content
ლექცია 1. ციფრული კომუნიკაციის სტრატეგია
მოდით განვიხილოთ, რა სარგებლობა შეუძლია მოუტანოს ციფრულ კომუნიკაციას თქვენი პროექტისთვის.

ლუვრის მუზეუმის მნახველების რიცხვი აღწევს 2.3 მილიონს ფეისბუქის საშუალებით.   

ხელოვნების პროექტი უზრუნველყოფს წვდომას ხელოვნების ნიმუშებზე დედამიწის ნებისმიერ ადგილას.

ონლაინ ქრაუდფანდინგის კამპანიების მეშვეობით ხდება ყველაფრის დაფინანსება - დაწყებული ისტორიული ადგილების რესტავრაციით, დამთავრებული დოკუმენტური ფილმების გადაღებით.   

ხელოვანები ასევე  იყენებენ სოციალურ მედიას თავიანთი წარმოდგენებისთვის. ამალია ულმანს დაარქვეს ინსტაგრამის პირველი ხელოვანი, მან ქრონოლოგიურად გადმოსცა თავისი გამოგონილი ცხოვრება თავის სოციალური მედიის საშუალებით, სადაც დაიწყო საუბარი ქალების სტერეოტიპების შექმნაზე.       

(https://www.instagram.com/amaliaulman/).  

მოდით განვიხილოთ, რა სარგებლობა შეუძლია მოუტანოს ციფრულ კომუნიკაციას თქვენი პროექტისთვის.

კურსი შედგება სამი თემისგან

•   ციფრული სტრატეგია

•   ვებსაიტის მართვა

•   სოციალური მედიის ეფექტური გამოყენება

იმისთვის, რომ მიიღოთ მაქსიმუმი თქვენი კომუნიკაციის მცდელობის შედეგად, თქვენ უნდა დაადგინოთ რის მიღწევა გსურთ და რა ინსტრუმენტებს გამოიყენებდით ამისთვის.   

ამიტომ დაჟინებით გირჩევთ დაიწყოთ ციფრული კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავება. პირველ რიგში უნდა გააანალიზოთ თქვენი სიტუაცია, დასახოთ ამოცანები და განსაზღვროთ თქვენი აუდიტორია - რომელთანაც შეგიძლიათ მონახოთ საჭირო მეთოდები და ინსტრუმენტები.

თქვენი ციფრული სტრატეგია დაგეხმარებათ:

•   დარწმუნდეთ, რომ თქვენი კომუნიკაციის მცდელობები ხელს უწყობს ორგანიზაციის ამოცანების და მისიის შესრულებას.

•   დაგეგმოთ და გაანაწილონ რესურსები.

•   მიაღწიოთ თქვენი კომუნიკაციის მიზანს, კერძოდ, მიაწოდოთ ინფორმაცია, შეცვალოთ დამოკიდებულება და ქცევა სწორი აუდიტორიის მიმართ სწორი მეთოდების გამოყენების გზით.

ვიდეოს ქვემოთ მოცემულია რამდენიმე ნიმუში, რომელიც დაგეხმარებათ თქვენი სტრატეგიის ჩარჩოს შექმნაში.

თქვენი ციფრული სტრატეგია უნდა იყოს თქვენი ორგანიზაციის საკომუნიკაციო სტრატეგიის ნაწილი. თუ ის არ გაქვთ, უნდა იფიქროთ მის შემუშავებაზე.  

ჩემი რჩევაა ჩართოთ პროცესში თქვენი ორგანიზაციის პერსონალი. მაგალითად, მოაწყეთ გონებრივი იერიშის სესია, სადაც თქვენი კოლეგები შეძლებენ თავიანთი შემოქმედებითი იდეების გაზიარებას, და მენეჯმენტი გამოავლენს თავის მოლოდინებს. თქვენ უნდა გაითვალისწინოთ თქვენი კოლეგების წვლილი, ისე რომ მათ გაუჩნდეთ საბოლოო პროდუქტის საკუთრების განცდა.

როგორ უნდა შეიმუშაოთ სტრატეგია

  • გააანალიზეთ სიტუაცია: რა ძირითადი გამოწვევების წინაშე დგახართ.
  • დაადგინეთ კომუნიკაციის ამოცანები: როგორ დაგეხმარებათ კომუნიკაცია გამოწვევებთან გამკლავებაში.
  • იფიქრეთ მიზნობრივ აუდიტორიაზე: ადამიანთა რომელი ჯგუფი შეძლებდა თქვენ გამოწვევასთან გამკლავებას.
  • შეიმუშავეთ გზავნილი და მიდგომა: რის გადაცემა გინდათ მათთვის და როგორ აპირებთ ამის გაკეთებას.
  • აირჩიეთ მიწოდების მეთოდი: როგორ მოიხმარს ინფორმაციას თქვენი მიზნობრივი ჯგუფი და როგორია ინფორმაციის მიწოდების საუკეთესო გზა.
  • გამოცადეთ თქვენი მიდგომა: არასოდეს არ იცით დაზუსტებით მიაღწია თუ არა თქვენმა გზავნილმა ადრესატამდე, სანამ არ გამოცდით მას რეალურ ადამიანებზე.
  • შეადგინეთ საჭირო რესურსების გეგმა და ვადები
  • შექმენით შეფასების მექანიზმი მიღწევების ინდიკატორებით: ეს შეიძლება იყოს ცხრილი, სადაც ერთ გრაფაში მოთავსდება ამოცანები და სხვა გრაფებში მიზნობრივი აუდიტორია, გზავნილები, მეთოდები, აქტივობები, ვადები და რესურსები.
  • ·     გააანალიზეთ შედეგები და მიუსადაგეთ თქვენი გეგმა: სტატისტიკის ონლაინ შესწავლა და ანალიზი წაგიყვანთ სწორი მიმართულებით.

ვუამბოთ მეგობრებს