. ლობირება, გავლენა და ხმის მიწვდენა
-
ლექცია 5. ადვოკატირების კამპანიის შეფასება
-
ინფორმაცია ადვოკატირების და ლობირების შესახებ
-
ადვოკატირების შესაძლებლობების შეფასება
-
კონკრეტული შემთხვევის შესწავლა
-
დამატებითი წასაკითხი წყაროები
-
ტესტი და სერთიფიკატი
-
- კურსი „ფინანსები კრეატიული ორგანიზაციებისთვის“
- „ფანდრაიზინგის“ კურსი
- სტრატეგიული დაგეგმვის კურსი
-
მარკეტინგის ონლაინ კურსი
-
ლექცია 1. რა არის „მარკეტინგი“?
-
ლექცია 2. მარკეტინგის სტრატეგია
-
ლექცია 3. მომხმარებლის მოსმენა
-
ლექცია 4. მომხმარებლის სარგებელი
-
ლექცია 5. მარკეტინგის 3M-ი
-
საინფორმაციო ბიულეტენი. 20 ძირითადი ინფორმაცია მარკეტინგის შესახებ
-
ჩამონათვალი, რა არის საჭირო ეფექტიანი მარკეტინგის სტრატეგიის უზრუნველსაყოფად
-
შემთხვევის განხილვა. მარკეტინგის 3M-ი.
-
ტესტი და სერთიფიკატი
-
- კურსი: ღირებულების შექმნა შემოქმედებით ეკონომიკაში
ხედვა და წარმატება
სტრატეგიული ხედვა და ბიზნესის წარმატების მკაფიო განმარტება სტრატეგიული დაგეგმვის საკვანძო ელემენტებია ყველა შემოქმედებითი ბიზნესისა და კულტურის საწარმოსთვის.
ხედვა აყალიბებს შემოქმედებითი ბიზნესის ან კულტურის საწარმოს სამომავლო მისწრაფებებს. ეს ხედვა (ან „სტრატეგიული ხედვა“) არის „ოცნება“ მომავალზე, სიტყვებით დახატული სურათი, რომლის მიზანია, შთაგონებით აანთოს ადამიანები და ამისათვის მიმართავს როგორც მათ გულებს, ასევე გონებასაც.
„დაწყებისას თვალწინ გედგეს დასასრული“ – ამბობს სტივენ რ. ქოვი თავის ბესტსელერ წიგნში „ძალზე ეფექტიანი ადამიანების შვიდი ჩვევა“ (Steven R Covey ‘The Seven Habits of Highly Effective People’).
ლიდერის ერთ-ერთი უმთავრესი ფუნქცია გახლავთ, შთააგონოს ადამიანები ხედვის ხორცშესხმისთვის. ეს „შთამაგონებელი ლიდერობაა“.
სტრატეგიული ხედვა საზიარო ხედვა უნდა იყოს, მას უნდა ეთანხმებოდეს ბიზნესის თუ ორგანიზაციის ყველა წევრი – და არა მხოლოდ ლიდერი, უმაღლესი მმართველი გუნდი ან ძირითადი თანამშრომლები.
„ხედვა გვაუწყებს ისეთ რაღაცებს, რაც მკაფიოს ხდის მიმართულებას, საითაც ორგანიზაცია უნდა მიდიოდეს“
– ჯონ პ. კოტერი (John P Kotter). ჰარვარდის ბიზნეს-რევიუ
წარმატებული შემოქმედებითი ბიზნესისთვის საჭიროა კრეატიული ტალანტის და სტრატეგიული ბიზნესმენეჯმენტის კომბინირება – რასაც მე „მაისურებს“ და „პიჯაკებს“ ვუწოდებ.
ზოგჯერ ორივე ეს ელემენტი საკმაო რაოდენობით არის ხოლმე გაერთიანებული ერთ პიროვნებაში, მაგრამ უფრო ხშირად შემოქმედებითობის და ბიზნესის ჰარმონიას ორი ადამიანი ან უფრო მრავალრიცხოვანი გუნდი ქმნის.
ამგვარად, საწარმოს ფორმირებისთვის დაჭიროა საზიარო ხედვა, თუნდაც რომ მასში გაერთიანებული პარტნიორები სრულიად სხვადასხვა ხასიათის პიროვნებები იყვნენ და სრულიად სხვადასხვა უნარებს ფლობდნენ.
რისკის, ზრდის, ფინანსური წახალისების, ცხოვრების ნირის საკითხებზე პარტნიორებს შეიძლება ძლიერ განსხვავებული შეხედულებები ჰქონდეთ. თუ ისინი შეთანხმებული არ იქნებიან ერთმანეთთან, საქმეში ჩართულ თითოეულ პიროვნებას შეიძლება გონებაში ესახებოდეს ფასეული, მაგრამ სხვებისგან განსხვავებული მიზნები – საკუთარი საგზაო რუკა დანიშნულების სხვადასხვა ადგილებისკენ მიუძღვებოდეთ.
ასე რომ, საზიარო ხედვა მრავალი თვალსაზრისით საწყისი წერტილია. თუ ადამიანები ბეჯითად მუშაობენ ერთად, მაგრამ გუნებაში სხვადასხვა მიზნები აქვთ დასახული, სავარაუდოდ, კონფლიქტი – ან სტაგნაცია მაინც – გარდაუვალია.
