content
ლექცია 4. ლობირება, გავლენა და ხმის მიწვდენა
ახლა დადგა დრო ვიფიქროთ სწორი ინსტრუმენტების შერჩევაზე ჩვენი მიზნების მისაღწევად: ანუ, როგორ ვიმოქმედოთ ჩვენ სამიზნეებზე, მობილიზება გავუწიოთ მხარდამჭერებს და, ამავე დროს, გავანეიტრალოთ ჩვენი ოპონენტები.

მოდით საკუთარ თავს დავუსვათ კითხვა - რა აიძულებს ადამიანებს შეიცვალონ აზრი? ამ კითხვაზე პასუხი არ უნდა გახდეს სადავო საკითხი. მიუხედავად იმისა, რომ შორს ვართ სრული პასუხისგან, შემეცნებით მეცნიერებაში ჩატარებული ზოგიერთი კვლევა დაგვეხმარება გავიგოთ, თუ რა სახის მოქმედებები იქნება უფრო ეფექტური.
როცა აღმოვჩნდებით ისეთი ინფორმაციის წინაშე, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენ შეხედულებებს, ჩვენ ვცდილობთ ვუარყოთ ეს ინფორმაცია ან განვმარტოთ ისე, რომ არ შევიცვალოთ საკუთარი აზრი. აზრის პერსევერაციის შემეცნებითი მექანიზმი იმდენად ძლიერია, რომ შესაძლოა არარეალური იყოს საწინააღმდეგო  აზრის მქონე ადამიანების დარწმუნება, და „უფრო ემსახურება იმ ადამიანების ინფორმირებას, ვინც იზიარებს ჩვენ შეხედულებებს მოქმედების საჭიროების შესახებ, ისევე როგორც იმ ადამიანებზე ზემოქმედებას, ვისაც ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება“.

მოკლედ რომ ვთქვათ - მხარდამჭერთა სწრაფი და მასიური მოზიდვისთვის საჭიროა შემდეგი ქმედებები:
იმ პირთა ცნობიერების ამაღლება, ვისაც ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება
იმ ადამიანების ინფორმირება, ვინც, სავარაუდოდ, ყველაზე მეტად იზიარებს ჩვენ მოსაზრებას
თავიდან ვერიდოთ იმ პირებს, ვინც აქტიურად უპირისპირდება ჩვენ არგუმენტებს (ან სიფრთხილე გამოვიჩინოთ მათთან საუბრის დროს), ვინაიდან ნებისმიერმა ჩვენმა არგუმენტმა, რაც არ უნდა სწორად იყოს ის წარმოდგენელი, შესაძლოა გააძლიეროს მათი პროტესტი
მივმართოთ სოციალურად დაფასებულ პირებს, სოციალური ქსელის ცენტრალურ ფიგურებს
მივანდოთ მოსაზრებების წარმოდგენა სანდო და ცნობად პიროვნებას (რადგან უცნობი პირისგან მიღებული ინფორმაცია, როგორც წესი,  უნდობლობას იწვევს); სწორედ ამას ვაკეთებთ, როცა ცნობილ ადამიანებს ვთხოვთ გზავნილის (ამბების) გავრცელებას
უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ქმედება აგებულია კომუნიკაციის საფუძველზე. ეფექტური კომუნიკაცია წამყვან როლს თამაშობს აღქმის შეცვლაში და სოციალური ცვლილებების მიღწევაში. მოდით ვისაუბროთ ადვოკატირების კომუნიკაციაზე და ვნახოთ, რატომ არის ის ასეთი მნიშვნელოვანი. 
კომუნიკაცია ადვოკატირების მიზნით არ არის იგივე, რაც, მაგალითად, უფრო ზოგადი კომუნიკაცია, როგორიცაა საინფორმაციო ბიულეტენი, ან ფონდების მოზიდვის მასალები, ან ზოგადი ინფორმაცია თქვენი სამუშაოს შესახებ. ადვოკატირების კომუნიკაციები გამოირჩევა ყურადღების გამახვილებით იმაზე, რომ ზეგავლენა მოახდინოს კონკრეტულ აუდიტორიებზე, იყენებს რა კონკრეტულ გზავნილებს, რათა მიაწოდოს მათ პოლიტიკაში მიმდინარე ცვლილებებზე. საერთოდ, წარმატებული ადვოკატირების კომუნიკაცია მოითხოვს მკაფიო მიზნებს, არჩეული აუდიტორიის ცოდნას, სათანადო ენას, და მოკლე, კონკრეტულ და არსებითი მნიშვნელობის მქონე შინაარსს.

