- კურსი: ციფრული კომუნიკაცია
- კურსი „კულტურა და კრეატიულობა“
-
კომუნიკაციის ონლაინ კურსი
-
ლექცია 1. სტრატეგიული კომუნიკაციის ძირითადი პრინციპები
-
ლექცია 2. სტრატეგიული კომუნიკაციის სტადიები
-
ლექცია 3. სტრატეგიული კომუნიკაციის ძირითადი პრინციპები
-
ლექცია 4. სტრატეგიული კომუნიკაციის ძირითადი შემადგენელი ნაწილები
-
ლექცია 5. მედიაკომუნიკაციები: რჩევები წარმატების მისაღწევად
-
დამატებითი რესურსები
-
ტესტი და სერთიფიკატი
-
- შეთავაზების წერის კურსი
- კულტურული სტრატეგია
-
ადვოკატირების კურსი
-
ლექცია 1. რა არის ადვოკატირება და რა დახმარების გაწევა შეუძლია მას?
-
ლექცია 2. საკითხის ანალიზი და იდენტიფიკაცია
-
ლექცია 3. გარემოს სქემის შედგენა
-
ლექცია 4. ლობირება, გავლენა და ხმის მიწვდენა
-
ლექცია 5. ადვოკატირების კამპანიის შეფასება
-
ინფორმაცია ადვოკატირების და ლობირების შესახებ
-
ადვოკატირების შესაძლებლობების შეფასება
-
კონკრეტული შემთხვევის შესწავლა
-
დამატებითი წასაკითხი წყაროები
-
ტესტი და სერთიფიკატი
-
- კურსი „ფინანსები კრეატიული ორგანიზაციებისთვის“
- „ფანდრაიზინგის“ კურსი
- სტრატეგიული დაგეგმვის კურსი
-
მარკეტინგის ონლაინ კურსი
-
ლექცია 1. რა არის „მარკეტინგი“?
-
ლექცია 2. მარკეტინგის სტრატეგია
-
ლექცია 3. მომხმარებლის მოსმენა
-
ლექცია 4. მომხმარებლის სარგებელი
-
ლექცია 5. მარკეტინგის 3M-ი
-
საინფორმაციო ბიულეტენი. 20 ძირითადი ინფორმაცია მარკეტინგის შესახებ
-
ჩამონათვალი, რა არის საჭირო ეფექტიანი მარკეტინგის სტრატეგიის უზრუნველსაყოფად
-
შემთხვევის განხილვა. მარკეტინგის 3M-ი.
-
ტესტი და სერთიფიკატი
-
- კურსი: ღირებულების შექმნა შემოქმედებით ეკონომიკაში
- „შემოქმედებითი ევროპის“ ონლაინ კურსი
-
გადაკვეთები და დაფინანსების მოძიება: ონლაინ კურსი
-
ლექცია 1. მეწარმეობა და ინოვაცია: ფინანსების წარმატებით მოძიების მიმართულებები
-
ლექცია 2. ბიზნესმოდელები და გარე დაფინანსება შემოქმედებითი სტარტაპებისთვის
-
ლექცია 3. გადაკვეთები: ეფექტიანი ბიზნესდაგეგმარების კატალიზატორი
-
ონლაინ რესურსების ბმულები და დამატებით საკითხავი წყაროები
-
საინფორმაციო ბიულეტენი
-
შემთხვევების განხილვა
-
ტესტი და სერთიფიკატი
-
- „კულტურის სფეროს ჟურნალისტიკის „ კურსი
კულტურა ინახავს და გადასცემს ცოდნას
ცოდნა იმის შესახებ, თუ როგორი იყო სამხრეთ ინგლისის საზოგადოება მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში - პოპულარული ცეკვებით დაწყებული და დადგენილი დღის წესრიგით დამთავრებული - შეგიძლიათ მიიღოთ როგორც ისტორიის წიგნებიდან, ისე ჯეინ ოსტინის რომანებიდან. საუკუნის მიწურულს ლონდონის ყოველდღიური ცხოვრების შესახებ შეგიძლიათ შეიტყოთ შერლოკ ჰოლმსის წიგნების სერიიდან.