ჯენიფერ ჰარისი (Jennifer Harris) Management Today-ში წერს, რომ განსხვავებული უნარები შეიძლება გაერთიანდეს და ერთმანეთი შეავსოს, მაგრამ განსხვავებული პოზიციები – ვერა. ვეთანხმები.
ფრედერიკ ჰენრი როისმა ჩარლზ სტიუარტ როლსი 1904 წელს მანჩესტერში გაიცნო. როისი ინჟინერი იყო, როლსი – ბიზნესმენი. ისინი სრულიად განსხვავებული ნიჭით იყვნენ დაჯილდოებული, მაგრამ ხედვა საერთო ჰქონდათ. მათი პარტნიორობის შედეგად შეიქმნა მთელ მსოფლიოში ცნობილი კომპანია როლს-როისი.
მომავლის მკაფიო ხედვა და შემდეგ საქმის დაწყება ამ საბოლოო შედეგზე სწორებით – ზუსტად ამას აკეთებენ წარმატებული შემოქმედებითი მეწარმეები.
წარმატება
ყველას უნდა, იყოს „წარმატებული“, მაგრამ არსებობს „წარმატების“ ბევრი სხვადასხვაგვარი განსზღვრა. წარმატება სხვადასხვა ადამიანებისთვის სხვადასხვა რამეებს ნიშნავს, ამიტომ უბრალოდ შეთანხმება, რომ გინდათ, თქვენი ბიზნესი „წარმატებული“ იყოს, არ არის საკმარისად მკაფიო. ერთად მუშაობა სხვადასხვანაირად განსაზღვრული წარმატების მისაღწევად გარდაუვლად გააჩენს პრობლემებს. ამიტომ წარმატების განსაზღვრება მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული და ყველა პარტნიორის მიერ მიღებული.
განსაზღვრეთ „წარმატება“ თქვენი თვალთახედვით – და არა იმის მიხედვით, თუ რა მიაჩნიათ, რა უნდათ ან რის მოლოდინი აქვთ სხვებს.
როდესაც შემოქმედებით ბიზნესებს რჩევას ვაძლევ, მე მათ ვთხოვ, განსაზღვრონ „წარმატება“ საკუთარი თავისთვის, ინდივიდუალური თვალსაზრისით. არა მხოლოდ ვთხოვ – მოვითხოვ კიდეც. რადგან, თუ არ იციან, საით მიდიან, იქ მისვლაში მე ვერ დავეხმარები. „წარმატების“ ასე განსაზღვრა ხედვას უფრო გამოკვეთილს ხდის.
ფინანსური წარმატება საწარმოთა უმრავლესობისთვის მნიშვნელოვანი განზომილებაა, მაგრამ ეს არ გახლავთ ერთადერთი ფაქტორი. შემოქმედებითი მეწარმეები მეუბნებიან, რომ სურთ კმაყოფილების მომნიჭებელი სამუშაო, აღიარება მათ ინდუსტრიის წარმომადგენელთა მხრიდან, საინტერესო პროექტების არჩევის შესაძლებლობა, ავტონომია, საინტერესო თანამშრომლობები ან ჯანსაღი სამუშაო/ცხოვრების ბალანსი. ესენი და სხვა ინგრედიენტები სხვადასხვა დოზითაა შეზავებული წარმატების თითოეულ უნიკალურ რეცეპტში.
ბიზნესის ზრდა
მკაფიოდ ჩამოაყალიბეთ, თუ რის გაზრდა გსურთ. გაზარდეთ თქვენი ბიზნესი სწორი მიმართულებით. გაზარდეთ სწორი რაღაცები. პატარა საწარმოს შეუძლია დიდი მოგება მოიტანოს და მნიშვნელოვანი სოციალური გავლენა ჰქონდეს. ზომა ყველაფერს არ წყვეტს.
ორგანიზაციის ხედვის ჩამოყალიბების და „წარმატების“ განსაზღვრის პროცესი ნებისმიერი ბიზნესსტრატეგიის ან ბიზნესგეგმის საკვანძო საწყისი წერტილია. ის სასარგებლოა იმდენად, რამდენადაც არკვევს, თუ რა წარმოადგენს ორგანიზაციის გულისგულს, ადგენს მის მისიასა და ფასეულობებს.
„მისია და ფილოსოფია ბიზნესში საკვანძო საწყისი წერტილია. ბიზნესს არ განსაზღვრავს მისი სახელი, წესდება ან რეგისტრაციის მოწმობა. ის ბიზნესის მისიითაა განსაზღვრული. მხოლოდ ორგანიზაციის მისიისა და განზრახვის მკაფიო განსაზღვრა ხდის შესაძლებელს, დაისახოს ბიზნესის მკაფიო და რეალისტური მიზნები“. – პიტერ დრუკერი (Peter Drucker). (იხ. აგრეთვე პიტერ დრუკერის „ბიზნესის თეორია“ [Theory of the Business])
ჩვენ გვაქვს სხვა ონლაინ რესურსებიც, რომელთა დახმარებითაც შეძლებთ, მეტი შეიტყოთ სტრატეგიულ დაგეგმვაზე, რათა გამოიყენოთ ის თქვენი საწარმოსთვის და კიდევ უფრო წარმატებული გახდეთ.