მაგალითისთვის შეგვიძლია მოვამზადოთ:
ერთგვერდიანი პუნქტობრივი ჩამონათვალი მოუცლელი პასუხისმგებელი პირების ყურადღების მისაქცევად
 ადვილად წასაკითხი, ფერადი A5 ბროშურები პუნქტობრივი ჩამონათვალით და სურათებით ახალგაზრდებისთვის
სამ გვერდიანი რეზიუმე ან ანალიტიკური ცნობა დაინტერესებული მხარეებისა და ხელმძღვანელი პირებისთვის
ოც გვერდიანი პროგრამული ანგარიში, რომელშიც მოცემულია თქვენი კვლევის ძირითადი მონაცემები და 14 რეკომენდაცია ოფიციალურ პირთათვის, თანამდებობის პირთათვის, მოქმედი სპეციალისტებისთვის და ორგანიზაციის ფილიალებისთვის
ერთგვერდიანი პრესრელიზი რომელიც გამოიცემა მნიშვნელოვან დღეს, რათა მოვიპყროთ მასობრივი საინფორმაციო საშუალებების ყურადღება
ჩვენ შევეხებით კომუნიკაციის საკითხებს დეტალურად ცოტა მოგვიანებით, სხვა კურსის დროს, ახლა კი ნება მომეცით ჩამოგითვალოთ ეფექტური კამპანიის კომუნიკაციის კომპონენტები, რომლებიც მოიცავს

ფართო აუდიტორიასთან წვდომის და მისი ამოქმედების ხერხებს. კომუნიკაციის პაკეტი ჩვეულებრივ მოიცავს:
ბროშურები და სხვა მასალები საჯარო გავრცელებისთვის
პოსტერები ან რეკლამები
საჯარო შეხვედრები
საინფორმაციო საშუალებები - გაზეთები, რადიო, ტელევიზია
„ფლეშ მობი“ ან სხვა ღონისძიებები საინფორმაციო საშუალებების ყურადღების მისაქცევად
ცნობილი ადამიანების მხარდაჭერის გამოყენება
წერილების დაგზავნის კამპანია
პეტიციები
შეჯიბრებები
აქტიური ვებ-გვერდი და სოციალური მედია ანგარიში

ახლა მოდით განვიხილოთ ზემოქმედების სხვა ინსტრუმენტი, რომელსაც ეწოდება „ლობირება“.
ტერმინი ლობირება ნიშნავს მცდელობას მოვახდინოთ ზეგავლენა პოლიტიკოსებზე, საჯარო თანამდებობის პირებზე ან სხვა პასუხისმგებელ პირებზე პირადი საუბრის და დარწმუნების გზით. ლობი არის ჯგუფი, ორგანიზაცია ან ასოციაცია, რომელიც ცდილობს გავლენა მოახდინოს კანონმდებლებზე ან სხვა თანამდებობის პირებზე კონკრეტული საქმის სასარგებლოდ. როდესაც იწყებთ მუშაობას ახალი ადვოკატირების ინიციატივაზე, ყოველთვის დგება მომენტი, როცა უნდა მოაწყოთ ლობისტური შეხვედრა პიროვნებასთან ან ინსტიტუტთან, რომელიც თქვენთვის უცნობია. დაურეკეთ მათ ან მათ ადმინისტრატორს/მდივანს და მოკლედ უთხარით ვინ ხართ და რას აკეთებს თქვენი ორგანიზაცია, რატომ გსურთ შეხვედრა პასუხიმგებელ პირთან; თუ დაგინიშნავენ შეხვედრას, მიულოცეთ საკუთარ თავს და მოემზადეთ შეხვედრისთვის. მოლაპარაკებების დროს მკაფიოდ და გასაგებად წარმოადგინეთ თქვენი მოსაზრებადა გაიგეთ იმ ადამიანების აზრი, ვის ლობირებასაც აპირებთ.

ვუამბოთ მეგობრებს