content
ლექცია 5. კულტურული და კრეატიული ინდუსტრიები
ლექცია 5. კულტურული და კრეატიული ინდუსტრიები
ინდუსტრიული წარმოების ისეთი თვისებები, როგორიცაა სერიულობა, დიდი ხნის დაკვირვების საგანია. მაგალითად, მხატვრობისადმი გაზრდილი მოთხოვნილების პირობებში, მე-17 საუკუნეში პიტერ პოლ რუბენსმა დააფუძნა დიდი სახელოსნო, სადაც მისი მოსწავლეები ხატავდნენ მის მიერ ჩახატულ ესკიზებზე, რომლებსაც მხატვარი საბოლოო შტრიხს ამატებდა.

თუმცა, კულტურული და კრეატიული ინდუსტრიების ცნება უფრო გვიან პერიოდს ეკუთვნის. ეკონომისტი და თეორეტიკოსი პიერ ლუიჯი საკო აკავშირებს მათ გამოჩენას სამრეწველო რევოლუციასთან მეოცე საუკუნის ბოლოს. ამ პერიოდის ტექნოლოგიურმა ინოვაციებმა - რადიო, ხმის ჩაწერა, ფოტო და კინოხელოვნება, ბეჭდური ტექნოლოგიის დახვეწა - გააფართოეს კულტურის ხელმისაწვდომობა და გავლენა მოახდინეს შემოქმედებით პროცესზე.    

თეატრი, სახვითი ხელოვნება, კინო, ტელევიზია, რადიო, მუსიკა, საგამომცემლო საქმე, კომპიუტერული თამაშები, ახალი მედიასაშუალებები, არქიტექტურა, დიზაინი, მოდის სამყარო და რეკლამა - ყოველივე ეს კულტურული და კრეატიული ინდუსტრიების ნაწილია.

ტერმინები „კულტურული ინდუსტრიები“ და კრეატიული ინდუსტრიები“ პრაქტიკულად ერთმანეთის ტოლფასია. „კულტურული ინდუსტრიების“ ცნება უფრო ეხება კულტურულ მემკვიდრეობას და შემოქმედების ტრადიციულ ფორმებს, იმ დროს როცა „კრეატიული ინდუსტრიები“ მოიცავს გამოყენებითი ხელოვნების პრაქტიკას, ინოვაციებს და მოგების მოტანას, სამუშაო ადგილების შექმნას ინტელექტუალური საკუთრების შექმნის გზით.

ახლა ვხედავთ გადასვლას კულტურული და კრეატიული ინდუსტრიების ახალ ფორმებზე. გამყოფი ხაზი მწარმოებლებსა და მომხმარებლებს შორის ნელ-ნელა ქრება. კულტურული და კრეატიული სექტორები ითვლება ეკონომიკური აქტივობის ახალი დინამიური ფორმების წინამორბედად. იმ პირობებში, როცა საზოგადოება გადადის ინდუსტრიული დონიდან ინტელექტუალურ დონეზე, ამოცანების გადაჭრისადმი კრეატიული მიდგომა გახდება კონკურენტუნარიანობის ერთერთი წამყვანი ფაქტორი. 

ვუამბოთ მეგობრებს