- კურსი: ციფრული კომუნიკაცია
- კურსი „კულტურა და კრეატიულობა“
-
კომუნიკაციის ონლაინ კურსი
-
ლექცია 1. სტრატეგიული კომუნიკაციის ძირითადი პრინციპები
-
ლექცია 2. სტრატეგიული კომუნიკაციის სტადიები
-
ლექცია 3. სტრატეგიული კომუნიკაციის ძირითადი პრინციპები
-
ლექცია 4. სტრატეგიული კომუნიკაციის ძირითადი შემადგენელი ნაწილები
-
ლექცია 5. მედიაკომუნიკაციები: რჩევები წარმატების მისაღწევად
-
დამატებითი რესურსები
-
ტესტი და სერთიფიკატი
-
- შეთავაზების წერის კურსი
- კულტურული სტრატეგია
-
ადვოკატირების კურსი
-
ლექცია 1. რა არის ადვოკატირება და რა დახმარების გაწევა შეუძლია მას?
-
ლექცია 2. საკითხის ანალიზი და იდენტიფიკაცია
-
ლექცია 3. გარემოს სქემის შედგენა
-
ლექცია 4. ლობირება, გავლენა და ხმის მიწვდენა
-
ლექცია 5. ადვოკატირების კამპანიის შეფასება
-
ინფორმაცია ადვოკატირების და ლობირების შესახებ
-
ადვოკატირების შესაძლებლობების შეფასება
-
კონკრეტული შემთხვევის შესწავლა
-
დამატებითი წასაკითხი წყაროები
-
ტესტი და სერთიფიკატი
-
- კურსი „ფინანსები კრეატიული ორგანიზაციებისთვის“
- „ფანდრაიზინგის“ კურსი
- სტრატეგიული დაგეგმვის კურსი
-
მარკეტინგის ონლაინ კურსი
-
ლექცია 1. რა არის „მარკეტინგი“?
-
ლექცია 2. მარკეტინგის სტრატეგია
-
ლექცია 3. მომხმარებლის მოსმენა
-
ლექცია 4. მომხმარებლის სარგებელი
-
ლექცია 5. მარკეტინგის 3M-ი
-
საინფორმაციო ბიულეტენი. 20 ძირითადი ინფორმაცია მარკეტინგის შესახებ
-
ჩამონათვალი, რა არის საჭირო ეფექტიანი მარკეტინგის სტრატეგიის უზრუნველსაყოფად
-
შემთხვევის განხილვა. მარკეტინგის 3M-ი.
-
ტესტი და სერთიფიკატი
-
- კურსი: ღირებულების შექმნა შემოქმედებით ეკონომიკაში
- „შემოქმედებითი ევროპის“ ონლაინ კურსი
-
გადაკვეთები და დაფინანსების მოძიება: ონლაინ კურსი
-
ლექცია 1. მეწარმეობა და ინოვაცია: ფინანსების წარმატებით მოძიების მიმართულებები
-
ლექცია 2. ბიზნესმოდელები და გარე დაფინანსება შემოქმედებითი სტარტაპებისთვის
-
ლექცია 3. გადაკვეთები: ეფექტიანი ბიზნესდაგეგმარების კატალიზატორი
-
ონლაინ რესურსების ბმულები და დამატებით საკითხავი წყაროები
-
საინფორმაციო ბიულეტენი
-
შემთხვევების განხილვა
-
ტესტი და სერთიფიკატი
-
- „კულტურის სფეროს ჟურნალისტიკის „ კურსი
რა არის კრიტიციზმი? ჩვენ ყველანი ვართ კრიტიკოსები იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ მუდმივად ვმსჯელობთ არის თუ არა რომელიმე კულტურული პროდუქტი (როგორიცაა წიგნები, ფილმები ან სატელევიზიო პროგრამები) კარგი თუ ცუდი, და ვადარებთ მათ იმავე ტიპის სხვა ნაწარმოებებს. მაგრამ კრიტიკა არ არის მხოლოდ მოსაზრება. მიმოხილვა არის არგუმენტი, რომელიც ეფუძნება მტკიცებულებებს, და ცდილობს გადაარწმუნოს სხვები. ის იდეალურად შეიცავს თავის თავში მიმოხილვის ობიექტის ობიექტური აღწერის ელემენტებს. მიმოხილვისას, სუბიექტური კომენტარების მსგავსად, კრიტიკოსი მასზე საუბრობს არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ მკითხველის, მსმენელის ან მაყურებლისთვის.