კულტურა ქმნის ღირებულებებსა და სიმბოლოებს
წვერიც კი შეიძლება წარმოადგენდეს ღირებულებას და სიმბოლოს, ან პირიქით - ნაკლს. მაგალითად, 1705 წელს პეტრე პირველმა, რომელმაც დაისახა მიზნად რუსეთის მოდერნიზაცია ევროპასთან დაახლოების მიზნით, შემოიღო გადასახადი იმ მამაკაცებისთვის, რომლებიც ატარებდნენ წვერ-ულვაშს. ამისგან განსხვავებით, 1999 წელს, ანუ 300 წლის შემდეგ, გაიმართა პირველი ნოემბრის საქველმოქმედო ღონისძიება. მასში მონაწილეობდნენ მამაკაცები, რომლებიც იზრდიდნენ ულვაშებსა და წვერებს მთელი ნოემბრის თვის განმავლობაში, რათა აემაღლებინათ ცნობიერება პროსტატის კიბოს შესახებ და მოეზიდათ სახსრები საქველმოქმედო ფონდისთვის. ორივე შემთხვევაში, სიმბოლოებმა გავლენა მოახდინა კულტურის შემდგომ განვითარებაზე.
კულტურა ანვითარებს
რენესანსის ეპოქის „უნივერსალური ადამიანისთვის“ მნიშვნელოვანია მონაწილეობა კულტურულ ცხოვრებაში და შემოქმედებითი პოტენციალი. ამის ყველაზე ნათელი მაგალითია ლეონარდო და ვინჩი, რომელმაც გააერთიანა სამეცნიერო საქმიანობა და ფერწერა.
კულტურა აძლიერებს საზოგადოებრივ ურთიერთობებს
ყოველწლიურად ფესტივალი “Kraina Mriy” იზიდავს დაახლოებით 40 000 სტუმარს. აცნობს რა ადამიანებს უკრაინის კულტურის ტრადიციულ ფორმებს - მუსიკიდან კერამიკამდე, ფესტივალი ხელს უწყობს საერთო ეროვნული იდენტურობის ფორმირებას.
კულტურა ქმნის ახალ მოთხოვნებს
ენერგიის დაზოგვის და ბუნებრივი რესურსების გონივრული მოხმარების კულტურა ქმნის ისეთ მოთხოვნებს, როგორიცაა სხვადასხვა სახის ნარჩენების დახარისხებისა და გადამუშავების ინფრასტრუქტურის შექმნა, სახლებში მზის ბატარეის პანელების დაყენება და ხელმისაწვდომი ელექტრო მანქანები. მაგალითისთვის, 2017 წელს კომპანია „ტესლა მოტორსი“ შესთავაზებს მომხმარებელს 35 000 აშშ დოლარის ღირებულების ელექტრო მანქანას, რომელიც ადრე ღირდა 100 000 აშშ დოლარი.
კულტურა ხელს უწყობს ეკონომიკის განვითარებას
კულტურული და კრეატიული ინდუსტრიების ბრუნვა შეადგენს 1.3 ტრილიონ აშშ დოლარს, და მისი ზრდის ტემპი უსწრებს წარმოებისა და მომსახურების სექტორებს. კულტურული ტურიზმი შეადგენს მსოფლიო ტურიზმის სექტორის შემოსავლების 40%, ბოლო ათწლეულის განმავლობაში მან შეინარჩუნა მდგრადი ზრდის ტემპი. მთელ მსოფლიოში კულტურა წარმოადგენს დასაქმებისა და შემოსავლების მნიშვნელოვან წყაროს. მეტი ინფორმაცია იხილეთ: http://www.culturepartnership.eu/page/culture-matters
კულტურა ეხმარება ქალაქებს
1997 წელს ესპანეთის ქალაქ ბილბაოში გაიხსნა გუგენჰაიმის მუზეუმი. ორიგინალური დიზაინის წყალობით ეს ადგილი გადაიქცა ღირშესანიშნაობად, რომელმაც ახალი სიცოცხლე შთაბერა ამ პროვინციულ ქალაქს. მუზეუმის ფუნქციონირების პირველი სამი წლის განმავლობაში ბილბაოში ჩამოსულმა ტურისტებმა დახარჯეს რეგიონალურ გადასახადებზე 100 მილიონ ევროზე მეტი (110 მილიონი აშშ დოლარი). არქიტექტურის ამგვარ გავლენას ქალაქის ეკონომიკაზე უწოდებენ „ბილბაოს ეფექტს“.