კრიტიკოსები სასიცოცხლო როლს თამაშობენ კულტურული და კრეატიული ინდუსტრიის მხარდასაჭერად, აგრეთვე საშუალებას აძლევენ ყველა სახის ხელოვანს განავითარონ საკუთარი ხელოვნება და მიაწოდონ ის ფართო საზოგადოებას. მაგრამ კრიტიკა არც ხელშეწყობაა და არც სამომხმარებლო რჩევები. ძალიან კარგია როდესაც ხალხი მიმოხილვის შედეგად კითხულობს წიგნს, ან უყურებს ფილმს ან შოუს მაგრამ კრიტიკოსი მარკეტინგისგან დამოუკიდებლად უნდა მოქმედებდეს. მისი საქმე არის არა რამე კონკრეტულის გაყიდვა არამედ ხელოვნებაზე ყურადღების გამახვილება აქვს ამ ხელოვნებას ფინანსური მხარდაჭერა თუ არა. ამან შეიძლება იმუშაოს როგორც ანტიდოტმა რეკლამისთვის ან ძვირადღირებულმა პრომოუშენმა. კრიტიკოსის ვალდებულებებს შორისაა იყოს სამართლიანი იმ ხელოვანის მიმართ, რომელსაც ინტერვიუს ართმევს და მთლიანად ხელოვნების მიმართ. მაგრამ მათი მთავარი პასუხისმგებლობაა საზოგადოებასთან კამათის საფუძველზე ერთიანი დასკვნის დადება.
მიმოხილვის ენა დამოკიდებულია იმ აუდიტორიაზე, რომლისთვისაც ეს მიმოხილვა არის გამიზნული. რომელიმე კონცეპტუალური ხელოვნებისთვის კრიტიკოსის ფუნქცია შესაძლოა იყოს თეორიული ჟარგონის თარგმნა, ისე რომ ის გასაგები იყოს მკითხველისთვის. კრიტიკოსმა შეიძლება მედიატორის როლი შეასრულოს ხელოვნებასა და საზოგადოებას შორის, ახსნას ახალი და ხანდახან იწინასწარმეტყველოს, თუ როგორ განვითარდება ეს ურთიერთობა. კრიტიკოსმა შეიძლება დააყენოს სტანდარტი, დახვეწოს გემოვნება და ზოგჯერ წავიდეს საზოგადოებრივი აზრის წინააღმდეგ.
კრიტიკა შეიძლება წაიკითხოთ კულტურული სიახლეებისთვის, ის არის ფორუმი დებატებისთვის, ასევე სოციალური ურთიერთობების სარკე. წიგნის მიმოხილვის აუდიტორიამ შეიძლება გააერთიანოს ადამიანები, რომლებმაც შესაძლოა მიმოხილვის წყალობით წაიკითხონ ის, იმათთან ვინც უკვე წაიკითხა აღნიშნული წიგნი, და იმათთანაც კი ვინც არასდროს წაიკითხავს ამ წიგნს. მიმოხილვა უნდა შეიცავდეს ფაქტობრივ ინფორმაციას (მაგალითად, გამოცემის დეტალები და თარიღები ან ადგილები); აღწერილობა; ნაწარმოების ზოგიერთი ციტატა; კონტექსტი; და შეფასება ან დასკვნა. შესაბამისი კონტექსტი შეიძლება შეიცავდეს ხელოვანის წარსულ ნაშრომს; სხვა ხელოვანებთან შედარებას და მთელი ჟანრის ისტორიას ან ხელოვნების ფორმას. ის შეიძლება შეიცავდეს მხატვრის ბიოგრაფიის ელემენტებს, თუმცა, როგორც წესი, არა მათ პირადი ცხოვრების გარემოებებს ან მათი ნამუშევრის საბაზრო შეფასებას. აკადემიური მიმომხილველისგან განსხვავებით მედიის მიმომხილველისგან ელოდებიან დასკვნის გაკეთებას.
როგორც მიმომხილველს, შესაძლებელია გაგიჩნდეთ რამდენიმე შეკითხვა, მაგალითად ქმნის თუ არა ხელოვანი რაიმე ახალს ან მიყავს თავისი შემოქმედება განსხვავებული მიმართულებით? თუ ხელოვანი მუშაობს ტრადიციულ ჟანრში როგორ შეუთანხმებს ან გადაუხვევს მას, როგორ განავითარებს? როგორია მისი ნაწარმოები სხვა, იმავე ავტორის ნაწარმოებებთან ან სხვა ავტორებთან შედარებით? რამ შთააგონა ან მოახდინა გავლენა?